რუსთაველის გამზირზე დაჭრილი მოზარდის ოპერაცია დასრულდა. პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმე რჩება, – ამის შესახებ ექიმმა კონსტანტინე მუმლაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
“ამჯერად სისხლდენა შეჩერებულია. პაციენტი შემდგომი მკურნალობის მიზნით გადავა ბავშვთა რეანიმაციის განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე. მიმდინარეობს შოკის საწინააღმდეგო თერაპია. მდგომარეობა სტაბილურად მძიმე რჩება. 4 ჭრილობა აქვს, სიცოცხლისთვის საზიანო იყო გულ-მკერდში შემავალი ჭრილობა“, – განაცხადა ექიმმა.
შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირზე 15 წლის მოზარდი დაჭრეს. მოზარდს ჭრილობები გულ-მკერდისა და წელის მიდამოში აქვს.
კომენტარები