დიდი ბრიტანეთის უახლესი თანამედროვე ავიამზიდში HMS Queen Elizabeth-ში წყალი შედის. BBC-ის ინფორმაციით, საზღვაო გამოცდებმა წუნიანი შედუღება აღმოაჩინა, რომლის გამოც, უახლეს ავიამზიდში საათში 200 ლიტრი წყალი შედიოდა.
როგორც BBC-ის მიმომხილველი თავდაცვის საკითხებში ჯონათან ბილი წერს, აღნიშნული სამეფო ფლოტისთვის სამარცხვინო მოვლენაა, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ ცოტა ხნის წინ იგივე ავიამზიდს ხრახნთან დაკავშირებული პრობლემებიც ჰქონდა.
კომენტარები