მიხეილ სააკაშვილის საქმის პროკურორის ალექსანდრე გოვორუშჩაკის განცხადებით, ეჭვმიტანილმა სააკაშვილმა დღეს საგამოძიეობო ღონისძიება ჩაშალა. პროკურორის თქმით, სააკაშვილი გამოძახებული იყო ხმის ნიმუშის ასაღებად და სატელეფონო საუბრების ჩანაწერებში არსებული ხმების დასადასტურებლად.
„დღეს გამოძახებული იქნა მიხეილ სააკაშვილი დასაკითხად და ასევე სხვა საჭირო, საგამოძიებო პროცესუალური ღონისძიებისთვის, კერძოდ ხმის ნიმუშების საღებად, ფონოსკოპიური ექსპერტიზის ჩასატარებლად და სატელეფონო საუბრების ჩანაწერებში არსებული ხმების დასადასტურებლად. დღეს ეჭვმიტანილმა სააკაშვილმა ჩაშალა საგამოძიებო ღონისძიება, ის მხოლოდ გენერალური პროკურატურის გამშვებ პუნქტთან გამოცხადდა და შიგნით შემოსვლაზე უარი განაცხადა, ამიტომ მას დაკითხვაზე ხელმეორედ გამოვიძახებთ“,-განაცხადა საქმის პროკურორმა.
კომენტარები