აფხაზური მედიის ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, აფხაზური ე.წ. სავაჭრო პალატის დელეგაცია ბრიუსელს ეწვია და გამოფენაში მიიღო მონაწილეობა, კომენტარი საქართველოს საგარეო საქმეთ მინისტრმა გააკეთა. მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, ეს არ იყო დელეგაცია, ეს იყო კერძო პირთა ვიზიტი.
„მედიის მიმართულებით ამ საკითხის ტირაჟირება არ არის ნამდვილად სწორი, რადგანაც არანაირი მასშტაბური ღონისძიებები არ ეწყობა, ეს არის ფიზიკური პირების ინდივიდუალური მოგზაურობები და შეხვედრები, რომლებიც, რა თქმა უნდა, არანაირად არ არის ევროკავშირის პოლიტიკის შესაბამისი და არცერთი ევროპული სახელმწიფოს და საერთაშორისო საზოგადოების პოლიტიკის შესაბამისი. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი არის აღიარებული საერთაშორისო საზოგადოების მიერ, არაღიარების პოლიტიკას მტკიცედ უჭერს მხარს ევროკავშირი“,-განაცხადა ჯანელიძემ.
კომენტარები