საფრანგეთის “ეროვნული ფრონტის” პარტიის ლიდერმა, მარინ ლე პენმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს საპრეზიდენტო არჩევნებში წარმატება უსურვა – ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
აღნიშნული, ლე პენმა პრაღაში პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, თუმცა მისმა თანამოაზრეებმა ჩეხეთიდან და ჰოლანდიიდან თავი შეიკავეს.
“ჩვენ, რა თქმა უნდა, ვლადიმერ პუტინს წარმატებას ვუსურვებთ. არ შეიძლება რუსეთის საერთაშორისო პოლიტიკიდან გაძევება, შეუძლებელია მისი იზოლირება, ისევე როგორც შეუძლებელია ჩინეთის ან ინდოეთის იზოლირება,” – განაცხადა მარინ ლე პენმა.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში, კრემლმა მარინ ლე პენს დაუჭირა მხარი, თუმცა უშედეგოდ.
კომენტარები