NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»მნიშვნელოვანი»“ეფექტიანი საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა არ შეიძლება, უპირისპირდებოდეს მედიაპლურალიზმის იდეას”

“ეფექტიანი საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა არ შეიძლება, უპირისპირდებოდეს მედიაპლურალიზმის იდეას”

18 დეკ 2017 მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 553 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კერძო მაუწყებლებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის შემდეგ, “მაუწყებლის შესახებ” კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით “საზოგადოებრივი მაუწყებლის” მენეჯმენტის წარმომადგენლებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, პრეზიდენტმა მათგან დამატებითი არგუმენტები მოისმინა “მაუწყებლის შესახებ” კანონში ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს პარლამენტმა ორი მოსმენით უკვე მიიღო და რომელსაც კერძო მაუწყებლები და არასამთავრობო ორგანიზაციები აკრიტიკებენ.

პრეზიდენტთან შეხვედრას ესწრებოდნენ: ვასილ მაღლაფერიძე, ია ანთაძე, თინათინ ბერძენიშვილი, პაატა ქურდაძე, ნოდარ ჭიჭინაძე, ელენე მიხაილოვა, ირაკლი აბსანძე, გიორგი გვიმრაძე, თეო მაზმიშვილი.

პრეზიდენტის პოლიტიკურმა მდივანმა ფიქრია ჩიხრაძემ “საზოგადოებრივ მაუწყებელთან” შეხვედრას საინტერესო უწოდა და აღნიშნა, რომ ეფექტიანი საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა არ შეიძლება, უპირისპირდებოდეს მედიაპლურალიზმის იდეას.

“ჩვენ ამას ფუნდამენტურ საკითხად განვიხილავთ, რადგან ეს ორი ღირებულება, ორივე ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოებისათვის, ქართული დემოკრატიისათვის.

ურთიერთობისა და თანამშრომლობის პირობებში ჩვენ ვთვლით, რომ ბევრი საკითხის გადაწყვეტა უფრო ეფექტურად შეიძლებოდა და ბევრი საკითხი ამ დროისათვის არა პრობლემური, არამედ მოგვარებული ყოფილიყო – მაგრამ შესაძლოა, კიდევ არსებობდეს ამის რესურსი.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, ერთი მხრივ, ხელი შევუწყოთ საზოგადოებრივი მაუწყებლის არსებობას, რომ მან ობიექტური ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას, ამავდროულად, ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ პლურალისტური მედია არ დაზარალდეს იმ მიმართულებით, რომელიც გარკვეულ რესურსებზე წვდომას უკავშირდება და რაც წარმოშობს კონფლიქტს საზოგადოებრივ მაუწყებელსა და დანარჩენ მაუწყებლებს შორის”, – განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

როგორც ფიქრია ჩიხრაძემ აღნიშნა, პარლამენტში წინ არის კიდევ მესამე მოსმენით ამ კანონპროექტის განხილვა და ამ ეტაპისათვის ვეტოზე საუბარი ნაადრევია.

მისი განცხადებით, პრეზიდენტი მზადაა შეხვდეს მაუწყებლის ბორდის წარმომადგენლებსაც.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მრჩევლებთან ერთად “მაუწყებლის შესახებ” კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით დღეს მედიასა და არასამთავრობო სექტორს შეხვდა.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით მიიღო.

ცვლილებებით, „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ უფლებამოსილება უფართოვდება და შეეძლება კანონმდებლობით განსაზღვრული შემოსავლებიდან, მათ შორის სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული ასიგნებები დამწყები საწარმოების (სტარტეპები) წახალისების, (ტელე, რადიო და ონლაინ პროდუქციის) ინოვაციური განვითარების, მაუწყებლობის სფეროში გარემოს განვითარების ხელშეწყობაზე მიმართოს.
„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში დასაშვები ხდება კომერციული რეკლამის განთავსება სამუშაო დღეებში, გარდა საუკეთესო დროისა (19:00-24:00). რეკლამის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს ყოველ საათში 3 წუთს. გარდა ამისა, იზრდება სპორტული რეპორტაჟების, საერთაშორისო ფესტივალების და სხვა პროგრამების დროს კომერციული რეკლამის ხანგრძლივობა – ნაცვლად 30 წუთისა იგი არ უნდა აღემატებოდეს 60 წუთს, ხოლო ყოველ საათში, ნაცვლად 6 წუთისა 12 წუთს.

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს არხებზე დასაშვები ხდება სპონსორობა მხოლოდ სპორტიული რეპორტაჟის, საერთაშორისო ფესტივალის/კონკურსის და გასართობის გადაცემის, სერიალების დროს.
პროექტით იმიჯნება უფლებამოსილებები საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტსა და სამეურვე საბჭოს შორის. დღეს არსებული კანონით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტს სამეურვეო საბჭო ამტკიცებს და ასევე მას შეაქვს ბიუჯეტში ცვლილებები. კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, საბჭო უფლებამოსილი იქნება მხოლოდ გენერალური დირექტორის წარდგინებით შეიტანოს ბიუჯეტში ცვლილებები. გარდა ამისა, საზოგადოებრივი მაუწყებლის დებულებაში ცვლილების შეტანაც მხოლოდ დირექტორის წარდგენებით იქნება შესაძლებელი.

კომენტარები

გიორგი მარგველაშვილი კანონი ფიქრია ჩიხრაძე 2017-12-18
Tags გიორგი მარგველაშვილი კანონი ფიქრია ჩიხრაძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ირაკლი კობახიძე: დამატებითი ფრაქციების შექმნა ხელს შეუწყობს მართვის ოპტიმიზაციას

შემდეგი სტატია

ირაკლი კობახიძემ პოლონეთში ოფიციალური ვიზიტის პირველი დღე შეაჯამა

მსგავსი სტატიები

მამუკა მდინარაძე ოპოზიციასთან დაგეგმილ შეხვედრაზე – აზრს მოკლებული შეხვედრები რომ არ გაგრძელდეს, შეიძლება ჩვენ ვუთხრათ უკვე რაღაც – დღეს თემას არ დაგიკონკრეტებთ

მამუკა მდინარაძე ოპოზიციასთან დაგეგმილ შეხვედრაზე – აზრს მოკლებული შეხვედრები რომ არ გაგრძელდეს, შეიძლება ჩვენ ვუთხრათ უკვე რაღაც – დღეს თემას არ დაგიკონკრეტებთ

ირაკლი შალიკაშვილი 20 დეკ 2019
ოპოზიცია მაჟორიტარული არჩევნების გაუქმების მოთხოვნით ერთიანდება – ინიციატივა პარლამენტში ხვალ დარეგისტრირდება

ოპოზიცია მაჟორიტარული არჩევნების გაუქმების მოთხოვნით ერთიანდება – ინიციატივა პარლამენტში ხვალ დარეგისტრირდება

31 იან 2019
ახალგამოჩეკილ ოპოზიციონერებს ვურჩევ, დაიბარონ ივანიშვილი და მოყვეს, რა კორუმპირებული ინტერესები აქვს აზერბაიჯანთან

ახალგამოჩეკილ ოპოზიციონერებს ვურჩევ, დაიბარონ ივანიშვილი და მოყვეს, რა კორუმპირებული ინტერესები აქვს აზერბაიჯანთან

ირაკლი შალიკაშვილი 28 მაი 2019

უახლესი ამბები

  • დავით არახამია: ივანიშვილისა და მისი მსახურებისთვის ახალ პასპორტს ვაქვეყნებ, რომელშიც აშშ-ს 5-წლიანი ვიზაა – საბედნიეროდ, მსგავსი ვიზები თქვენთვის ხელმისაწვდომი აღარ არის და ვიმედოვნებ, სანქციების მერვე პაკეტში ვნახავთ, ვის რა პასპორტი ექნება

    დავით არახამია: ივანიშვილისა და მისი მსახურებისთვის ახალ პასპორტს ვაქვეყნებ, რომელშიც აშშ-ს 5-წლიანი ვიზაა – საბედნიეროდ, მსგავსი ვიზები თქვენთვის ხელმისაწვდომი აღარ არის და ვიმედოვნებ, სანქციების მერვე პაკეტში ვნახავთ, ვის რა პასპორტი ექნება

  • ნიკოლოზ გამყრელიძე: მეოთხე შვილს ველოდები და ცოტა ტაიმაუტს ვიღებ

    ნიკოლოზ გამყრელიძე: მეოთხე შვილს ველოდები და ცოტა ტაიმაუტს ვიღებ

  • ვარკეთილში მდებარე ავარიული კორპუსიდან მოქალაქეების ევაკუაცია მიმდინარეობს

    ვარკეთილში მდებარე ავარიული კორპუსიდან მოქალაქეების ევაკუაცია მიმდინარეობს

  • გია ცაგარეიშვილი: ადამიანები, რომლებიც ზურაბ ჯაფარიძისნაირ ავაზაკებში ფულს დებენ…

    გია ცაგარეიშვილი: ადამიანები, რომლებიც ზურაბ ჯაფარიძისნაირ ავაზაკებში ფულს დებენ…

  • ყაველაშვილი: რუსეთს თუ ომი უნდა, ხელს ვინ შეუშლის?! ბანერები (წარწერით „ომი რუსეთს უნდა და არა დასავლეთს“) არ მომეწონა

    ყაველაშვილი: რუსეთს თუ ომი უნდა, ხელს ვინ შეუშლის?! ბანერები (წარწერით „ომი რუსეთს უნდა და არა დასავლეთს“) არ მომეწონა

  • გიგა ბოკერია უმრავლესობის ყოფილი წევრების წერილზე: დარწმუნებული ვარ, პირადად ივანიშვილის ნაკარნახევია, ნაწერზე ეტყობა

    გიგა ბოკერია უმრავლესობის ყოფილი წევრების წერილზე: დარწმუნებული ვარ, პირადად ივანიშვილის ნაკარნახევია, ნაწერზე ეტყობა

  • Reuters: კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ ქვეყანამ კორონავირუსი დაამარცხა

    Reuters: კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ ქვეყანამ კორონავირუსი დაამარცხა

  • ევროკომისია: რუსებისთვის ვიზის გაცემის საკითხი წევრი ქვეყნების კომპეტენციაა

    ევროკომისია: რუსებისთვის ვიზის გაცემის საკითხი წევრი ქვეყნების კომპეტენციაა

  • სოსო გოგაშვილი: მივიღე მუქარა ბიძინა ივანიშვილისაგან

    სოსო გოგაშვილი: მივიღე მუქარა ბიძინა ივანიშვილისაგან

  • ზურაბ ჯაფარიძე: ათწლიანი რუსობა უნდა დასრულდეს

    ზურაბ ჯაფარიძე: ათწლიანი რუსობა უნდა დასრულდეს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge