NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ბიზნესი»„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ ახალი Land Cruiser Prado წარმოადგინა

„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ ახალი Land Cruiser Prado წარმოადგინა

17 დეკ 2017 ბიზნესი 1079 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოში ბესტსელერი მოდელის Land Cruiser Prado-ს ახალი ვერსიის პრეზენტაცია ”ტოიოტა ცენტრი თეგეტაში” გაიმართა. Land Cruiser Prado-ს ახალი მოდელი ამარცხებს ოთხივე სტიქიას. მისთვის არ არის დაბრკოლება ქარი, წყალი, მიწა თუ ცეცხლი, ის თავად გახლავთ ამ სტიქიების ძალის მატარებელი. ამიტომაც ”ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ სწორედ ეს ოთხი სტიქია გამოიყენა და დაუვიწყარი შოუ-პერფორმანსით წარმოადგინა ავტომობილის ახალი მოდელი.

”პრადო” მთელი მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მაღალი გამავლობის ავტომობილია, საქართველოში კი წლებია თავისი სეგმენტის ბესტსელერია. ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოდელი, ვიზუალურად კიდევ უფრო დაიხვეწა და ტექნიკური თვალსაზრისით განვითარების სრულიად ახალ საფეხურზე ავიდა. უგზოობაზე მოძრაობის შეუდარებელმა შესაძლებლობებმა ”ლენდ კრუიზერს” მსოფლიოში ყველაზე გამძლე და სანდო ავტომობილის რეპუტაცია შეუქმნა და ევროპის ბევრ ქვეყანაში ამ სეგმენტის გაყიდვების ლიდერია.

ახალ მოდელში წარმოდგენილია განახლებული დიზაინის მქონე ინსტრუმენტების პანელი, რომელიც მოიცავს დიდ, 8-დუიმიან Toyota Touch® 2 და „Go“ მულტიმედია სისტემას, მძღოლის ოპტიტრონულ მრიცხველებს და საჭის მოწყობილობათა მექანიზმის მიერ მართულ, 4.2-დუიმიან მულტი-ინფორმაციულ ეკრანს. ასევე აღსანიშნავია წინა სავარძლების გაუმჯობესებული ვენტილაცია, უკანა სავარძლების გათბობა, ავტომატური კლიმატ-კონტროლი და “ჭკვიანი გასაღების“ ახალი დიზაინი.

უგზოობის პირობებში, ახალი ”პრადოს” გამავლობის შესაძლებლობები კიდევ უფრო გაზრდილია მისი უკანა დიფერენციალის სამი ვარიანტის წყალობით: ღია, ჩასაკეტი ან ახალი თვითბლოკირებადი დიფერენციალი -Torsen Limited Slip (TLS).

ამ ყველგანმავალის Multi-Terrain Select (MTS) სისტემა კიდევ უფრო გაუმჯობესდა „AUTO Mode“ ფუნქციის დამატებით, რომელიც ავტომატურად მოდის მოქმედებაში. აღსანიშნავია 5-სიჩქარიანი ნელი სვლის მაკონტროლებელი „Crawl Control“ – ე.წ. ცოცვის ფუნქცია. „Multi-terrain Monitor“ (MTM) ეკრანის ფუნქციები გაფართოვდა და ამჟამად მოიცავს არა მარტო იატაკის ქვეშ ხედვისა და წინა ხედვის როტაციის ფუნქციებს, არამედ პანორამული და ფართო უკანა ხედვის ეკრანებსაც.

“პრადოს” მთლიანი სიგრძე 60 მილიმეტრითაა გაზრდილი და 4 840 მმ.-ს  შეადგენს. მას ახასიათებს განსაკუთრებული მანევრულობა, რომლის მობრუნების მინიმალური წრე მხოლოდ 5.8 მეტრია. ახლებური დიზაინის მქონე კაპოტით, რადიატორის ცხაურით, განათების ფარებით, წინა ბამპერითა და ფარების დამცავით Toyota Land Cruiser Prado-ს წინა მხარე, თავისი უნიკალური ისტორიული დიზაინის მრავალ სტრუქტურულ ელემენტს ეფუძნება.

უგზოობის პირობებში მოძრაობისას, წინ ხილვადობის გაუმჯობესების მიზნით, ახალი ცენტრალური მართვის პანელის უკიდურესი ზედა ნაწილი დადაბლებული, უფრო გლუვი და დახვეწილი შესახედაობისაა. მართვის პანელზე განთავსებულია ახალი, უფრო დიდი ზომის 8-დუიმიანი, ფერთა სრული დიაპაზონის მქონე მულტიმედია ეკრანი და გლუვი ზედაპირის მქონე კონდიცირების კონტროლის პანელი.

განახლებულია საჭეც, რომელიც „Toyota Land Cruiser 200 (V8)“ მოდელის საჭის მსგავსია. ახალი „Toyota Land Cruiser Prado“-ს ინტერიერი ორ ფერშია გადაწყვეტილი: შავი და კრემისფერი – „Premium Beige“, რომელიც სრულიად ახალია. სალონის პრემიუმ ხარისხის გაფორმებას ხაზს უსვამს მეტალისებური ტექსტურით (Silver Hairline) დამუშავებული ზედაპირები, რომლებიც ცენტრალური მართვის პულტის სრულიად ახალ, მუქი ყავისფერი ხის მსგავს იერს ესადაგება.

ამ ლეგენდარული მანქანის თაყვანისმცემლებს შეუძლიათ ესტუმრონ „ტოიოტა ცენტრი თეგეტას” (თბილისი,  უნივერსიტეტის ქუჩა N6) და თავად გამოსცადონ ახალი „პრადოს“ უსაზღვრო შესაძლებლობები.

“ტოიოტა ცენტრი თეგეტა” წარმოადგენს ტოიოტას ოფიციალურ დილერს საქართველოში. 2014 წელს, კომპანიამ “ტოიოტა კავკასიისგან” ტოიოტას დილერისა და ავტორიზებული სერვის ცენტრის ოფიციალური წარმომადგენლის სტატუსი მიიღო. „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ გამოირჩევა ევროპული სტანდარტების თანამედროვე ინფრასტრუქტურით და  თანამედროვე სერვისის დანადგარებით.

კომენტარები

PRADO თეგეტა მოტორსი პრადო ტოიოტა 2017-12-17
Tags PRADO თეგეტა მოტორსი პრადო ტოიოტა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

თეთნულდისა და ჰაწვალის სათხილამურო არეალი გაიხსნა

შემდეგი სტატია

კიევში სააკაშვილის ორგანიზებული მარში იწყება

მსგავსი სტატიები

“რუსეთში ოლიგარქები უკვე აღარ არიან”

“რუსეთში ოლიგარქები უკვე აღარ არიან”

25 იან 2018

myvideo: მომხმარებელთა დასაცავად სატელევიზიო არხებთან ვერთვებით სამართლებრივ დავაში

01 დეკ 2017
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გურჯაანში 20 ჰა.-ზე მეურნეობა მოეწყო

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გურჯაანში 20 ჰა.-ზე მეურნეობა მოეწყო

თამუნა 21 იან 2022

უახლესი ამბები

  • „ქართული ოცნება“ ქვეყნის მასშტაბით 73 პარტიულ კონფერენციას გამართავს

    „ქართული ოცნება“ ქვეყნის მასშტაბით 73 პარტიულ კონფერენციას გამართავს

  • ლეგენდებისა და გადმოცემების მიხედვით შექმნილი ფილმები

    ლეგენდებისა და გადმოცემების მიხედვით შექმნილი ფილმები

  • უცნობი და საინტერესო ფაქტები ნარინჯისფერის შესახებ

    უცნობი და საინტერესო ფაქტები ნარინჯისფერის შესახებ

  • მირიან კიკნაძის პერსონალურ გამოფენას – “თბილისი და არა მარტო” გალერეა “ვანდა” უმასპინძლებს

    მირიან კიკნაძის პერსონალურ გამოფენას – “თბილისი და არა მარტო” გალერეა “ვანდა” უმასპინძლებს

  • აშშ-ში, ქალაქ ნეშვილში მდებარე კერძო სკოლაში 3 ბავშვი და საგანმანათლებლო დაწესებულების 3 თანამშრომელი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს

    აშშ-ში, ქალაქ ნეშვილში მდებარე კერძო სკოლაში 3 ბავშვი და საგანმანათლებლო დაწესებულების 3 თანამშრომელი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს

  • ბაჩო დოლიძე: 9 აპრილს აქციის დაანონსება შეცდომა იყო, ვიწრო, პიარული აქციებისთვის სხვა თარიღებზე ჯობია ფიქრი

    ბაჩო დოლიძე: 9 აპრილს აქციის დაანონსება შეცდომა იყო, ვიწრო, პიარული აქციებისთვის სხვა თარიღებზე ჯობია ფიქრი

  • ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ სასამართლო სისტემის რეფორმა გადადო

    ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ სასამართლო სისტემის რეფორმა გადადო

  • პრეზიდენტი: უნდა გრცხვენოდეთ!

    პრეზიდენტი: უნდა გრცხვენოდეთ!

  • საყოველთაო გაფიცვის გამო, ისრაელის საელჩო საქართველოში დაკეტილია

    საყოველთაო გაფიცვის გამო, ისრაელის საელჩო საქართველოში დაკეტილია

  • თეა წულუკიანი: მინდა, მივუსამძიმრო მათ, მე არჩევნებამდე არსად არ ვაპირებ წასვლას. არჩევნების მერე ალბათ მათთვის კიდევ უფრო დიდი სამძიმარი შეიძლება, მქონდეს სათქმელი

    თეა წულუკიანი: მინდა, მივუსამძიმრო მათ, მე არჩევნებამდე არსად არ ვაპირებ წასვლას. არჩევნების მერე ალბათ მათთვის კიდევ უფრო დიდი სამძიმარი შეიძლება, მქონდეს სათქმელი

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge