ბელგიის სამეფოსა და ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენლობამ ქ. ბრიუსელში საახალწლო მიღებას უმსაპინძლა.
საქართველოს საელჩოს სახელით საშობაო მიღება და ცნობილი ქართველი ჯაზის შემსრულებლის ბექა გოჩიაშვილის საღამო გაიმართა.
ღონისძიება საქართველოს ელჩმა ნატალი საბანაძემ გახსნა და დამსწრე საზოგადოებას დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.
ბექა გოჩიაშვილის ვირტუოზულმა შესრულებამ სტუმრებში დიდი მოწონება დაიმსახურა. მიღების ფარგლებში მოწვეულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული კერძები და ღვინო.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ბელგიაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ევროკავშირის ინსტიტუტების დაბიზნეს წრეების წარმომადგენლები.
კომენტარები