საქართველოს ყოფილი ელჩი ჩინეტში მამუკა გამყრელიძე „ფეისბუქზე“ სტატუსს აქვეყნებს. მისი თქმით, ძველი პოლიტიკური კლასის ცვლილება გარდაუვალია.
„ძველი პოლიტიკური კლასის ცვლილება გარდაუვალი მგონია და ამის კატალიზატორი შეიძლება სააკაშვილის ექსტრადირება გახდეს. IMHO, ამ ამბავს არ მოჰყვება საზოგადოებაში ისეთი მძაფრი რეაქცია, როგორსაც მავანნი ელიან. ვერც ოპოზიცია (მარტო ნაცმოს არ ვგულისხმობ, რადგან ეს საკითხი, პრინციპში მთლიანად ოპოზიციასაც შეეხება) მოახერხებს ხალხის სათანადო რაოდენობის შესაბამისი დროით მობილიზებას. ეს კი ღიად წარმოაჩენს ხალხში მათი მხარდაჭერის დაბალ ხარისხს. მწირი დაფინანსების პირობებში ეს გამოიწვევს პოლიტიკური ველის „გამარგვლას“ და „გამოხშირვას“, რაც ახალი პოლიტიკური კლასის წარმოშობის საწინდარი გახდება. ცხადია ეს მხოლოდ ვარაუდია.
P.S. იმასაც ვივარაუდებ, რომ მიშა გათავისუფლების შემდეგ კვლავ უკრაინაში დაბრუნდება“- წერს გამყრელიძე.
კომენტარები