ჯეიმს კორდენის შოუ სამანქანო კარაოკე ალბათ ყველას გინახავთ. კომიკოსი სხვადასხვა ვარსკვლავებთან ერთად მანქანით დასეირნობს და მათთან ერთად მათსავე სიმღერებს ასრულებს.
ნელნელა ახლოვდება ახალი წელი და ყველა გადაცემა თუ შოუ ცდილობს შეუქმნას ხალხს საახალწლო განწყობა. არც ჯეიმს კორდენის მანქანა არის გამონაკლისი.
საახაწლო სიმღერის „Santa Claus is comin to Town” (სანტა კლაუსი ქალაქში მოდის) – ის შესასრულებლად ჯეიმს კორდენის მანქანა უამრავმა ვარსკვლავმა მოიცვა: კელი კლარქსონი, აშერი, ქეითი პერი, მაილი საირუსი, ედ შერონი, ბრუნო მარსი და სხვა ვარსკვლავები, რომლებიც წელს ეწვივნენ სამანქანო კარაოკეს.
როგორც ვიდეოში ჩანს, კორდენი ამ საშობაო სიმღერას მთელი წლის განმავლობაში ყველა სტუმართან ერთად წერდა და ახლა კოლაჟი შემოგვთავაზა.
წარმოგიდგენთ ძალიან პოზიტიურ ვიდეოს, რომელიც აუცილებლად შეგიქმნით წინა საახალწლო განწყობას.
კომენტარები