NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ბესელია და ფოფხაძე მართლმსაჯულების რეფორმასთან დაკავშირებით არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ

ბესელია და ფოფხაძე მართლმსაჯულების რეფორმასთან დაკავშირებით არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ

16 დეკ 2017 ახალი ამბები, პოლიტიკა 566 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია და  თავმჯდომარის მოადგილე გედევან ფოფხაძე დღეს „კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” წარმომადგენლებს შეხვდნენ. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, სამუშაო ფორმატის  შეხვედრაზე მართლმსაჯულების რეფორმის შესახებ ისაუბრეს. კომიტეტის თავმჯდომარის ინფორმაციით, რეფორმის მეოთხე ტალღის ფარგლებში ცვლილებები დაგეგმილია სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, იუსიტიციის უმაღლესი საბჭოსა და იუსტიციის სკოლასთან დაკავშირებით.  შეხვედრაზე ისაუბრეს, ასევე, იმ სამუშაო გეგმაზე, რომელიც მომავალი წლიდან ამ რეფორმის გაგრძელებას გულისხმობს.

„კომიტეტში შქმნილია სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელშიც ხელისუფლების სამივე შტოა ჩართული – საკანონმდებლო, სასამართლო და აღმასრულებელი ხელისუფლება და, ასევე, რამდენიმე საერთაშორისო, ჩვენი  პარტნიორი დონორი ორგანიზაცია. ძალიან დიდი ინტერესია ამ რეფორმის მიმართ, რომელიც გაგრძელება იქნება უკვე გატარებული  3 ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმის”, -აღნიშნა ეკა ბესელიამ.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის განცხადებით, მნიშვნელოვანია გატარდეს რეფორმა და შეიცვალოს კანონმდებლობა, რომელიც უკავშირდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მუშაობის რეგლამენტს, იუსტიციის სკოლასა და მოსამართლეების სკოლას, მოსამართლეების დანიშვნის წესსა და დისციპლინურ პასუხისმგებლობას.  ​

კომენტარები

ეკა ბესელია ეკა გიგაური მართლმსაჯულება 2017-12-16
Tags ეკა ბესელია ეკა გიგაური მართლმსაჯულება
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

საზოგადობრივი მაუწყებლის აღმასრულებელი საბჭო მზად არის, პრეზიდენტს პირადად შეხვდეს

შემდეგი სტატია

საქართველოში პირველად პარამედიკოსების მომზადება დაიწყო

მსგავსი სტატიები

ოლიმპიურმა კომიტეტმა, რომლის გენერალური სპონსორიც საქართველოს ბანკია, საერთაშორისო ოლიმპიური დღე სპორტული აქტივობებით აღნიშნა

ოლიმპიურმა კომიტეტმა, რომლის გენერალური სპონსორიც საქართველოს ბანკია, საერთაშორისო ოლიმპიური დღე სპორტული აქტივობებით აღნიშნა

25 ივნ 2018
შარლ მიშელი: ქართველი ხალხი იგრძნობს ევროკავშირის მკაფიო მხარდაჭერას (ვიდეო)

შარლ მიშელი: ქართველი ხალხი იგრძნობს ევროკავშირის მკაფიო მხარდაჭერას (ვიდეო)

ნინო ჩხეიძე 01 მარ 2022

სტივენსი ამერიკის ღია ჩემპიონატის გამარჯვებულია

10 სექ 2017

უახლესი ამბები

  • ნეიტრონების ენერგიის მისტიკური წყარო – ასტროფიზიკოსების ახალი ვარაუდი

    ნეიტრონების ენერგიის მისტიკური წყარო – ასტროფიზიკოსების ახალი ვარაუდი

  • ისტორიული ვილა აუქციონზე იყიდება

    ისტორიული ვილა აუქციონზე იყიდება

  • ყველაზე დიდი ოკეანე დედამიწაზე

    ყველაზე დიდი ოკეანე დედამიწაზე

  • ოთო აბესაძე: აბა გამოიცანით რა მოხდება შემდეგი კვირიდან?  დიიახ, გაუფასურდება ლარი 

    ოთო აბესაძე: აბა გამოიცანით რა მოხდება შემდეგი კვირიდან?  დიიახ, გაუფასურდება ლარი 

  • დავით ზურაბიშვილი: ოცნებიდან წასული ოთხეულის ახალი წერილი არის ტყუილების, სიგიჟის და ნაძირლობის ისეთი შერწყმა, რომლის მსგავსიც მე პირადად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ მახსოვს

    დავით ზურაბიშვილი: ოცნებიდან წასული ოთხეულის ახალი წერილი არის ტყუილების, სიგიჟის და ნაძირლობის ისეთი შერწყმა, რომლის მსგავსიც მე პირადად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ მახსოვს

  • პეტრე ცისკარიშვილი: აქციზის ფასი რომ იყოს ის, რაც 2012 წელს, საწვავის ფასი…

    პეტრე ცისკარიშვილი: აქციზის ფასი რომ იყოს ის, რაც 2012 წელს, საწვავის ფასი…

  • მწვერვალ თეთნულდზე ჩარჩენილი 6 უცხოელი ტურისტიდან ერთი გარდაიცვალა

    მწვერვალ თეთნულდზე ჩარჩენილი 6 უცხოელი ტურისტიდან ერთი გარდაიცვალა

  • როგორ მივიზიდოთ სახლში წარმატება ფენ შუის წესებით – ფულის ხე კაქტუსს მოარიდეთ

    როგორ მივიზიდოთ სახლში წარმატება ფენ შუის წესებით – ფულის ხე კაქტუსს მოარიდეთ

  • The Wall Street Journal: FBI-ს აგენტებმა დონალდ ტრამპის სახლის ჩხრეკისას საიდუმლო დოკუმენტების 11 ნაკრები აღმოაჩინეს

    The Wall Street Journal: FBI-ს აგენტებმა დონალდ ტრამპის სახლის ჩხრეკისას საიდუმლო დოკუმენტების 11 ნაკრები აღმოაჩინეს

  • კრიშიანის კარინიში: რუსებისთვის ვიზების გაცემის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირის დონეზე უნდა იქნას მიღებული

    კრიშიანის კარინიში: რუსებისთვის ვიზების გაცემის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირის დონეზე უნდა იქნას მიღებული

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge