NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»მნიშვნელოვანი»თბილისის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ განათდა

თბილისის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ განათდა

15 დეკ 2017 მნიშვნელოვანი, საზოგადოება 1915 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ განათდა. პარლამენტის შენობის წინ მოწყობილ ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს თბილისის მერმა კახა კალაძემ ოჯახთან ერთად უმასპინძლა.

საზეიმო ღონისძიება გორის ქალთა კაპელამ გახსნა, რომლის შემდეგაც, რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოსახლეობას თბილისის მერმა მიმართა და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.

„ახლოვდება ახალი წელი და მინდა, ყველას წინასწარ მივულოცო. მინდა, გისურვოთ მშვიდობა, დღეგრძელობა, ბედნიერება და ყოველივე საუკეთესო. ჩვენ ძალიან ბევრი გვაქვს გასაკეთებელი და დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი ქალაქის განვითარებასა და წინსვლაში თითოეული თქვენგანის როლი მნიშვნელოვანი იქნება. მინდა წარმატებები გისურვოთ თქვენს ოჯახებთან, საყვარელ ადამიანებთან ერთად და მჯერა, რომ 2018 წელი წარმატების წელი იქნება. მჯერა ისიც, რომ ჩვენი ქალაქი ძალიან მალე სიყვარულით, სიკეთით, სითბოთი, წარმატებებით და სიცოცხლით სავსე იქნება“, – განაცხადა კახა კალაძემ და „თბილსერვის ჯგუფს“ საახალწლო ილუმინაციების მონტაჟისთვის მადლობა გადაუხადა.

თბილისი 2018 წელს ახალი საახალწლო განათებებით და განსხვავებულად მორთული ნაძვის ხით შეხვდება.

“დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე წელს, ქართულ მოტივებზე შექმნილი სხვადასხვა ორნამენტით მოირთო, რომელზეც ქართული სუფრის ელემენტებია გამოყენებული.

ახალი საახალწლო სანათები დამონტაჟდა თბილისის ცენტრალურ ქუჩებზე – რუსთაველის, ჭავჭავაძის, თამარაშვილისა და კოსტავას გამზირებზე. ასევე, პეკინის, თამარ მეფისა და ბარათაშვილის ქუჩებზე. საახალწლო ილუმინაციები დღეს მთელ ქალაქში აინთება”- აცხადებენ თბილისის მერიაში.

მათივე ცნობით, საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი 6 ნოემბერს დაიწყო და 12 დეკემბერს დასრულდა.

“პირველ ეტაპზე, საახალწლო განათებებისა და აქსესუარების მონტაჟი თბილისის გარეუბნებში მიმდინარეობდა. გასულ წლებთან შედარებით, წელს თბილისის ბევრად მეტი უბანი განათდა, სადაც უკვე არსებული სანათი მოწყობილობები დამონტაჟდა, რომლებიც გასულ წელს ცენტრალურ რაიონებში იყო განთავსებული”- აცხადებენ მერიაში.

 

 

კომენტარები

ახალი წელი ილუმინაციები კახა კალაძე ნაძვის ხე 2017-12-15
Tags ახალი წელი ილუმინაციები კახა კალაძე ნაძვის ხე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

“გვაქვს ამბიცია, რომ საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უფლება კიდევ უფრო მაღალი სტანდარტით განვამტკიცოთ”

შემდეგი სტატია

ირაკლი კობახიძე სემეკის წევრის თანამდებობაზე დავით ნარმანიას კანდიდატურას მხარს უჭერს

მსგავსი სტატიები

ზაჰესში ხანძარი ლოკალიზებულია

06 სექ 2017
„ამ მოცემულობაში, ცხადია ღამის ეკონომიკის განვითარებაზე საუბარი წარმოუდგენელად მიმაჩნია“

„ამ მოცემულობაში, ცხადია ღამის ეკონომიკის განვითარებაზე საუბარი წარმოუდგენელად მიმაჩნია“

12 მაი 2018
„ის ფაქტი, რომ გერმანიის კანცლერი მიდის საოკუპაციო ხაზთან, კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ გერმანიისთვის კატეგორიულად მიუღებელია ოკუპაცია“

„ის ფაქტი, რომ გერმანიის კანცლერი მიდის საოკუპაციო ხაზთან, კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ გერმანიისთვის კატეგორიულად მიუღებელია ოკუპაცია“

23 აგვ 2018

უახლესი ამბები

  • მარგარიტა სიმონიანი: ჩვენ ამოვისუნთქეთ და მივდივართ სანაპიროზე

    მარგარიტა სიმონიანი: ჩვენ ამოვისუნთქეთ და მივდივართ სანაპიროზე

  • ქადაგიშვილი: არ ვიცი. ამაზე ალბათ, იქნება მსჯელობა

    ქადაგიშვილი: არ ვიცი. ამაზე ალბათ, იქნება მსჯელობა

  • სააკაშვილი: სრული გამარჯვებისთვის უკრაინას ყველაზე პესიმისტური სცენარით 10 თვე დასჭირდება

    სააკაშვილი: სრული გამარჯვებისთვის უკრაინას ყველაზე პესიმისტური სცენარით 10 თვე დასჭირდება

  • ყირიმში მომხდარ აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა, გაიზარდა დაშავებულთა რიცხვიც

    ყირიმში მომხდარ აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა, გაიზარდა დაშავებულთა რიცხვიც

  • რუსლან სტეფანჩუკი: რუსები ვერ შეძლებენ მსოფლიოს დედაქალაქებში ჩასვლას – კეთილი იყოს თქვენი ფეხი საბჭოთა კავშირში

    რუსლან სტეფანჩუკი: რუსები ვერ შეძლებენ მსოფლიოს დედაქალაქებში ჩასვლას – კეთილი იყოს თქვენი ფეხი საბჭოთა კავშირში

  • ალექსი არესტოვიჩი: … ანბანური თანმიმდევრობით მიდიან: ბელგოროდი, ვორონეჟი, კურსკი, ყირიმი. კრემლი უნდა მოემზადოს ?

    ალექსი არესტოვიჩი: … ანბანური თანმიმდევრობით მიდიან: ბელგოროდი, ვორონეჟი, კურსკი, ყირიმი. კრემლი უნდა მოემზადოს ?

  • ყირიმში აეროდრომზე, რომელიც რუსეთის სამხედრო ავიაციისთვის გამოიყენება, აფეთქება მოხდა (ვიდეო)

    ყირიმში აეროდრომზე, რომელიც რუსეთის სამხედრო ავიაციისთვის გამოიყენება, აფეთქება მოხდა (ვიდეო)

  • tass.ru: ყირიმში აეროდრომზე, რომელიც რუსეთის სამხედრო ავიაციისთვის გამოიყენება, აფეთქება მოხდა

    tass.ru: ყირიმში აეროდრომზე, რომელიც რუსეთის სამხედრო ავიაციისთვის გამოიყენება, აფეთქება მოხდა

  • მედია: პოლონეთში 35 წლის სენაკელი კაცი გარდაცვლილი იპოვეს

    მედია: პოლონეთში 35 წლის სენაკელი კაცი გარდაცვლილი იპოვეს

  • “ეგრე ელაპარაკე, შალვა რამიშვილს, რა გონორი გაქვს?!”  – დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე ხმაური იყო (ვიდეო)

    “ეგრე ელაპარაკე, შალვა რამიშვილს, რა გონორი გაქვს?!” – დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე ხმაური იყო (ვიდეო)

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge