სარა იდანი ერაყის სილამაზის კონკურსის გამარჯვებულია, რომელსაც ოჯახთან ერთად ქვეყნის დატოვება მოუწია. მიზეზი ერთი შეხედვით უცნაურია: სარა იდანიმ ქვეყანა „მის ისრაელთა“ გადაღებული ფოტოს გამო დატოვა, რადგან მან მუქარის წერილები მიიღო.
გამარჯვებული მოდელების ერთობლივი ფოტო Instagram-ზე მის ისრაელმა 14 ნოემბერს ატვირთა. გოგოები ერთამენთს „მის სამყაროზე“ შეხვდნენ.
გოგოებს შეთქმულება დააბრალეს, ხოლო ერაყელ ლამაზმს ტიტულის ჩამორთმევითა და გასამართლებით დაემუქრნენ თუ ფოტოს არ წაშლიდა.
ერაყს და ისრაელს ერთმანეთთან მტრული დამოკიდებულება აქვთ. ერაყი ისრაელს არ აღიარებს, როგორც ქვეყანას და მასთან არანაირი დიპლომატიური ურთიერთობა არ გააჩნია.
კომენტარები