NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»საკონსტიტუციო კომისიის წევრთა ნაწილი მიიჩნევს, რომ იუსტიციის სამინისტროს ინიციატივა ინფორმაციის თავისუფლების კონსტიტუციური სტანდარტის გაურესებას ითვალისწინებს

საკონსტიტუციო კომისიის წევრთა ნაწილი მიიჩნევს, რომ იუსტიციის სამინისტროს ინიციატივა ინფორმაციის თავისუფლების კონსტიტუციური სტანდარტის გაურესებას ითვალისწინებს

15 დეკ 2017 ახალი ამბები, პოლიტიკა 670 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საკონსტიტუციო კომისიის წევრთა ნაწილი იუსტიციის სამინისტროს მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებზე  განცხადებას ავრცელებს. საკონსტიტუციო კომისიის წევრები – ვახტანგ ნაცვლიშვილი, ეკა გიგაური, არნოლდ სტეფანიანი, ანა ფირცხალაშვილი და ვახტანგ ხმალაძე მიიჩნევენ, რომ იუსტიციის სამინისტროს აღნიშნული ინიციატივა ინფორმაციის თავისუფლების კონსტიტუციური სტანდარტის გაურესებას ითვალისწინებს.

„გვინდა, გამოვეხმაუროთ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინიციატივას, რომელიც ინფორმაციის თავისუფლების კონსტიტუციური სტანდარტის გაურესებას ითვალისწინებს.

საკონსტიტუციო კომისია მუშაობის დასაწყისშივე შეთანხმდა, რომ არც ერთი უფლების კონსტიტუციური დაცვის სტანდარტი არ გაუარესდებოდა. გვინდა, ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ინფორმაციის თავისუფლების მარეგულირებელი კონსტიტუციური ნორმები, კომისიის მუშაობის შედეგად, არათუ შენარჩუნდა, არამედ მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. ეს საკითხი ერთ-ერთი იყო მათ შორის, რომელზეც კომისიის წევრებმა კონსენსუსს მიაღწიას.

როგორც ცნობილია, საკონსტიტუციო კომისია ოთხი თვის მანძილზე მუშაობდა საკონსტიტუციო ცვლილებებზე. კომისიის არც ერთ განხილვაზე ჩვენ არ მოგვისმენია იუსტიციის სამინისტროს პოზიცია ინფორმაციის თავისუფლებისა და პერსონალური მონაცემების დაცვის კონსტიტუციური ჩანაწერების შესახებ. საგულისხმოა, რომ კომისიის მიერ შემუშავებული ინფორმაციის თავისუფლების ჩანაწერების შესახებ არც ერთი შენიშვნა და რეკომენდაცია არ გამოუთქვამს ვენეციის კომისიას. გარდა ამისა, ეს ცვლილება არ ყოფილა სახალხო განხილვაზე გამოტანილი.

ჩვენთვის ცნობილია, რომ ამჟამად საქართველოს პარლამენტი ვენეციის კომისიის მიერ გამოთქმული რეკომენდაციების კონსტიტუციაში ასახვის მიმართულებით მუშაობს. შესაბამისად, მოვუწოდებთ პარლამენტს, არ გასცდეს ამ ამოცანას და არ შეცვალოს იმ მუხლების რედაქცია, რომელიც ინტენსიური მსჯელობისა და განხილვის შედეგად კომისიამ“,-ნათქვამია განცხადებაში.

 

კომენტარები

ინიციატივა იუსტიციის სამინისტრო საკონსტიტუციო კომისია წევრები 2017-12-15
Tags ინიციატივა იუსტიციის სამინისტრო საკონსტიტუციო კომისია წევრები
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

პირდაპირი: ჩემი სმARTფოტო

შემდეგი სტატია

კვირიკაშვილი – უნივერსიტეტი ყოველთვის იყო ჩვენი სახელმწიფოებრიობის ბურჯი

მსგავსი სტატიები

ჩვენი რეგიონების და დედაქალაქის მცხოვრებლები კარგად ხედავენ, რა პროგრესიც არის – „ქართული ოცნება” ადგილობრივ არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვებს

ჩვენი რეგიონების და დედაქალაქის მცხოვრებლები კარგად ხედავენ, რა პროგრესიც არის – „ქართული ოცნება” ადგილობრივ არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვებს

ირაკლი შალიკაშვილი 18 აგვ 2021

Time: “წლის ადამიანი” კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი საუდის არაბეთის პრინცი გახდა

05 დეკ 2017

„ფრაქციის შექმნის პროცესი და ფრაქციის შექმნა არანაირად არ უკავშირდება ამ თემას“

18 დეკ 2017

უახლესი ამბები

  • წულუკიანი: ევროპულმა სასამართლომ დაამტკიცა, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” და ნიკა გვარამიას ჰქონდათ მიტაცებული “რუსთავი 2”

    წულუკიანი: ევროპულმა სასამართლომ დაამტკიცა, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” და ნიკა გვარამიას ჰქონდათ მიტაცებული “რუსთავი 2”

  • პესკოვი: სამხრეთ ოსეთის შეერთების საკითხი არ განიხილება

    პესკოვი: სამხრეთ ოსეთის შეერთების საკითხი არ განიხილება

  • საქართველოს ბანკი ფეხბურთის ფედერაციის გენერალური პარტნიორია

    საქართველოს ბანკი ფეხბურთის ფედერაციის გენერალური პარტნიორია

  • აღმოაჩინეთ სამეგრელო დათო ტურაშვილთან ერთად

    აღმოაჩინეთ სამეგრელო დათო ტურაშვილთან ერთად

  • საქართველოს ეროვნულმა ბანკმა თიბისი კაპიტალი 2021 წელს საუკეთესო მაკროეკონომიკური პროგნოზის მომწოდებელ ორგანიზაციად დაასახელა

    საქართველოს ეროვნულმა ბანკმა თიბისი კაპიტალი 2021 წელს საუკეთესო მაკროეკონომიკური პროგნოზის მომწოდებელ ორგანიზაციად დაასახელა

  • შალვა პაპუაშვილი: ნორვეგია საქართველოს ევროინტეგრაციის გულმხურვალე მხარდამჭერია

    შალვა პაპუაშვილი: ნორვეგია საქართველოს ევროინტეგრაციის გულმხურვალე მხარდამჭერია

  • საშინელი სისუსტე აქვს, ადამიანს ფერი არ აქვს, ჩემს შვილს ვერ ვცნობ, სხვა ადამიანია – ვცადოთ და წავიყვანოთ

    საშინელი სისუსტე აქვს, ადამიანს ფერი არ აქვს, ჩემს შვილს ვერ ვცნობ, სხვა ადამიანია – ვცადოთ და წავიყვანოთ

  • შარლ მიშელი: ევროკავშირი მზად არის კიდევ უფრო გააძლიეროს პარტნიორობა საქართველოსთან

    შარლ მიშელი: ევროკავშირი მზად არის კიდევ უფრო გააძლიეროს პარტნიორობა საქართველოსთან

  • “ქალბატონებო და ბატონებო, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი” – ვიდეო კანის კინოფესტივალიდან

    “ქალბატონებო და ბატონებო, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი” – ვიდეო კანის კინოფესტივალიდან

  • დეკანოზი ანდრია შეწყალების მოთხოვნაზე: რაც ნიკა გვარამიამ ჩვენ გვლანძღა …

    დეკანოზი ანდრია შეწყალების მოთხოვნაზე: რაც ნიკა გვარამიამ ჩვენ გვლანძღა …

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge