NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»მუხთარლი: საქართველოს პრემიერს მოკითხვა გადაეცით ჩემგან, მას ადრე, თუ გვიან მოუწევს პასუხის გაცემა

მუხთარლი: საქართველოს პრემიერს მოკითხვა გადაეცით ჩემგან, მას ადრე, თუ გვიან მოუწევს პასუხის გაცემა

15 დეკ 2017 ახალი ამბები, სამართალი 927 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

თბილისიდან გაუჩინარებულ აზერბაიჯანელ  ჟურნალისტს აფგან მუხთარლის, ბელაქანში, სასამართლო დარბაზში “კურიერმა” კითხვები დაუსვა. “რუსთავი 2-ის” ცნობით, “კურიერის” ჟურნალისტი აფგან მუხთარლის კამერის გარეშე ესაუბრა, რადგანაც აზერბაიჯანული კანონმდებლობით, ქვეყნის სასამართლოში გადაღება აკრძალულია.

მუხთარლი  საუბრობს იმის შესახებ, თუ როგორ აღმოჩნდა ის საქართველოდან აზერბაიჯანში.

“სახლთან ახლოს პოლიციის სამმა თანამშრომელმა ძალით ჩამსვა მანქანაში. აეროპორტთან ახლოს, თავზე ტომარა ჩამომაცვეს და თვალები ამიხვიეს. შემდეგ, მეორე მანქანაში გადავჯექით, ერთი საათის შემდეგ კი მესამეში. მესამე მანქანაში გადაჯდომიდან 15 წუთის შემდეგ მომხსნეს ტომარა და აღმოვაჩინე, რომ აზერბაიჯანში ვარ. გზაზე ჩემთან ერთად სამი ადამიანი იყო. ისინი კრიმინალური პოლიციის ფორმებით იყვნენ და ქართულად მესაუბრებოდნენ. წინააღმდეგობა სპეციალურად არ გამიწევია, რადგან მივხვდი, რომ კრიმინალური პოლიციიდან იყვნენ, შემეშინდა ჩემი დეპორტაცია არ მოეხდინათ და წყნარად ვიჯექი მანქანაში.

ამას [სასამართლოს] ჩვენ ვერ დავარქმევთ პროცესს. ეს სპექტაკლია. ჩემი მოტაცების დამკვეთები და შემსრულებლები არსებობენ. საინტერესოა, რომ იმ დღეს თბილისში არცერთი კამერა არ მუშაობდა. საქართველოს პრემიერს მოკითხვა გადაეცით ჩემგან. მას ადრე, თუ გვიან მოუწევს პასუხის გაცემა. კვირიკაშვილი და შინაგან საქმეთა მინისტრი, ყველამ ერთად დაგეგმა და სახელმწიფო დონეზე ჩაიდინა დანაშაული. კვირიკაშვილი დაგველოდოს, მას მოუწევს პასუხის გაცემა. ჩვენ უფრო ძლიერებსაც გავსწორებივართ”- განაცხადა აფგან მუხთარლიმ “კურიერთან” საუბრისას.

ცნობისთვის,  29 მაისს, საღამოს თბილისში აზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი აფგან მუხთარლი გაუჩინარდა. მისი ადვოკატის მიერ გავრცელებული ინფორმაციით ის თბილისში, საკუთარ სახლთან დააკავეს და ძალით ჩასვეს მანქანაში. ასევე ადვოკატის ინფორმაციით, დამკავებლებს თავი არ წარუდგენიათ, თუმცა, მუხთარლის აზრით, ისინი საქართველოს სპეცსამსახურების თანამშრომლები იყვნენ. მუხთარლის თქმით, მას 10 ათასი ევრო ჩაუდეს.  აზერბაიჯანის ხელისუფლება მას საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის, კონტრაბანდისა და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებებს უყენებს.

აფგან მუხთარლი და მისი მეუღლე  ლეილა მუსტაფაევა, მათი განმარტებით, ჟურნალისტური საქმიანობისა და კრიტიკული პოზიციების გამო, აზერბაიჯანის ხელისუფლების მხრიდან სისტემურ დევნასა და შევიწროებას განიცდნენ.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეს საქართველოს მთავარი პროკურატურა გამოიძიებს, – ამის შესახებ განცხადება პროკურატურამ 20 ივლისს გაავრცელა.

“აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე მთავარმა პროკურატურამ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოითხოვა და უწყებას დღეს, 20 ივლისს გადმოეცა.

სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, ასევე გამოიკითხება ყველა პირი, ვისაც შესაძლოა რაიმე შემხებლობა ჰქონდეს აღნიშნულ საქმესთან.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით (თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა) მიმდინარეობს”-წერია პროკურატურის განცხადებაში.

კომენტარები

აზერბაიჯანი აფგან მუხთარლი ჟურნალისტი 2017-12-15
Tags აზერბაიჯანი აფგან მუხთარლი ჟურნალისტი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

პრეზიდენტი: თავისუფლება არის რეალობის გააზრება და მომავლის გააზრებული ღირებულებებით დაგეგმვა

შემდეგი სტატია

“არიან ჯგუფები, რომელთაც რეგიონებიდან ადამიანები ჩამოჰყავთ, რათა გარკვეული ტერიტორიები უკანონოდ მონიშნონ”

მსგავსი სტატიები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში „ტაბაკონ“-ზე არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს

25 აგვ 2017
ეროვნული გამოცდების ჩატარებისა და გრანტის განაწილების წესში ცვლილება შევიდა

ეროვნული გამოცდების ჩატარებისა და გრანტის განაწილების წესში ცვლილება შევიდა

03 ივნ 2018
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს შემადგენლობა მცირდება

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს შემადგენლობა მცირდება

27 აპრ 2018

უახლესი ამბები

  • როგორ გაწირეს მამაკაცებმა დედა და შვილები შიმშილით სიკვდილისთვის – შემზარავი ამბავი დაკარგულებზე, ღალატსა და კანიბალიზმზე, რომელიც საბჭოთა მთავრობამ არ გაახმაურა

    როგორ გაწირეს მამაკაცებმა დედა და შვილები შიმშილით სიკვდილისთვის – შემზარავი ამბავი დაკარგულებზე, ღალატსა და კანიბალიზმზე, რომელიც საბჭოთა მთავრობამ არ გაახმაურა

  • 5 გამოგონება, რომელმაც სამყარო შეცვალა

    5 გამოგონება, რომელმაც სამყარო შეცვალა

  • დღე ისტორიაში – 31 იანვარი

    დღე ისტორიაში – 31 იანვარი

  • ირაკლი ღარიბაშვილმა ავსტრიის კანცლერს, კარლ ნეჰამერს ვახშამზე უმასპინძლა

    ირაკლი ღარიბაშვილმა ავსტრიის კანცლერს, კარლ ნეჰამერს ვახშამზე უმასპინძლა

  • სალომე ზურაბიშვილი: ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება ისტორიული გადაწყვეტილებაა

    სალომე ზურაბიშვილი: ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება ისტორიული გადაწყვეტილებაა

  • “ნახევარ თბილისს რომ დუდუ შეუყვარდა, იმ გოგომ აქეთ დაიწყო დევნა, არა, ზედმეტი არაფერი გაუკეთებია, ძალიან გულწრფელი ადამიანია…”

    “ნახევარ თბილისს რომ დუდუ შეუყვარდა, იმ გოგომ აქეთ დაიწყო დევნა, არა, ზედმეტი არაფერი გაუკეთებია, ძალიან გულწრფელი ადამიანია…”

  • ირაკლი კობახიძე: სააკაშვილმა დაადასტურა, რომ ჩვეულებრივი აგენტია – იმასაც კი არ ეკითხებიან, რა მიზნისთვის ჩაჰყავთ სხვა ქვეყანაში, მოათავსეს კონტეინერში და გამოუშვეს

    ირაკლი კობახიძე: სააკაშვილმა დაადასტურა, რომ ჩვეულებრივი აგენტია – იმასაც კი არ ეკითხებიან, რა მიზნისთვის ჩაჰყავთ სხვა ქვეყანაში, მოათავსეს კონტეინერში და გამოუშვეს

  • ხორვატიის პრეზიდენტი, ზორან მილანოვიჩი: ყირიმი აღარასოდეს იქნება უკრაინა. ასე ამბობენ წამყვანი გერმანელი გენერლები…

    ხორვატიის პრეზიდენტი, ზორან მილანოვიჩი: ყირიმი აღარასოდეს იქნება უკრაინა. ასე ამბობენ წამყვანი გერმანელი გენერლები…

  • ვოლოდიმირ ზელენსკი მიკოლაივში ჩავიდა

    ვოლოდიმირ ზელენსკი მიკოლაივში ჩავიდა

  • კობა ნაყოფია: ვტოვებ “ენმ”-ს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოსტს, ისევე როგორც, ვტოვებ პოლიტსაბჭოს

    კობა ნაყოფია: ვტოვებ “ენმ”-ს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოსტს, ისევე როგორც, ვტოვებ პოლიტსაბჭოს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge