NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„მიჰა ჰამოდიო, ბოლოს უნდა დამეწერა, მაგრამ არ სცალია იმ კაცს“

„მიჰა ჰამოდიო, ბოლოს უნდა დამეწერა, მაგრამ არ სცალია იმ კაცს“

15 დეკ 2017 ახალი ამბები, სოციალური მედია 941 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

პოლიტოლოგი გია ნოდია გიორგი გაჩეჩილაძესა და პრემიერ კვირიკაშვილს შორის არსებულ დაპირისპირებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

„ჩაგრული კომპანია „სიტროენ-ჯორჯიას“ ლიდერი რომ თვითონ ვერაფერს ამბობს და საპროტესტო პრეს-კონფერენციას სიმამრს ატარებინებს, ძალიან სასაცილოა. რა მნიშვნელობა აქვს, მართლა უსამართლოდ დაჩაგრეს „შავ სიაში“ ჩასმით, თუ დიახაც ამ სიაშია მისი ადგილი. იმავე გრეჩიხას ცოტა ხნის (თვეების) წინ ნათქვამი, რომ პრემიერი მისი ძმაკაცია და ყოველ მეორე დღეს ხვდება (აღმოჩნდა, რომ თანაშემწესთან ძლივს ჩაუწყვია აუდიენცია, რომელსაც ნახუი, ანუ სასამართლოში გაუშვია), ხოლო სიძის ბიზნესში ვერ ერკვევა (დიდი ბიჭიაო უკვე), ანეგდოტის შიგნით მეორე ანეგდოტია.

(კიდევ კარგი, გიორგი კვირიკაშვილი მიხვდა, რომ აღნიშნულ ძმაკაცს, მის კრისტალურ პატიოსნებაზე ლაპარაკისას, სინამდვილეში იდიოტად გამოყავდა, და სამართლიანად ეწყინა – იმდენად, რომ გადადგომითაც კი დაგვემუქრა. ოღონდ ეგ არ ქნას!)

მაგრამ: როგორც გინდა ვიცინო გრეჩიხების ოჯახსა და ძმაკაცებზე, ის ფაქტი, რომ მოქმედი მინისტრის კომპანია ტენდერს ტენდერზე იგებს სახელმწიფო დაწესებულებების ავტომანქანებით მოსამარაგებლად, სასაცილო აღარ არის. არ ვიცი, შესაბამისი რეგულაციები რას და როგორ არეგულირებს, მაგრამ ეს რომ სრულიად არანორმალური ვითარებაა, ზუსტად ვიცი.

ანეგდოტებზე სიცილი კარგია, მაგრამ თვითონ რომ ცხოვრობ იმ ანეგდოტში, აღარ იცი, როდის და რაზე გაიცინო, და საერთოდ რა ქნა.

მიჰა ჰამოდიო, ბოლოს უნდა დამეწერა, მაგრამ არ სცალია იმ კაცს“,-წერს ნოდია.

ჩაგრული კომპანია „სიტროენ-ჯორჯიას“ ლიდერი რომ თვითონ ვერაფერს ამბობს და საპროტესტო პრეს-კონფერენციას სიმამრს…

Posted by Ghia Nodia on ხუთშაბათი, 14 დეკემბერი, 2017

კომენტარები

გაჩეჩილაე კვირიკაშვილი მიჰა ნოდია სიტროენი 2017-12-15
Tags გაჩეჩილაე კვირიკაშვილი მიჰა ნოდია სიტროენი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

იგეგმება ფილმ 48 HOURS- ის ახალი ვერსიის გადაღება

შემდეგი სტატია

Fifa-მ რუსი ფეხბურთელების მაკომპრომატირებელი ინფორმაცია მიიღო

მსგავსი სტატიები

9 აპრილს გარდაცვლილთა სია მეჩითოვის სახლის კარზე

12 ნოე 2018
კადრების გავრცელების თემა შეიძლება უკავშირდებოდეს ინტერესს, რომ სკანდალური ურთიერთობების თემაზე გადაიყვანოს გუნდი

კადრების გავრცელების თემა შეიძლება უკავშირდებოდეს ინტერესს, რომ სკანდალური ურთიერთობების თემაზე გადაიყვანოს გუნდი

29 იან 2019
ბათუმის სასტუმროები „ლეო გრანდის“ სტუმრებს დახმარებას სთავაზობენ

ბათუმის სასტუმროები „ლეო გრანდის“ სტუმრებს დახმარებას სთავაზობენ

25 ნოე 2017

უახლესი ამბები

  • “ლევან ბერძენიშვილი მიგინებდა პაპას! ერეკლე მეფეს სჭირდებოდა გვერდით დგომა…” (ვიდეო)

    “ლევან ბერძენიშვილი მიგინებდა პაპას! ერეკლე მეფეს სჭირდებოდა გვერდით დგომა…” (ვიდეო)

  • სოფო ჭყონია: ეს უნდა გახმაურდეს!

    სოფო ჭყონია: ეს უნდა გახმაურდეს!

  • ნინო ლომჯარია: „შინ ევროპისკენ“ კამპანიაში მონაწილე პირებზე განხორციელებული თავდასხმები და საქმიანობაში ხელშეშლის სხვა ფაქტები ქმნის დამაშინებელ გარემოს და შეიცავს დანაშაულის ნიშნებს

    ნინო ლომჯარია: „შინ ევროპისკენ“ კამპანიაში მონაწილე პირებზე განხორციელებული თავდასხმები და საქმიანობაში ხელშეშლის სხვა ფაქტები ქმნის დამაშინებელ გარემოს და შეიცავს დანაშაულის ნიშნებს

  • მოროშკინა: არ უნდა დაამტვრიო გაზულუქებულ, როლში შეჭრილ ზელენსკის და მთელ ბანდას კიდურიც და თავ-ყბაც?

    მოროშკინა: არ უნდა დაამტვრიო გაზულუქებულ, როლში შეჭრილ ზელენსკის და მთელ ბანდას კიდურიც და თავ-ყბაც?

  • მიხეილ ყაველაშვილი: საჭიროდ ჩავთვალეთ გასვლა, რომ ვიღაცამ არ თქვას, რატომ საუბრობს ამას თქვენი პარტიის წევრი

    მიხეილ ყაველაშვილი: საჭიროდ ჩავთვალეთ გასვლა, რომ ვიღაცამ არ თქვას, რატომ საუბრობს ამას თქვენი პარტიის წევრი

  • შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციას თავად პოლარიზაციის პიკისკენ უნდა წაიყვანოს სიტუაცია

    შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციას თავად პოლარიზაციის პიკისკენ უნდა წაიყვანოს სიტუაცია

  • კელი დეგნანი: რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული, რუსეთია ის, ვინც ცდილობს თქვენი ენის მოკვლას, სწორედ რუსეთია ის, ვინც შეურაცხყო თქვენი ეკლესიები

    კელი დეგნანი: რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული, რუსეთია ის, ვინც ცდილობს თქვენი ენის მოკვლას, სწორედ რუსეთია ის, ვინც შეურაცხყო თქვენი ეკლესიები

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 2 ივლისს თბილისის სტარტაპის დღე პირველად  აღინიშნება

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 2 ივლისს თბილისის სტარტაპის დღე პირველად აღინიშნება

  • ქადაგიშვილი: ოპოზიციას მოვუწოდებ, ქუჩა-ქუჩა სიარულის ნაცვლად, პარლამენტში ევროკომისიის მოთხოვნების შესასრულებლად იმუშაონ

    ქადაგიშვილი: ოპოზიციას მოვუწოდებ, ქუჩა-ქუჩა სიარულის ნაცვლად, პარლამენტში ევროკომისიის მოთხოვნების შესასრულებლად იმუშაონ

  • დავით ნარმანია: …არ გვაქვს ფუფუნება, რომ შედარებით იაფ რუსულ ენერგიაზე უარი ვთქვათ

    დავით ნარმანია: …არ გვაქვს ფუფუნება, რომ შედარებით იაფ რუსულ ენერგიაზე უარი ვთქვათ

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge