NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»მნიშვნელოვანი»კვირიკაშვილი – უნივერსიტეტი ყოველთვის იყო ჩვენი სახელმწიფოებრიობის ბურჯი

კვირიკაშვილი – უნივერსიტეტი ყოველთვის იყო ჩვენი სახელმწიფოებრიობის ბურჯი

15 დეკ 2017 მნიშვნელოვანი, საზოგადოება 615 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ყოველთვის იყო გაცილებით უფრო დიდი ღირებულება და ფასეულობა, ვიდრე ეს არის მხოლოდ საგანმანათლებლო კერა – ეს იყო ყოველთვის კულტურის კერა და ჩვენი სახელმწიფოებრიობის ბურჯი იმ ურთულესი წლების განმავლობაში, როდესაც კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა ჩვენი სახელმწიფოებრიობის შენარჩუნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „ქართული უნივერსიტეტის საზოგადოების“ დაფუძნების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომლითაც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიებები იწყება.

პრემიერმა აღნიშნა, რომ როგორც 100 წლის წინ დაარსდა, წარმოიქმნა უნივერსიტეტის იდეა და ამ იდეის გარშემო გაერთიანდა ქართული უნივერსიტეტის საზოგადოება, დღეს ხდება ამ იდეის განახლება და იქმნება საზოგადოება, რომელიც ისევე დაუდებს დასაბამს დიდი იდეის განვითარებას, როგორც ეს მოხდა 100 წლის წინ.

„მე ამის დიდი იმედი მაქვს. ჩემთვის უდიდესი პატივია, ვუხელმძღვანელო სახელმწიფო საიუბილეო კომისიას, რომელიც მოამზადებს ამ ღონისძიებების ჩატარებისთვის საჭირო პირობებს. ეს ღონისძიებები ჩატარდება არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ მის ფარგლებს გარეთ. დღეს ჩვენ ყველას გვეამაყება ყოფნა იმ უნივერსიტეტში, რომელმაც ძალიან ბევრი პიროვნება გაზარდა, რომლებმაც ჩვენი ქვეყანა დღემდე მოიტანეს და რომელთაგან თითოეულის სახელი ჩვენ გეამაყება. ჩვენ საფუძველს ვუყრით საქმეს, რომელიც ჩვენი უნივერსიტეტის შემდგომი განვითარების 100 წლის განმავლობაში, დარწმუნებული ვარ, კიდევ არაერთ სასიქადულო მამულიშვილს გაუზრდის ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერმინისტრმა ასევე ისაუბრა სახელმწიფოს გადააწყვეტილების შესახებ, რომლის თანახმად, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, თსუ-ს მეორე კორპუსი აღდგება; ასევე, სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რაფიელ აგლაძის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტსა და უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლაში (ISET).

„ვფიქრობ, ეს იქნება კიდევ ერთი გადადგმული ნაბიჯი ჩვენი უნივერსიტეტის მომავლის შესაქმნელად. დარწმუნებული ვარ, ჩვენს უნივერსიტეტში შენარჩუნდება ყველა ის მნიშვნელოვანი დარგი; ფუნდამენტური მეცენიერებების განვითარების საფუძველი კიდევ უფრო გამყარდება, მაგრამ ასევე განვითარდება ძალიან ბევრი ახალი მიმართულება. უნივერსიტეტი ყოველთვის იყო პროგრესის წყარო და თუ საიდანმე ქროდა სიახლის ქარი, ეს ყოველთვის იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. კიდევ ერთელ გილოცავთ დღევანდელ დღეს და ამ ძალიან მნიშვნელოვანი საიუბილეო ღონისძიებების დასაწყისს“, – აღნიშნა საქართველოს პრემიერმინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილმა ასევე ხელი მოაწერა დოკუმენტს, „ქართული უნივერსიტეტის საზოგადოების“ შექმნის შესახებ. საზოგადოება, რომელიც უნივერსიტეტის განვითარებაზე ზრუნვას ისახავს მიზნად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებსა და მის მხარდამჭერებს აერთიანებს და მას ცნობილი მეცნიერი ზაალ კოკაია ხელმძღვანელობს.

კომენტარები

გიორგი კვირიკაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი თსუ იუბილე პრემიერმინისტრი 2017-12-15
Tags გიორგი კვირიკაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი თსუ იუბილე პრემიერმინისტრი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

საკონსტიტუციო კომისიის წევრთა ნაწილი მიიჩნევს, რომ იუსტიციის სამინისტროს ინიციატივა ინფორმაციის თავისუფლების კონსტიტუციური სტანდარტის გაურესებას ითვალისწინებს

შემდეგი სტატია

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით კონსტიტუციის მე-18 მუხლი იცვლება

მსგავსი სტატიები

ამ ეტაპზე რასაც აკეთებს სალომე ზურაბიშვილი, არის აზრთა გაცვლა ინდივიდუალურ ადამიანებთან, პოლიტიკურ პარტიებთან – მაქვს განცდა, რომ პრეზიდენტს ზუსტად ესმის, რა გამოწვევების წინაშეც ვდგავართ

ამ ეტაპზე რასაც აკეთებს სალომე ზურაბიშვილი, არის აზრთა გაცვლა ინდივიდუალურ ადამიანებთან, პოლიტიკურ პარტიებთან – მაქვს განცდა, რომ პრეზიდენტს ზუსტად ესმის, რა გამოწვევების წინაშეც ვდგავართ

ირაკლი შალიკაშვილი 21 დეკ 2021
ბახტაძე – ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული კატასტროფაა

ბახტაძე – ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული კატასტროფაა

07 სექ 2018
ნიკა გვარამია: სიკვდილშიც მეორეხარისხოვნები ხართო, გვითხრეს

ნიკა გვარამია: სიკვდილშიც მეორეხარისხოვნები ხართო, გვითხრეს

ნინო ჩხეიძე 17 იან 2022

უახლესი ამბები

  • იელოუსტოუნის ნაკრძალში მნახველებს ბიზონები დაესხნენ თავს

    იელოუსტოუნის ნაკრძალში მნახველებს ბიზონები დაესხნენ თავს

  • 15 პროდუქტი რომელიც გულის მუშაობას აუმჯობესებს

    15 პროდუქტი რომელიც გულის მუშაობას აუმჯობესებს

  • რატომ სჯერათ ადამიანებს შეთქმულების თეორიების

    რატომ სჯერათ ადამიანებს შეთქმულების თეორიების

  • ერთიანი ეროვნული გამოცდები ხვალ იწყება

    ერთიანი ეროვნული გამოცდები ხვალ იწყება

  • რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, აქციისათვის – ,,შინ ევროპისკენ” მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს

    რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, აქციისათვის – ,,შინ ევროპისკენ” მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს

  • “ლელო”: 3 ივლისის აქციაზე ჩამოსვლას მოქალაქეები უფასო ავტობუსებით შეძლებენ

    “ლელო”: 3 ივლისის აქციაზე ჩამოსვლას მოქალაქეები უფასო ავტობუსებით შეძლებენ

  • თეა წულუკიანი: არ ვიქნები მართალი, თუ ვიტყვი, რომ …

    თეა წულუკიანი: არ ვიქნები მართალი, თუ ვიტყვი, რომ …

  • ექვთიმე თაყაიშვილი: ვერ მოვუარეთ ბედითგან მოგორებულს თავისუფლებას, ვერ შევხვდით მომზადებული დიდ ისტორიულ მომენტს, რომლის მსგავსი შეიძლება საუკუნეების შემდეგ განმეორდეს

    ექვთიმე თაყაიშვილი: ვერ მოვუარეთ ბედითგან მოგორებულს თავისუფლებას, ვერ შევხვდით მომზადებული დიდ ისტორიულ მომენტს, რომლის მსგავსი შეიძლება საუკუნეების შემდეგ განმეორდეს

  • სერიალები რომლებიც 2022 წელს არ უნდა გამოტოვო

    სერიალები რომლებიც 2022 წელს არ უნდა გამოტოვო

  • მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები

    მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge