NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ქართული ფილმი „დაწესებულება N 16“ საერთაშორისო კინოფესტივალებზეა წარდგენილი

ქართული ფილმი „დაწესებულება N 16“ საერთაშორისო კინოფესტივალებზეა წარდგენილი

15 დეკ 2017 ახალი ამბები, კულტურა 791 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაზე გადაღებული  დოკუმენტური ფილმი „დაწესებულება N 16“ საერთაშორისო კინოფესტივალებზეა წარდგენილი. 64 წუთიანი დოკუმენტური ფილმი “SPARK LABORATORY”-მ გადაიღო. მისი ავტორი კინოდოკუმენტალისტი ალექსანდრე ქორიძეა.

შემოქმედებითი ჯგუფი 1 წლის განმავლობაში იღებდა ფილმს, რომლის გმირები N 16  პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულები არიან. ფილმში ასახულია მსჯავრდებულთა ყოველდღიური ყოფა, საცხოვრებელი პირობები, აქტივობები, რითაც ისინი ყოველდღიურად არიან დაკავებულები. დოკუმენტურ ფილმში ნაჩვენებია მსჯავრდებულთა სპორტული ასპარეზობები, მათი მუშაობა დაწესებულების სახელოსნოში, სადაც ისინი სხვადასხვა ნაკეთობებსა და ხატებს ქმნიან, ასევე,  სპექტაკლი პატიმრების მონაწილეობით რუსთაველის თეატრის სცენაზე. ფილმში „დაწესებულება N 16“ ასევე, ასახულია მსჯავრდებულთა საქმიანობა დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ საწარმოში, მათი ჩართულობა  სხვადასხვა საგანმანათლებლო თუ პროფესიულ კურსებში.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებაზე გადაღებულმა დოკუმენტურმა  ფილმმა „დაწესებულება N 16“ უკვე დაიმსახურა მაყურებლის მოწონება თბილისის მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალზე.

„ფილმის დასრულების შემდეგ  მაყურებელი დარბაზიდან არ გავიდა.  გადამღები ჯგუფის წევრებს და ფილმის მონაწილეებს  უამრავი კითხვა დაგვისვეს. აღტაცებას და გაკვირვებას გამოთქვამდნენ იმით, რომ საქართველოში ასეთი მაღალი დონის პენიტენციური დაწესებულება არსებობს და მსჯავრდებულთა მიმართ  ჰუმანური მიდგომაა,“- განაცხადა ფილმის ერთ-ერთმა მონაწილემ, N16 დაწესებულების თანამშრომელმა თამარ ლისიაკმა.

ფილმის რეჟისორმა  ალექსანდრე ქორიძემ და გადამღებმა ჯგუფმა მადლობა გამოთქვეს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ხელმძღვანელობისამი, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში  ფილმის გადაღების  შესაძლებლობა მიეცათ.

„სამინისტრომ კინოდოკუმენტალისტები პენიტენციურ სისტემაში შეუშვა, რაც იმის მაჩვენებელია, რომ  სასჯელაღსრულების სისტემა  ბოლო წლების განმავლობაში  ტრანსპარენტული  და ღია გახდა საზოგადოებისთვის. მსგავსი რამ  აქამდე წარმოუდგენელი იყო. ეს იმის მაჩვენებელია, რომ ჩვენი საზოგადოება სულ უფრო უახლოვდება ევროპულ სტანდარტებს.   ფილმი „დაწესებულება N16“ ობიექტურად ასახავს იმ დადებით რეფორმებს, რომლებიც  სასჯელაღსრულების სისტემაში განხორციელდა,“ – განაცხადა ალექსანდრე ქორიძემ,  რომლის თქმითაც, ფილმში არაფერია დადგმული  და მსჯავრდებულთა რეალური ყოფაა  ასახული.

 

 

 

კომენტარები

დაწესებულება N 16 დოკუმენტური ფილმი საერთაშორისო კინოფესტივალი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო 2017-12-15
Tags დაწესებულება N 16 დოკუმენტური ფილმი საერთაშორისო კინოფესტივალი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ფილმ OCEAN’S 8 – ს ახალი პოსტერი

შემდეგი სტატია

მომდევნო კვირას გახდება ცნობილი „ენგურჰესისა“ და „ვარდნილჰესის“  ტარიფებს

მსგავსი სტატიები

„2012 წლის ოქტომბერში რომ არ ჩასვენებულიყო მზე საქართველოისა, შეიძლება ყველაფერი სხვანაირად ყოფილიყო“

04 დეკ 2017
მოზარდების მკვლელობის საქმე – დანაშაულის დაფარვაში ბრალდებული მირზა სუბელიანი ციხეს 8 ივლისს დატოვებს

მოზარდების მკვლელობის საქმე – დანაშაულის დაფარვაში ბრალდებული მირზა სუბელიანი ციხეს 8 ივლისს დატოვებს

ირაკლი შალიკაშვილი 04 ივნ 2019
საგამოძიებო სამსახურმა ორი კომპანიის ხელმძღვანელი ამხილა

საგამოძიებო სამსახურმა ორი კომპანიის ხელმძღვანელი ამხილა

14 ნოე 2017

უახლესი ამბები

  • ლაშა ხუციშვილი: ეკონომიკის აღდგენა იმაზე სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, ვიდრე ნავარაუდევი გვქონდა

    ლაშა ხუციშვილი: ეკონომიკის აღდგენა იმაზე სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, ვიდრე ნავარაუდევი გვქონდა

  • ლევან ღამბაშიძე: ათნი ვართო და გარედან ჯარი იცავდა. ხოდა ჯარი სადამსაც კარგი ჰყავდა თავის დროზე. და ჰიტლერსაც. მუსოლინისაც. პუტინსაც…

    ლევან ღამბაშიძე: ათნი ვართო და გარედან ჯარი იცავდა. ხოდა ჯარი სადამსაც კარგი ჰყავდა თავის დროზე. და ჰიტლერსაც. მუსოლინისაც. პუტინსაც…

  • გაპოლიტიკოსებულმა ენჯეოშნიკებმა გადაწყვიტეს, მთავრობა გადაეყენებინათ და თავები მინისტრებად გამოეცხადებინათ, ღიმილისმომგვრელი „ტექნიკური მთავრობანა“ ჩავარდა – დღეს „ოცნებაა“ ტაქტიკურად მოგებული

    გაპოლიტიკოსებულმა ენჯეოშნიკებმა გადაწყვიტეს, მთავრობა გადაეყენებინათ და თავები მინისტრებად გამოეცხადებინათ, ღიმილისმომგვრელი „ტექნიკური მთავრობანა“ ჩავარდა – დღეს „ოცნებაა“ ტაქტიკურად მოგებული

  • ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად არანაირი კომისიების შექმნა საჭირო არ არის – ჩვენ არ ვაპირებთ სიმულაციაში მონაწილეობას, რომელიც, საბოლოო ჯამში, ქვეყანას არსად მიიყვანს

    ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად არანაირი კომისიების შექმნა საჭირო არ არის – ჩვენ არ ვაპირებთ სიმულაციაში მონაწილეობას, რომელიც, საბოლოო ჯამში, ქვეყანას არსად მიიყვანს

  • კობახიძე სამხარაძეზე: უხამსი სიტყვები, ნაცმოძრაობისა და მისი მედიის მთავარი პიარული ხაზია

    კობახიძე სამხარაძეზე: უხამსი სიტყვები, ნაცმოძრაობისა და მისი მედიის მთავარი პიარული ხაზია

  • Social Impact Award 2022 ფინალისტი გუნდები გამოვლინდენ

    Social Impact Award 2022 ფინალისტი გუნდები გამოვლინდენ

  • თამრიკო ჭოხონელიძე “ოცნების” დეპუტატს: ვის აგინებ ასე გამეტებით, ხვალ შენმა შვილებმა ხომ ამ ქვეყანაში უნდა იცხოვრონ, არ გრცხვენია?!

    თამრიკო ჭოხონელიძე “ოცნების” დეპუტატს: ვის აგინებ ასე გამეტებით, ხვალ შენმა შვილებმა ხომ ამ ქვეყანაში უნდა იცხოვრონ, არ გრცხვენია?!

  • თაკო ჩარკვიანი: უმოქმედობაა ყველაზე დიდი შეცდომა.. ახლა გაერთიანების დროა!

    თაკო ჩარკვიანი: უმოქმედობაა ყველაზე დიდი შეცდომა.. ახლა გაერთიანების დროა!

  • გია ხუხაშვილი: ხალხმა თავისი ურყევი ნება აჩვენა, ახლა უკვე პოლიტიკოსებმა უნდა აჩვენონ, რად ღირან – ისინი უნდა გამოვიდნენ წინა პლანზე

    გია ხუხაშვილი: ხალხმა თავისი ურყევი ნება აჩვენა, ახლა უკვე პოლიტიკოსებმა უნდა აჩვენონ, რად ღირან – ისინი უნდა გამოვიდნენ წინა პლანზე

  • მიხეილ მაჭავარიანი: ამის მოლოდინი „ქართული ოცნების“ მთავრობისგან არ უნდა გვქონდეს, რადგან ეს ადამიანები ხელისუფლებას და ძალაუფლებას უფრო ეჭიდებიან, ვიდრე პრობლემების მოგვარებას

    მიხეილ მაჭავარიანი: ამის მოლოდინი „ქართული ოცნების“ მთავრობისგან არ უნდა გვქონდეს, რადგან ეს ადამიანები ხელისუფლებას და ძალაუფლებას უფრო ეჭიდებიან, ვიდრე პრობლემების მოგვარებას

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge