უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს, რომ ისინი არ არიან მეძავები, სექსუალურ მომსახურეობას კი ეწევიან ისინი, ვინც ვერ შეძლო გეიშას პროფესიას დაუფლებოდა შესაფერის დონეზე.
გეიშა იაპონელი ქალია, რომელსაც მიღებული აქვს მრავალმხრივი აღზრდა-განათლება: იცის მხატვრული კითხვა, ცეკვავს. მღერის, უკრავს სხვადასხვა საკრავზე, იცნობს მაღალ საზოგადოებაში მიღებულ ეტიკეტს, შეუძლია თავაზიანი, მახვილგონივრული საუბარი და სხვა.
გეიშას ქირაობენ წვეულებებისა და ბანკეტების ორგანიზატორები. მისი მოვალეობაა შეასრულოს სტუმართმოყვარე დიასახლისის როლი და გაართოს საპატიო სტუმრები.
მათი ცხოვრება ერთი შეხედვით მიმზიდველად გამოიყურება სავსეა ლამაზი ცერემონიებით, თუმცა სწავლის პროცესი იმ გოგონათათვის, რომელთაც გეიშას პროფესია აირჩიეს, არის ხანგრძლივი და დამქანცველი.
ფოტოები ფილიპე მარინგემ გადაიღო.
თანამედროვე იაპონიაში გეიშები არ გაუჩინარებულან, თუმცა მათი რიცხვი საგრძნობლად შემცირდა. მათ მომსახურებას მიმართავენ მაშინ, როდესაც ოფიციალურ სტუმრებს იღებენ სხვადასხვა ქვეყნებიდან, იმისათვის რომ სტუმრებმა ძველი იაპონიის სული შეიგრძნონ.
კომენტარები