გერმანიაში კერძო თვითმფრინავი Cessna 510 ჩამოვარდა. ბორტზე სულ 3 მგზავრი იმყოფებოდა და შემთხვევის შედეგად სამივე გარდაიცვალა.
თვითმფრინავი ფრანკფურტიდან ფრიდრიხსჰაფენისკენ მიემართებოდა. ადგილობრივმა მოსახლეობამ სასწრაფო დამხარებას მიმართა. ადგილზე დაახლოებით 60 მაშველი და 20 პოლიციის თანამშრომელი მუშაობდა.
პოლიციის თანამშრომლებმა 3 გვამი აღმოაჩინეს, რომელთა ამოცნობა ჯერჯერობით ვერ ხერხდება. ამ დროისთვის მიმდინარეობს საგამოძიებო სამშაოები, რომელიც დიდთოვლობის გამო, გარკვეული დროის განმავლობაში შეჩერებული იყო.
კომენტარები