კანადის პროვინცია ონტარიოში, ელექტროენერგეტიკული კომპანიის Hydro One-ის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა.
კომპანიის ოფიციალურმა გვერდმა ტვიტერზე ინციდენტის შესახებ განცხადება გამოაქვეყნა.
„დიდი მწუხარებით ვადასტურებთ, ჩვენი ვერტმფრენის მონაწილეობით მომხდარი ინციდენტის შედეგად, ოთხი თანამშრომელი დაგვეღუპა. ვიზიარებთ მათი ოჯახებისა და კოლეგების მწუხარებას“,- წერია ტვიტერზე.
ასევე, მწუხარება გამოთქვა და ოჯახებს მიუსამძიმრა, ქვეყნის პრემიერმინისტრმა ჯასტინ ტრიუდომ.
კომენტარები