NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»“არიან ჯგუფები, რომელთაც რეგიონებიდან ადამიანები ჩამოჰყავთ, რათა გარკვეული ტერიტორიები უკანონოდ მონიშნონ”

“არიან ჯგუფები, რომელთაც რეგიონებიდან ადამიანები ჩამოჰყავთ, რათა გარკვეული ტერიტორიები უკანონოდ მონიშნონ”

15 დეკ 2017 ახალი ამბები, პოლიტიკა 375 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

არსებობენ სპეციალური ჯგუფები, რომელთაც რეგიონებიდან ადამიანები ჩამოჰყავთ, გარკვეულ თანხებს აძლევენ იმისთვის, რომ უკანონოდ, გარკვეულ ტერიტორიებზე მიწა მონიშნონ, ან ააშენონ პატარა, ერთსართულიანი შენობა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ შესაბამისი კითხვის საპახუხოდ განაცხადა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე უკანონო მშენებლობებთან დაკავშირებით, მის მიერ გაკეთებული განცხადება განმარტა და აღნიშნა, რომ მსგავსი ფაქტები დედაქალაქის მთავრობისთვის მიუღებელია.

„ეს საკმაოდ სერიოზული პრობლემაა, გუშინ და გუშინწინ არ დაწყებულა. ის განცხადება, რომელიც მე გავაკეთე, ბევრმა გაიგო, თუმცა ბევრმა შესაძლოა, ვერ გაიგო. არსებობენ სპეციალური ჯგუფები, რომელთაც რეგიონებიდან ადამიანები ჩამოჰყავთ, გარკვეულ თანხებს აძლევენ იმისთვის, რომ უკანონოდ, გარკვეულ ტერიტორიებზე მიწა მონიშნონ, ან ააშენონ პატარა, ერთსართულიანი შენობა, იმისთვის, რომ გარკვეული დროის შემდეგ, მისი დაკანონება მოხდეს. ეს სოციალურად დაუცველი მოქალაქეები ფარად ჰყავთ, რომლის  უკან გარკვეული ადამიანების ჯგუფია. აღნიშნულთან დაკავშირებით, ჩვენს ინფორმაციას შესაბამის სამსახურებს მივაწვდით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ამ მიმართულებით მუშაობა აქტიურად გაგრძელდება და იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეები უკანონო შენობა-ნაგებობების დემონტაჟს თავად არ განახორციელებენ, კანონით გათვალისწინებული ზომები გატარდება.

„რა თქმა უნდა, კანონდარღვევაა, როდესაც უკანონოდ აშენებ მიწაზე, სადაც არანაირი ნებართვა არ გაქვს. ასეთი შემთხვევა ფაქტობრივად, ყველა რაიონშია. დემონტაჟის სამუშაოებს რაც შეეხება, ჩვენ ყველა გავაფრთხილეთ, მიეცათ გონივრული ვადა, რომ თვითონვე განახორციელონ შენობა-ნაგებობების დემონტაჟი. თუ თვითონ არ იმოქმედებენ, შემდეგ აღსრულების სამსახური იმოქმედებს“, – განაცხადა თბილისის მერმა.

კომენტარები

კახა კალაძე უკანონო მშნებლობა 2017-12-15
Tags კახა კალაძე უკანონო მშნებლობა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

მუხთარლი: საქართველოს პრემიერს მოკითხვა გადაეცით ჩემგან, მას ადრე, თუ გვიან მოუწევს პასუხის გაცემა

შემდეგი სტატია

Elite Model Look World 2017-ის მსოფლიო ფინალის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

მსგავსი სტატიები

გია ხუხაშვილი: ანუ, ახლა აპირებთ ნახევარი საქართველოს განეიტრალებას, მეორე ნახევრის სასარგებლოდ?

გია ხუხაშვილი: ანუ, ახლა აპირებთ ნახევარი საქართველოს განეიტრალებას, მეორე ნახევრის სასარგებლოდ?

ნინო ჩხეიძე 23 თებ 2021
„ისინი აპირებენ არჩევნების ტოტალურ გაყალბებას“

„ისინი აპირებენ არჩევნების ტოტალურ გაყალბებას“

10 აგვ 2018
პრეზიდენტი ჰიპოთეტურ დასკვნებზე ვერ გააკეთებს განცხადებას – ხატია მოისწრაფიშვილი პოლიტიკოსების დაკავებაზე

პრეზიდენტი ჰიპოთეტურ დასკვნებზე ვერ გააკეთებს განცხადებას – ხატია მოისწრაფიშვილი პოლიტიკოსების დაკავებაზე

ირაკლი შალიკაშვილი 30 ივლ 2019

უახლესი ამბები

  • სალომე ზურაბიშვილმა ლევან თაქთაქიშვილს ღირსების ორდენი გადასცა

    სალომე ზურაბიშვილმა ლევან თაქთაქიშვილს ღირსების ორდენი გადასცა

  • საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

    საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

  • ჯო ბაიდენი: ეს ამაღელვებელი და იმედისმომცემი ამბავია

    ჯო ბაიდენი: ეს ამაღელვებელი და იმედისმომცემი ამბავია

  • ბებო

    ბებო

  • გლდანის რაიონში სროლის ხმა ისმოდა

    გლდანის რაიონში სროლის ხმა ისმოდა

  • “… და ამ დროს, სიტყვა არ დაუძრავს კაცს, რომელთანაც პირადი მეგობრობა მქონდა, რომელიც ჩემი პარტიის ლიდერი იყო წლების განმავლობაში – გრიგოლ ვაშაძეს ვგულისხმობ”

    “… და ამ დროს, სიტყვა არ დაუძრავს კაცს, რომელთანაც პირადი მეგობრობა მქონდა, რომელიც ჩემი პარტიის ლიდერი იყო წლების განმავლობაში – გრიგოლ ვაშაძეს ვგულისხმობ”

  • თინა ხი­და­შე­ლი:  ჟანგბა­დი უბ­რა­ლოდ არ არის. არ ვიცი სა­ი­დან მოვა

    თინა ხი­და­შე­ლი: ჟანგბა­დი უბ­რა­ლოდ არ არის. არ ვიცი სა­ი­დან მოვა

  • “მე არავის ვუპირისპირდები ვიდრე არჩევნებს არ მოვიპოვებ. ვისაც არ აქვს იმის უნარი, რომ თავი შეიკავოს, ის მგონი საერთოდ არ უნდა იყოს პოლიტიკაში”

    “მე არავის ვუპირისპირდები ვიდრე არჩევნებს არ მოვიპოვებ. ვისაც არ აქვს იმის უნარი, რომ თავი შეიკავოს, ის მგონი საერთოდ არ უნდა იყოს პოლიტიკაში”

  • ამირან გამყრელიძე: თუ მარტი და აპრილი ასეთი სიფრთხილით გავიარეთ, როგორც ახლა მივდივართ, მესამე ტალღის ალბათობა ნაკლებია

    ამირან გამყრელიძე: თუ მარტი და აპრილი ასეთი სიფრთხილით გავიარეთ, როგორც ახლა მივდივართ, მესამე ტალღის ალბათობა ნაკლებია

  • ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს 28 თებერვალს ეწვევა

    ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს 28 თებერვალს ეწვევა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge