ჟურნალი Billboard-ი ყოველ წელს ასახელებს 100 საუკეთესო სიმღერას. წლევანდელი წელიც არ ყოფილა გამონაკლისი და გამოცემამ 2017 წლის 100 საუკეთესო სიმღერის რეიტინგი ვებგვერდზე გამოაქვეყნა.
საუკეთესო კომპოზიცია სელენა გომესის Bad Liar-ი გახდა. მეორე ადგილზე მომღერალი Cardi სიმღერით Bodak Yellow გავიდა, საუკეთესო სამეულში შევიდა ასევე კელვინ ჰარისის და ფრენკ ოუშენის ჰიტი Slide.
YouTube-ზე ყველაზე პოპულარული კლიპი Despacito, რომელსაც 4,5 მილიარდი ნახვა ჰქონდა.
საუკეთესო ათეულში მოხვდნენ ასევე: Lil Uzi Vert «XO TOUR Llif3», Kendrick Lamar «HUMBLE.», J Balvin & Willy William feat. Beyonce «Mi Gente» (Remix), Harry Styles «Sign of the Times», The Weeknd feat. Daft Punk «I Feel It Coming» და Portugal. The Man «Feel It Still».
კომენტარები