NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»პრეზიდენტი: თავისუფლება არის რეალობის გააზრება და მომავლის გააზრებული ღირებულებებით დაგეგმვა

პრეზიდენტი: თავისუფლება არის რეალობის გააზრება და მომავლის გააზრებული ღირებულებებით დაგეგმვა

15 დეკ 2017 ახალი ამბები, პოლიტიკა 407 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი  საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის მმართველობის სკოლის სტუდენტებს შეხვდა და საჯარო ლექცია –  “დამოუკიდებლობიდან თავისუფლებამდე” წაიკითხა. ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყნის დემოკრატიული განვითარების საქმეში საზოგადოების როლზე და საზოგადოების მიერ ხელისუფლებისათვის შემკვეთის ფუნქციების შესრულების საჭიროებაზე ისაუბრა.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, დამოუკიდებლობის მოპოვებიდან, რომლის შემდეგ უკვე 100 წელი გავიდა, დღეს მივისწრაფვით თავისუფლებისაკენ. მისივე თქმით, თავისუფალი იქნება ერი, როცა გაიაზრებს რა რეალობაში ცხოვრობს, რა არის მისი რეალობა და გეგმავს საკუთარ მომავალს საკუთარი გააზრებული ღირებულებებით; თუ არ ვიცით თავისუფლების არსი, ვერ გამოვიყენებთ მას.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, დემოკრატია არის მმართველობის ის ფორმა, როცა ხელისუფლება ხალხის ხელშია და დაცულია ყველა ინდივიდის უფლება.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, სამწუხაროდ, რეალობაში, ხშირად ასე არ ხდება, საზოგადოება არ ხდება რეალური მმართველი ხელისუფლებისა და მიმდინარე პროცესისა, ხდება ადამიანის უფლებების ნიველირება, რაც გადაიზრდება მმართველობის სხვა ფორმაში და ვიღებთ ტოტალიტარიზმს.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, დემოკრატიული მმართველობისას მოქალაქეა ხელისუფლების საქმიანობის შემკვეთი, როგორ მართოს სახელმწიფო, როგორ დაიცვას მისი უფლებები.

“თუ მოქალაქეები, თქვენ ხელში არ აიღებთ მმართველობის იარაღს, არ გახდებით ხელისუფლების კვალიფიციური შემკვეთი და მაკონტროლებელი, ეს ქმნის საშიშროებას, რომ თქვენი ინტერესები გამოყენებული იქნას თქვენივე წინააღმდეგ.

რამდენადაც მცოდნეა ამომრჩეველი შეკვეთაში, დავალების მიცემაში, რომლითაც ის მიმართულებას აძლევს ხელისუფლებას… ეს არის სწორედ ის ხარისხი, ის უნარი, რომელიც ჩვენს ყოფას განაპირობებს”, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

მისი თქმით, დღეს, როცა ვხედავთ ამომრჩევლის დაკვეთას, ვერ ვხედავთ ნათელ, გამოკვეთილ სურვილს იმაზე, თუ რას ვავალებთ მმართველებს. ამიტომ ხშირად ხელისუფლება, რომელსაც უკვე აქვს მინიჭებული მანდატი, ამ მანდატს იყენებს საკუთარი ინტერესებისა და შეხედულებებისამებრ და თავს ახვევს საზოგადოებას საკუთარ მოსაზრებებს.

გიორგი მარგველაშვილის თქმით, კვალიფიციური შემკვეთისა და შეკვეთის გარეშე ვერ შედგება დემოკრატია. დემოკრატიული სახელმწიფოს ფუნქციონირების საფუძველი არის საზოგადოების ნათელი დაკვეთა, რა სურს მას და მოქალაქე უნდა გაუფრთხილდეს, რომ დემოკრატია აქციოს თავისუფლებად და არა მონობად.

“როდესაც გავიაზრებთ ჩვენს სურვილებს და ღირებულებებს, და გავიაზრებთ დაკვეთას ხელისუფლების მიმართ, გავიაზროთ ის დავალებები და სურვილები, რასაც ჩვენ ვითხოვთ პოლიტიკოსებისაგან”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

გიორგი მარგველაშვილი დემოკრატია ლექცია 2017-12-15
Tags გიორგი მარგველაშვილი დემოკრატია ლექცია
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ილია მეორე ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენელს შეხვდა

შემდეგი სტატია

მუხთარლი: საქართველოს პრემიერს მოკითხვა გადაეცით ჩემგან, მას ადრე, თუ გვიან მოუწევს პასუხის გაცემა

მსგავსი სტატიები

კობახიძე: აფგან მუხთარლის განცხადებები გარკვეულ ეჭვებს ბადებს

კობახიძე: აფგან მუხთარლის განცხადებები გარკვეულ ეჭვებს ბადებს

10 თებ 2018
ევროკავშირმა საქართველოს 45 მილიონი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარება გამოუყო

ევროკავშირმა საქართველოს 45 მილიონი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარება გამოუყო

31 აგვ 2018
თბილისში ჰაერის დაბინძურების რამდენიმე წყარო გამოვლინდა

თბილისში ჰაერის დაბინძურების რამდენიმე წყარო გამოვლინდა

09 აგვ 2018

უახლესი ამბები

  • ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე: მოვუწოდებთ ხელისუფლებასა და ოპოზიციას, დასხნდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან

    ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე: მოვუწოდებთ ხელისუფლებასა და ოპოზიციას, დასხნდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან

  • “ამ ამნისტიით ეს პასუხისმგებლობა ჩამოეხსნებათ, პლიუს მოიგებენ დეველოპერების გულს”

    “ამ ამნისტიით ეს პასუხისმგებლობა ჩამოეხსნებათ, პლიუს მოიგებენ დეველოპერების გულს”

  • სალომე ზურაბიშვილმა ლევან თაქთაქიშვილს ღირსების ორდენი გადასცა

    სალომე ზურაბიშვილმა ლევან თაქთაქიშვილს ღირსების ორდენი გადასცა

  • საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

    საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

  • ჯო ბაიდენი: ეს ამაღელვებელი და იმედისმომცემი ამბავია

    ჯო ბაიდენი: ეს ამაღელვებელი და იმედისმომცემი ამბავია

  • ბებო

    ბებო

  • გლდანის რაიონში სროლის ხმა ისმოდა

    გლდანის რაიონში სროლის ხმა ისმოდა

  • “… და ამ დროს, სიტყვა არ დაუძრავს კაცს, რომელთანაც პირადი მეგობრობა მქონდა, რომელიც ჩემი პარტიის ლიდერი იყო წლების განმავლობაში – გრიგოლ ვაშაძეს ვგულისხმობ”

    “… და ამ დროს, სიტყვა არ დაუძრავს კაცს, რომელთანაც პირადი მეგობრობა მქონდა, რომელიც ჩემი პარტიის ლიდერი იყო წლების განმავლობაში – გრიგოლ ვაშაძეს ვგულისხმობ”

  • თინა ხი­და­შე­ლი:  ჟანგბა­დი უბ­რა­ლოდ არ არის. არ ვიცი სა­ი­დან მოვა

    თინა ხი­და­შე­ლი: ჟანგბა­დი უბ­რა­ლოდ არ არის. არ ვიცი სა­ი­დან მოვა

  • “მე არავის ვუპირისპირდები ვიდრე არჩევნებს არ მოვიპოვებ. ვისაც არ აქვს იმის უნარი, რომ თავი შეიკავოს, ის მგონი საერთოდ არ უნდა იყოს პოლიტიკაში”

    “მე არავის ვუპირისპირდები ვიდრე არჩევნებს არ მოვიპოვებ. ვისაც არ აქვს იმის უნარი, რომ თავი შეიკავოს, ის მგონი საერთოდ არ უნდა იყოს პოლიტიკაში”

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge