NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»მნიშვნელოვანი»თბილისის საკრებულომ დედაქალაქის 2018 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

თბილისის საკრებულომ დედაქალაქის 2018 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

15 დეკ 2017 მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 544 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დედაქალაქის 2018 წლის  ბიუჯეტი დაამტკიცა. ფინანსურ დოკუმენტს ორის წინააღმდეგ, საკრებულოს 38-მა წევრმა დაუჭირა მხარი. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

საკრებულოს წევრებს მისასალმებელი სიტყვით თბილისის მერმა კახა კალაძემ მიმართა, ბიუჯეტის პროექტის ძირითადი პარამეტრები კი,  დედაქალაქის ვიცემერმა ირაკლი ხმალაძემ წარადგინა.

როგორც მერიაში აცხადებენ, 2018 წლის თბილისის ბიუჯეტის მოცულობა 861,6 მლნ ლარს შეადგენს, რაც 2017 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით, 60,3 მლნ ლარით მეტია, ხოლო პირველ პროექტს 46,4 მლნ ლარით აღემატება.

“მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტით, გაზრდილია სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისაღები ტრანსფერები – 3,4 მლნ ლარით გათანაბრებითი ტრანსფერი და 43,0 მლნ ლარი სპეციალური ტრანსფერი, რომელიც მშრალი ხიდის, ორბელიანისა და გუდიაშვილის მოედნების რეაბილიტაციისთვის მიიმართება.

გარდა ამისა, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და 2017 წელს თბილისის ბიუჯეტს 14,0 მლნ ლარი მეტროს ვაგონების მოდერნიზაციისა და ახალი შემადგენლობების დასამატებლად დაემატება.

2018 წელს ქალაქში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 338,7 მლნ ლარი მიიმართება, რაც 2014 წელთან შედარებით, 158,8 მლნ ლარით მეტია და ბიუჯეტის მოცულობის 39%-ს შეადგენს.

2018 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულია 11 ახალი ბაღის მშენებლობის დასრულება. ასევე, 2018 წელს იგეგმება 10 ახალი ბაღის პროექტირება-მშენებლობის დაწყება.

განხორციელდება სამი მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსის ასაშენებლად საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება, აქედან ორი მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობის დაწყება.

სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებებით გათვალისწინებულია 307,1 მლნ ლარი, რაც ბიუჯეტის მოცულობის 35,7 % შეადგენს. 2018 წლიდან ჯანდაცვის მიმართულებას ღვიძლის ტრანსპლანტაციისა და ფარისებრი ჯირკვლის კომპონენტები ემატება.

გაზრდილია აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის დაფინანსება, რაც პროგრამაში დამატებით 120 ბავშვის ჩართვის შესაძლებობას იძლევა”- ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

ბიუჯეტი მერია საკრებულო 2017-12-15
Tags ბიუჯეტი მერია საკრებულო
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ირაკლი კობახიძე: კორუფციისა და კარტელური გარიგებების სისტემური პრობლემა საქართველოში აღმოფხვრილია

შემდეგი სტატია

პარლამენტმა კონსტიტუციური კანონის პროექტი მეორე მოსმენით 115 ხმით მიიღო

მსგავსი სტატიები

პარლამენტმა რეზოლუციის ერთობლივი პროექტი დაამტკიცა

პარლამენტმა რეზოლუციის ერთობლივი პროექტი დაამტკიცა

სოსო ელისაშვილი 21 მარ 2018
ხათუნა ლაგაზიძე – „ქართულ ოცნებაში“ არსებულ ძველ და ახალ თაობებს შორის ბრძოლა უნდა დასრულდეს ფორმალური გაფორმებით ანუ გაყოფით

ხათუნა ლაგაზიძე – „ქართულ ოცნებაში“ არსებულ ძველ და ახალ თაობებს შორის ბრძოლა უნდა დასრულდეს ფორმალური გაფორმებით ანუ გაყოფით

03 იან 2019
„ეკონომიკაზე ინსტიტუციური რეფორმები დადებითად მოქმედებს“

„ეკონომიკაზე ინსტიტუციური რეფორმები დადებითად მოქმედებს“

29 ნოე 2017

უახლესი ამბები

  • Wait for it …… ვიდეო განწყობისათვის

    Wait for it …… ვიდეო განწყობისათვის

  • “არის დიდი აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა, მე ვხედავ, რომ ყველა მხრიდან არის იმის სურვილი, რომ საკითხები გადაწყდეს”

    “არის დიდი აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა, მე ვხედავ, რომ ყველა მხრიდან არის იმის სურვილი, რომ საკითხები გადაწყდეს”

  • არც თქვენ ხართ შარლ მიშელი და არც მე ვარ არჩილ თალაკვაძე, ვის უნდა შევურიგდე და რაზე?

    არც თქვენ ხართ შარლ მიშელი და არც მე ვარ არჩილ თალაკვაძე, ვის უნდა შევურიგდე და რაზე?

  • პლებისციტის საკითხი არის პოლიტსაბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება

    პლებისციტის საკითხი არის პოლიტსაბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება

  • სპეცსამსახურებისა და პოლიციის თანამშრომელთა მისამართებზე ინფორმაცია ღიად არ უნდა მოიპოვებოდეს

    სპეცსამსახურებისა და პოლიციის თანამშრომელთა მისამართებზე ინფორმაცია ღიად არ უნდა მოიპოვებოდეს

  • მიხეილ სააკაშვილის პოზიციას არ ვეთანხმები – განვითარებაზე გადასვლის საუკეთესო საშუალებაა მოქალაქეებს ვკითხოთ, სჭრიდებათ თუ არა ახალი არჩევნები

    მიხეილ სააკაშვილის პოზიციას არ ვეთანხმები – განვითარებაზე გადასვლის საუკეთესო საშუალებაა მოქალაქეებს ვკითხოთ, სჭრიდებათ თუ არა ახალი არჩევნები

  • სხვა პარტიის ლიდერების განცხადებებს ნაკლებად ვუსმენ, ჩვენთვის მთავარია გონს მოვიყვანოთ „ქართული ოცნება“

    სხვა პარტიის ლიდერების განცხადებებს ნაკლებად ვუსმენ, ჩვენთვის მთავარია გონს მოვიყვანოთ „ქართული ოცნება“

  • „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით ყველა დაინტერესებულ ჯგუფს შევხვდებით

    „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით ყველა დაინტერესებულ ჯგუფს შევხვდებით

  • როცა მხარეები ვერ ვთანხმდებით, ხალხმა უნდა გვითხრას, რა სურთ მათ, ამიტომ არის პლებისციტი დემოკრატიული გამოსავალი კრიზისიდან

    როცა მხარეები ვერ ვთანხმდებით, ხალხმა უნდა გვითხრას, რა სურთ მათ, ამიტომ არის პლებისციტი დემოკრატიული გამოსავალი კრიზისიდან

  • შემცირდა ისეთი დანაშაულები, როგორიცაა მკვლელობის მცდელობა, ყაჩაღობა, ძარცვა, გამოძალვა და ქურდობა

    შემცირდა ისეთი დანაშაულები, როგორიცაა მკვლელობის მცდელობა, ყაჩაღობა, ძარცვა, გამოძალვა და ქურდობა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge