საქართველოს ექსპრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა „24 არხის“ ეთერში გაამხილა, თუ რაზე ოცნებობს.
„იცით რაზე ვოცნებობ?.. თუ ვიქნები წარმატებული პრემიერი, შემდეგ მინდა გავხდე ოდესის მერი. არ ვხუმრობ, ძალიან მინდა წინ წავწიო ოდესა, მაგრამ ქვეყნის წინ წაწევა მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როცა ყველა თამაშის წესი შეიცვლება“,- აცხადებს სააკაშვილი.
„24 არხის“ ეთერში სააკშვილმა აღნიშნა, რომ არ სურს უკრაინის პრეზიდენტობა.
კომენტარები