საქართველოს პრეზიდენტმა სემეკ-ის წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე დედაქალაქის ყოფილი მერის, დავით ნარმანიას კანდიდატურა წარადგინა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, მათ ეს გადაწყვეტილება მთავრობის თხოვნით მიიღეს
„მიმდინარე წელს, საქართველოს პრეზიდენტის მიერ, სემეკ-ის სამ ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილი იქნა სამი კანდიდატურა. მოგეხსენებათ, რომ სემეკ-ის წევრების საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენა საჭიროებს შეთანხმებას საქართველოს მთავრობასთან, შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, აღნიშნული შეთანხმების ფარგლებში ნომინირებული იქნა ქალბატონი მაია მელიქიძის კანდიდატურა, რომელიც უკვე დამტკიცებულია, ასევე ბატონი გოჩა შონიას კანდიდატურა, ხოლო საქართველოს მთავრობი მხრიდან, საქართველსო პრეზიდენტს ეთხოვა ბატონი დავით ნარმანიას კანდიდატურა“,-განაცხადა აბაშიშვილმა.
კომენტარები