თბილისის მერი კახა კალაძე თავისუფლების მოედანზე, ნაძვის ხის ირგვლივ მისი საარჩევნო სლოგანის განთავსებასთან დაკავშირებით გამოთქმულ კრიტიკას პასუხობს.
“ჩვენ უნდა ვეცადოთ, მიუხედავად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებისა, რომ ჩვენი ქალაქი გახდეს სიცოცხლით სავსე. მგონი, ამის წინააღმდეგი არავინ იქნება, არც თუნდაც ყველაზე მარგინალური პოლიტიკური ჯგუფი, როგორიც არის “ნაციონალური მოძრაობა”. მე მგონია, რომ მათაც ექნებათ სურვილი, ჩვენი ქალაქი უახლოეს მომავალში იყოს სიცოცხლით სავსე“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, თავისუფლების მოედანზე, ნაძვის ხის ირგვლივ განთავსებულია კახა კალაძის წინასაარჩევნო სლოგანი – „სიცოცხლით სავსე ქალაქი“.
კომენტარები