რუსეთში, ხელისუფლებამ და ეკლესიამ, საპრეზიდენტო არჩევნების წინ, წმინდა ისააკის საკათედრო ტაძრის მართლმადიდებელ ეკლესიისათვის გადაცემის საკითხი შეაჩერა.
2017 წლის დასაწყისში, სანკტ-პეტერბურგის გუბერნატორის განცხადებამ ქალაქის მოსახლეობა აღაშფოთა. მან განაცხადა, რომ ისააკის საკათედრო ტაძრი, რომელიც ქალაქის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა, ეკლესიას უანგაროდ გადაეცემა.
ამ გადაწყვეტილებამ გამოიწვია მოქალაქეების პროტესტი და სახალხო დისკუსია. ცნობისათვის, ისააკის საკათედრო ტაძრი, როგორც მუზეუმი ქალაქის ბიუჯეტს ასეულობით მილიონი რუბლით ამდიდრებს.
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართვას არაპირდაპირ ვლადიმერ პუტინმაც დაუჭირა მხარი და აღნიშნა, რომ ის იმთავითვე აგებული იყო როგორც ტაძარი და საზოგადოებას ამ თემის პოლიტიზირებისაგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.
თუმცა, ისმის კითხვა, რატომ გაყინეს ხელისუფლებამ და ეკლესიამ საკითხი, რომელიც თითქმის გადაწყვეტილი იყო?
“ჯერ არ წარგვიდგენია გადმოცემის თაობაზე შუამდგომლობა. თუმცა, გვსურს, რომ ტაძარში უფრო მეტი წირვა-ლოცვა ჩტარდეს და შემოსვლა იყოს უფასო. ჯერ-ჯერობით ამას ვერ მივაღწიეთ, თუმცა ვფიქრობ რომ ასე მოხდება და კანონის თანახმად, ტაძარი ეკლესიას გადაეცემა” – აცხადებდა, ჯერ კიდევ აგვისტოში, სანკტ-პეტერბურგის მიტროპოლიტი.
თუმცა, დღემდე, მუზეუმს შესაბამისი წერილობით მოთხოვნა ეკლესიისგან არ მიუღია.
საკითხის გაყინვა, სავარაუდოდ, რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირდება, ვარაუდობს წყარო, რომელიც ბი-ბი-სის რუსულ სამსახურთან საუბრობს:
“განაცხადს გააკეთებენ, მაგრამ ალბათ არჩევნების შემდეგ, ახლა არ სურთ ხალხის გაღიზიანება”.
მისივე განცხადებით ეკლესიამ და ხელისუფლებამ დაინახა, რომ “მორწმუნეცა” და “ურწმუნო” პეტერბურგელი ისააკის ეკლესიისათვის გადაცემის წინააღმდეგ გამოდის.
ახლა, მუზეუმს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს, რომლის მოსვლის შემდეგ ისააკი დატოვა 30 თანამშრომელმა, რომელთაც ხელშეკრულება აღარ გაუგრძელეს.
ამ ფაქტმა, გაამყარა ვერსია – ისააკის საკათედრო ტაძარს აუცილებლად გადასცემენ ეკლესიას, ეს მხოლოდ დროის ფაქტორია.
კომენტარები