მსახიობი და რეჟისორი კლინტ ისტვუდი აგრძელებს ბიოგრაფიული ფილმების გადაღებას, რაც მას წარსულშიც არაერთხელ გაუკეთებია. ამჯერად მის ფილმში არა ცნობილი მსახიობები, არამედ რეალური ისტორიის მონაწილეები ითამაშებენ. ფილმი რომლის სახელწოდებაც არის The 15:17 to Paris მოგვითხრობს 2015 წლის მოვლენებზე, რომლებიც ამსტერდამი-პარიზის მატარებელში მოხდა:
სამი ამერიკელი ჯარისკაცი იმ ვაგონში იმყოფებოდა, რომელშიც ტერორისტი შეიჭრა და დაიწყო ადამიანების მიმართულებით სროლა. სწორედ სამი ჯარისკაცის წყალობით და მოქმედებით საბედნიეროდ მგზავრები მხოლოდ დაშავდნენ და მსხვერპლი არ მოჰყოლია ამ ინციდენტს.
ისტვუდმა საკმაოდ ორიგინალური გადაწყვეტილება მიიღო და მსახიობების ნაცვლად როლებს სწორედ ის სამი ამერიკული შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები ასრულებენ. სპენსერ სტოუნი, ენტონი სედლერი და ალეკ სკარლატოსი საკუთარ თავს განასახიერებენ.
ჩვენ შეგვიძლია უკვე ამ ფილმის ტრეილერის ნახვაც. ფილმში არამარტო მატარებელში განვითარებული მოვლენებია აღწერილი, არამედ სამივე გმირის ცხოვრება ამ კონკრეტულ შემთხვევამდე.
კლინტ ისტვუდის ახალი ბიოგრაფიული ფილმი კინოეკრანებზე 2018 წლის, 9 თებერვალს გამოვა.
კომენტარები