დღეს, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი პრეს-კონფერენციას გამართავს. მას 1 640 რუსი და უცხოელი ჟურნალისტი დაესწრება.
შარშან, პუტინის პრესკონფერენცია 3 საათსა 50 წუთს გაგრძელდა, მან 48 ჟურნალისტის 67 კითხვას უპასუხა.
პუტინის პრეს-მდივანმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი უპასუხებს ყველაზე მწვავე პრობლემასთან დაკავშირებულ კითხვებს.
სავარაუდოდ, ჟურნალისტები კითხვებს დასვამენ კორეის ნახევარკუნძულზე კონფლიქტთან, სირიის სიტუაციასთან, უკრაინის კრიზისთან, რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებთან და 2018 წლის ზამთრის ოლიმპიადასთან დაკავშირებით.
კომენტარები