NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»“დავით დონდუამ დეტალურად მიმოიხილა რუსეთის მხრიდან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციის მძიმე შედეგები”

“დავით დონდუამ დეტალურად მიმოიხილა რუსეთის მხრიდან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციის მძიმე შედეგები”

14 დეკ 2017 ახალი ამბები, პოლიტიკა 1004 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციამ  ჟენევაში გაეროს განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობებისთვის ბრიფინგი გამართა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, დავით დონდუამ ჟენევაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების მხრივ არსებული ვითარების, ჟენევის მოლაპარაკების მიმდინარეობისა და საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის შესახებ.

“მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობას, რომელიც წარმოადგენს ერთადერთ ფორმატს რუსეთსა და საქართველოს შორის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული და ჰუმანიტარული საკითხების განსახილველად, ევროკავშირის, გაეროს, ეუთოს შუამავლობითა და აშშ-ის მონაწილეობით. დავით დონდუამ შეაფასა განვლილი 42 რაუნდის შედეგები და ყურადღება გაამახვილა რუსეთის მიერ ძალის არგამოყენების, ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნისა და ლტოლვილთა და იძულებთ გადაადგილებულ პირთა დაბრუნების საკითხებთან დაკავშირებით პროგრესის მიღწევის აუცილებლობაზე.

მინისტრის მოადგილემ დეტალურად მიმოიხილა რუსეთის მხრიდან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციისა და ეთნიკური წმენდის პოლიტიკის მძიმე შედეგები. დავით დონდუამ ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის სამხედრო ყოფნის გაძლიერებასა და რეგულარულ სამხედრო წვრთნებზე; საოკუპაციო ხაზის მავთულხლართებითა და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერებით გამაგრებაზე, ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვასა და უკანონო დაკავებების პრაქტიკაზე.

განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში დარჩენილი ქართველების მიმართ ეთნიკური დისკრიმინაციის გააქტიურებაზე, მათ შორის, მშობლიურ ენაზე განათლების აკრძალვაზე. აღინიშნა, რომ მსგავსი პროვოკაციული ნაბიჯები ახდენს ადგილზე ვითარების დესტაბილიზაციას და ემსახურება საქართველოსა და საერთაშორისო თანამეგობრობის სამშვიდობო ძალისხმევის მიზანმიმართულ დაბრკოლებას. მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმების წვდომისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შესვლის აუცილებლობას”-ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, დავით დონდუამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო ურყევად მიუყვება რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პოლიტიკას და მოსკოვისგან განსხვავებით, პირნათლად ასრულებს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას.

“მან ყურადღება გაამახვილა ასევე საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევაზე ომითა და საოკუპაციო ხაზებით გაყოფილ მოსახლეობას შორის შერიგებისა და ნდობის აღდგენის მიმართულებით.

ბრიფინგის მეორე ნაწილში კომენტარები გააკეთეს სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციებმა, რომლებმაც ერთსულოვანი მხარდაჭერა გამოხატეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, აგრეთვე საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკის მიმართ”-ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

დავით დონდუა მოლაპარაკებები ჟენევა რუსეთი 2017-12-14
Tags დავით დონდუა მოლაპარაკებები ჟენევა რუსეთი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

“არ მესმის, რატომ არ შეიძლება აბსოლუტურად პოზიტიური სლოგანი გახდეს ყველას სლოგანი”

შემდეგი სტატია

ილია მეორე ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენელს შეხვდა

მსგავსი სტატიები

ავტომანქანის უფასოდ პარკირება მძღოლებს დღეში 4-ჯერ 15-15 წუთით შეეძლებათ

ავტომანქანის უფასოდ პარკირება მძღოლებს დღეში 4-ჯერ 15-15 წუთით შეეძლებათ

20 თებ 2019
გიორგი კვირიკაშვილმა უკრაინისა და მოლდოვას პრემიერმინისტრებს კახეთში უმასპინძლა

გიორგი კვირიკაშვილმა უკრაინისა და მოლდოვას პრემიერმინისტრებს კახეთში უმასპინძლა

29 ნოე 2017
იაროსლავ კაჩინსკი: ლეხ კაჩინსკის შეეძლო მსხვერპლი და რისკი გაეწია იმისთვის, რომ დაედასტურებინა თავისი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ

იაროსლავ კაჩინსკი: ლეხ კაჩინსკის შეეძლო მსხვერპლი და რისკი გაეწია იმისთვის, რომ დაედასტურებინა თავისი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ

ნინო ჩხეიძე 17 მარ 2022

უახლესი ამბები

  • „ქართული ოცნება“ ქვეყნის მასშტაბით 73 პარტიულ კონფერენციას გამართავს

    „ქართული ოცნება“ ქვეყნის მასშტაბით 73 პარტიულ კონფერენციას გამართავს

  • ლეგენდებისა და გადმოცემების მიხედვით შექმნილი ფილმები

    ლეგენდებისა და გადმოცემების მიხედვით შექმნილი ფილმები

  • უცნობი და საინტერესო ფაქტები ნარინჯისფერის შესახებ

    უცნობი და საინტერესო ფაქტები ნარინჯისფერის შესახებ

  • მირიან კიკნაძის პერსონალურ გამოფენას – “თბილისი და არა მარტო” გალერეა “ვანდა” უმასპინძლებს

    მირიან კიკნაძის პერსონალურ გამოფენას – “თბილისი და არა მარტო” გალერეა “ვანდა” უმასპინძლებს

  • აშშ-ში, ქალაქ ნეშვილში მდებარე კერძო სკოლაში 3 ბავშვი და საგანმანათლებლო დაწესებულების 3 თანამშრომელი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს

    აშშ-ში, ქალაქ ნეშვილში მდებარე კერძო სკოლაში 3 ბავშვი და საგანმანათლებლო დაწესებულების 3 თანამშრომელი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს

  • ბაჩო დოლიძე: 9 აპრილს აქციის დაანონსება შეცდომა იყო, ვიწრო, პიარული აქციებისთვის სხვა თარიღებზე ჯობია ფიქრი

    ბაჩო დოლიძე: 9 აპრილს აქციის დაანონსება შეცდომა იყო, ვიწრო, პიარული აქციებისთვის სხვა თარიღებზე ჯობია ფიქრი

  • ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ სასამართლო სისტემის რეფორმა გადადო

    ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ სასამართლო სისტემის რეფორმა გადადო

  • პრეზიდენტი: უნდა გრცხვენოდეთ!

    პრეზიდენტი: უნდა გრცხვენოდეთ!

  • საყოველთაო გაფიცვის გამო, ისრაელის საელჩო საქართველოში დაკეტილია

    საყოველთაო გაფიცვის გამო, ისრაელის საელჩო საქართველოში დაკეტილია

  • თეა წულუკიანი: მინდა, მივუსამძიმრო მათ, მე არჩევნებამდე არსად არ ვაპირებ წასვლას. არჩევნების მერე ალბათ მათთვის კიდევ უფრო დიდი სამძიმარი შეიძლება, მქონდეს სათქმელი

    თეა წულუკიანი: მინდა, მივუსამძიმრო მათ, მე არჩევნებამდე არსად არ ვაპირებ წასვლას. არჩევნების მერე ალბათ მათთვის კიდევ უფრო დიდი სამძიმარი შეიძლება, მქონდეს სათქმელი

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge