NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»მნიშვნელოვანი»პრემიერი: თუ დადასტურდა, რომ მთავრობა შეცდა, მზად ვარ დავტოვო თანამდებობა, თუ არა და გამობრძანდეს გია გაჩეჩილაძე და  მოიხადოს ბოდიში

პრემიერი: თუ დადასტურდა, რომ მთავრობა შეცდა, მზად ვარ დავტოვო თანამდებობა, თუ არა და გამობრძანდეს გია გაჩეჩილაძე და  მოიხადოს ბოდიში

13 დეკ 2017 მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 1119 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, გია გაჩეჩილაძის მიერ გაკეთებულ განცხადებებს კიდევ ერთხელ უპასუხა. მისი განცხადებით, თუ სასამართლო დაადასტურებს, რომ მთავრობა რამეში შეცდა, ის მზად არის დატოვოს თანამდებობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, გიორგი კვირიკაშვილი გაჩეჩილაძისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს.

„მისგან ასე დაუსაბუთებელ შეურაცხყოფას ნამდვილად არ ველოდი და არ შევეგუები. მე არ შემიძლია მოვისმინო ქება ადამიანისგან და ეს ქება კიდევ უფრო შეურაცხმყოფელი იყო ჩემთვის, როდესაც ის შეურაცხმყოფლად იხსენიებს ჩემი გუნდის წევრებს.

მე დაწვრილებით გავეცანი იმ საკითხს, როდესაც მან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერზე ისაუბრა. მინდა ვთქვა, რომ როდესაც ის მე დამიკავშირდა, მე, რა თქმა უნდა, მივეცი დავალება მთავრობის ადმინისტრაციას, რომ არ მომხდარიყო ისე, რომ დაჩაგრულიყო ბიზნესმენი, რომ ყოფილიყო თანაბარი საკონკურენციო პირობები ყველასთვის და, რა თქმა უნდა, შემდეგ გავეცანი ამ საქმეს.

მინდა გითხრათ, რომ ჯერ ერთი, ტარიელ ხეჩიკაშვილი და ის ბიზნეს ჯგუფი, რომელშიც მას წილი გააჩნდა თუ დღეს გააჩნია, ის არაფერ შუაში არ იყო ამ ტენდერთან, სრულიად სხვა კომპანიამ გაიმარჯვა, მეორე – კანონი იყო ზედმიწევნით დაცული.

მას შეუძლია მიმართოს კონკურენციის სააგენტოსაც, მაგრამ რომ არ იყოს სპეკულაციები, რომ კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელს ნიშნავს მთავრობის ხელმძღვანელი, მიმართოს სასამართლოს, თუ სასამართლო დაადასტურებს, რომ მთავრობა რამეში შეცდა, მე მზად ვარ, ავიღო ნებისმიერი პასუხისმგებლობა, მათ შორის დავტოვო კიდეც ჩემი თანამდებობა. თუ დადასტურდება, რომ ყველაფერი იყო კანონის დაცვით ჩატარებული, გამობრძანდეს ბატონი გია გაჩეჩილაძე და მოუხადოს ბოდიში ტარიელ ხეჩიკაშვილს და ყველას, მათ შორის მეც“,-განაცხადა კვირიკაშვილმა.

 

 

კომენტარები

გაჩეჩილაძე კვირიკაშვილი 2017-12-13
Tags გაჩეჩილაძე კვირიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

იგეგმება გახმაურებული ფილმის KINGSMAN-ის მესამე სერიის გადაღება

შემდეგი სტატია

ლარი დღესაც მნიშვნელოვნად მყარდება

მსგავსი სტატიები

ზუგდიდში ისეთი ვითარება გვაქვს, სააკაშვილმა მეგრულადაც რომ დაიწყოს საუბარი, მაინც არაფერი უშველის

ზუგდიდში ისეთი ვითარება გვაქვს, სააკაშვილმა მეგრულადაც რომ დაიწყოს საუბარი, მაინც არაფერი უშველის

ირაკლი შალიკაშვილი 17 მაი 2019
გახარიას ბურჭულაძიზაციის პროცესი არის დაწყებული და აუცილებლად ბოლომდე იქნება მიყვანილი

გახარიას ბურჭულაძიზაციის პროცესი არის დაწყებული და აუცილებლად ბოლომდე იქნება მიყვანილი

ირაკლი შალიკაშვილი 24 ივნ 2021
ხალხი არ დგას “ნაცმოძრაობის” უკან, ესაა მათი ფიასკოს მიზეზი

ხალხი არ დგას “ნაცმოძრაობის” უკან, ესაა მათი ფიასკოს მიზეზი

ირაკლი შალიკაშვილი 19 ნოე 2019

უახლესი ამბები

  • ალეკო ელისაშვილი: ბეჭი არ იტკინოს ბატონმა ჩალაძემ ერთი ეგ მაშინებს რა

    ალეკო ელისაშვილი: ბეჭი არ იტკინოს ბატონმა ჩალაძემ ერთი ეგ მაშინებს რა

  • თეა გოდოლაძე: მიწისძვრა კი არ კლავს ადამიანს. შენობა კლავს და უტვინო, ფულის მოხვეჭაზე აგებული სამშენებლო პოლიტიკა!

    თეა გოდოლაძე: მიწისძვრა კი არ კლავს ადამიანს. შენობა კლავს და უტვინო, ფულის მოხვეჭაზე აგებული სამშენებლო პოლიტიკა!

  • ლევან ბეჟაშვილი: ვიხილავთ მანდატების დატოვების საკითხს – ვიწყებთ კონსულტაციებს დასავლელ პარტნიორებთან და სხვა ოპოზიციურ პარტიებთან, რომ დავტოვოთ პარლამენტი

    ლევან ბეჟაშვილი: ვიხილავთ მანდატების დატოვების საკითხს – ვიწყებთ კონსულტაციებს დასავლელ პარტნიორებთან და სხვა ოპოზიციურ პარტიებთან, რომ დავტოვოთ პარლამენტი

  • ელენე ხოშტარია: „დროა“ ენმ-ს საპროტესტო აქციებს უერთდება

    ელენე ხოშტარია: „დროა“ ენმ-ს საპროტესტო აქციებს უერთდება

  • თურქეთი – მიწისძვრის კადრები (ვიდეო)

    თურქეთი – მიწისძვრის კადრები (ვიდეო)

  • ლიზა იასკო: საქართველო, შენ წამართვი ჩემთვის ახლო ადამიანი, მიხეილ სააკაშვილი

    ლიზა იასკო: საქართველო, შენ წამართვი ჩემთვის ახლო ადამიანი, მიხეილ სააკაშვილი

  • „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სახლთან შეიკრიბნენ

    „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სახლთან შეიკრიბნენ

  • აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით სააკაშვილის საქმეს

    აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით სააკაშვილის საქმეს

  • „ნაციონალური მოძრაობა“  ხვალ აქციას მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართავს

    „ნაციონალური მოძრაობა“ ხვალ აქციას მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართავს

  • „ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო საქმიანობას წყვეტს

    „ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო საქმიანობას წყვეტს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge