გიორგი გაჩეჩილაძემ პრემიერის მიერ, ცოტა ხნის წინ გაკეთებულ განცხადებას უპასუხა. გია გაჩეჩილაძე მიიჩნევს, რომ გიორგი კვირიკაშვილი შეცდომაში შეიყვანეს. ამის შესახებ გია გაჩეჩილაძემ „ტვ პირველის“ ეთერში ისაუბრა.
„არც ბოდიშს მოხდა მიჭირს და არც მადლობის გადახდა, მაგრამ ეტყობა შეცდომაშია შეყვანილი და ზუსტად ინფორმირებული არ არის.
საქმე არის გაყოფილი ორად, ერთი არის „სიტროინის“ საქმე და ჯანდაცვის სამინისტროს ტენდერი და ერთი არის კარტელური გარიგებები, რომელიც ამ სფეროში ხდება და რომელიც შევიდა ნოდარ ხადურის უწყებაში -კონკურენციის საგენტოში.
რაზეც გიორგი ლაპარაკობს, იქ საჩივარი უკვე შეტანილია და რატომ იძახის, რომ საჩივარი შეიტანოსო და თუ დამტკიცდება გადავდგებიო, მე მისთვის არ მითქვამს, რომ გადავდგებიო.
ბოდიშს მოვიხდი, თუ არგუმენტირებულ პასუხს მივიღებ იმასთან დაკავშირებით, 57 ტენდერი კონკურენციის გარეშე რატომ ჩატარდა. მაგას შეიძლება წასვლა უნდა და მიზეზს იგონებს“,-განაცხადა გაჩეჩილაძემ.
ცნობისთვის, გია გაჩეჩილაძის განცხადებით, სახელმწიფო ბიუჯეტს კარტელური გარიგებების შედეგად მრავალმილიონიანი ზარალი ადგება. ამასთან დაკავშირებით გაჩეჩილაძემ ბრიფინგზე ისაუბრა, მისივე თქმით, მან ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილს მოკლე ტექსტური შეტყობინებით აცნობა, რაზეც პრემიერმინისტრის თანაშემწემ მას ურჩია სასამართლოსთვის მიემართა.
გაჩეჩილაძის ამ განცხადებას გიორგი კვირიკაშვილმა უპასუხა.
კომენტარები