NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»დედაქალაქს ორი ახალი – N54 და N64 მარშრუტი ემატება

დედაქალაქს ორი ახალი – N54 და N64 მარშრუტი ემატება

13 დეკ 2017 ახალი ამბები, პოლიტიკა 647 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

მოსახლეობის სატრანსპორტო მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, დედაქალაქს ორი ახალი – N54 და N64 მარშრუტი ემატება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელს სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, თბილისში არსებობს კონკრეტული უბნები, სადაც მოსახლეობას საზოგადოებრივი ტრანსპორტი საერთოდ არ ემსახურება, ან ლოდინი დიდი ხნის განმავლობაში უწევთ.

„მესმის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულებით სერიოზული პრობლემაა. მხედველობაში მაქვს არსებული ყვითელი ავტობუსების პარკი, რომელიც კრიტიკას ვერ უძლებს და ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. შესაბამისად, დაგეგმილი გვაქვს ახალი, ევროპული ტიპის  ეკოლოგიურად  სუფთა  ავტობუსების შემოყვანა და მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, გვინდა, ყვითელი ავტობუსების პარკი სრულად ჩავანაცვლოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, სანამ ახალი ავტობუსების შემოყვანა და არსებული პარკის განახლება მოხდება, დედაქალაქის კონკრეტულ უბნებში მცხოვრები მოსახლეობისთვის გადაადგილება მაქსიმალურად კომფორტული უნდა გახდეს.

„ახალი, N54 მარშრუტი ემატება, რომელიც მგზავრებს დიდი დიღმის მეოთხე მიკრორაიონიდან უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმართულებით, დავით აღმაშენებლის ხეივნის, მარშალ გელოვანისა და ვაჟა-ფშაველას გამზირის გავლით მოემსახურება. აღნიშნული მარშრუტი დიდი დიღმის მოსახლეობასა და მარშრუტის გზასავალზე მომლოდინე მგზავრებს საშუალებას მისცემს, საბურთალო-ვაკის  ტერიტორიის ნაწილსა და უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსს მოკლე დროში დაუკავშირდნენ. ასევე, სოფელი ახალდაბის მოსახლეობის სატრანსპორტო  მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, მოხდება N82 ავტობუსის დამატება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის განცხადებით, ასევე, იხსნება ახალი, N64 მარშრუტი, რომელიც სიმონ ჩიქოვანისა (ხილიანის დასახლება) და მის  მიმდებარე  ქუჩებზე  მცხოვრებ მოქალაქეებს მომსახურებას რუსთაველის გამზირისა და თავისუფლების მოედნის გავლით, ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით გაუწევს.

 

კომენტარები

თბილისის მერი თბილისის მერია კახა კალაძე მარშრუტი 2017-12-13
Tags თბილისის მერი თბილისის მერია კახა კალაძე მარშრუტი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„აჭარის ქუჩა N10-ში მცხოვრებ 38 ოჯახს საცხოვრებელი ფართები დაუკანონდება“

შემდეგი სტატია

იგეგმება გახმაურებული ფილმის KINGSMAN-ის მესამე სერიის გადაღება

მსგავსი სტატიები

თსუ მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებს შორის მოხვდა

27 ოქტ 2017
მოსამართლეობის კანდიდატების მიმართ გაცილებით დაშაქრულ კითხვებს ველოდებოდი “ოცნებისგან“, მაგრამ ალაგ-ალაგ მწვავე კითხვებია

მოსამართლეობის კანდიდატების მიმართ გაცილებით დაშაქრულ კითხვებს ველოდებოდი “ოცნებისგან“, მაგრამ ალაგ-ალაგ მწვავე კითხვებია

ირაკლი შალიკაშვილი 08 ივლ 2021
ზურაბ ჯაფარიძე: 2 ოქტომბრის არჩევნებს ამ ქვეყანაში ატარებს სუს-ი! (ვიდეო)

ზურაბ ჯაფარიძე: 2 ოქტომბრის არჩევნებს ამ ქვეყანაში ატარებს სუს-ი! (ვიდეო)

ნინო ჩხეიძე 15 სექ 2021

უახლესი ამბები

  • უკრაინული ძალები რამდენიმე ტაქტიკური მიმართულებით წინ მიიწევენ

    უკრაინული ძალები რამდენიმე ტაქტიკური მიმართულებით წინ მიიწევენ

  • აშშ-მა და მისმა მარიონეტებმა უნდა დაიმახსოვრონ ბიბლიის სიტყვები: “ნუ განიკითხავთ და არ განიკითხებით”, რათა ერთ დღეს არ დაატყდეთ უფლის რისხვის დიდი დღე

    აშშ-მა და მისმა მარიონეტებმა უნდა დაიმახსოვრონ ბიბლიის სიტყვები: “ნუ განიკითხავთ და არ განიკითხებით”, რათა ერთ დღეს არ დაატყდეთ უფლის რისხვის დიდი დღე

  • ევროკავშირის გზავნილი ნათელია – ახლა დროა, საქართველოს მთავრობა, თავის მართლების ნაცვლად, საქმეს შეუდგეს

    ევროკავშირის გზავნილი ნათელია – ახლა დროა, საქართველოს მთავრობა, თავის მართლების ნაცვლად, საქმეს შეუდგეს

  • ზურაბ ჯაფარიძე: როცა ბევრი ხალხი იყო აქციაზე, ყველას უნდოდა ამ წარმატების ნაწილი ყოფილიყო, მაგრამ როგორც კი პატარა წარუმატებლობა დაიდო…

    ზურაბ ჯაფარიძე: როცა ბევრი ხალხი იყო აქციაზე, ყველას უნდოდა ამ წარმატების ნაწილი ყოფილიყო, მაგრამ როგორც კი პატარა წარუმატებლობა დაიდო…

  • პარიზი. დემნა გვასალიას შოუ (ვიდეო)

    პარიზი. დემნა გვასალიას შოუ (ვიდეო)

  • მდინარაძე: როცა უკრაინის ხელისუფლება პირდაპირ მოგვიწოდებდა ომისკენ, აქაური რადიკალური ოპოზიცია და ენჯეოები პირდაპირ ტესტავდნენ ომის ნარატივს

    მდინარაძე: როცა უკრაინის ხელისუფლება პირდაპირ მოგვიწოდებდა ომისკენ, აქაური რადიკალური ოპოზიცია და ენჯეოები პირდაპირ ტესტავდნენ ომის ნარატივს

  • მდინარაძე: ჩემ კოლეგებს შევუერთდები ამ პათოსში და ვიტყვი, რომ ზუსტად იმავეს გავაკეთებდი, რაც ანრიმ გააკეთა. დავიჯერებ დიმიტრი სამხარაძის გინებაზე გაბრაზებას თუ…

    მდინარაძე: ჩემ კოლეგებს შევუერთდები ამ პათოსში და ვიტყვი, რომ ზუსტად იმავეს გავაკეთებდი, რაც ანრიმ გააკეთა. დავიჯერებ დიმიტრი სამხარაძის გინებაზე გაბრაზებას თუ…

  • მედია: 33 წლის მამაკაცი, რომელმაც გოგო გააუპატიურა, მამამ დედის თვალწინ მოკლა

    მედია: 33 წლის მამაკაცი, რომელმაც გოგო გააუპატიურა, მამამ დედის თვალწინ მოკლა

  • გია ვოლსკი: ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთში დაფასდა, ჩვენ კი ვერაფერს ვხედავთ

    გია ვოლსკი: ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთში დაფასდა, ჩვენ კი ვერაფერს ვხედავთ

  • ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ბათუმში ხმაური იყო

    ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ბათუმში ხმაური იყო

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge