35 წლის თეონა ცალუღელაშვილი რუსთავში 5 დისშვილთან ერთად ცხოვრობს. ბავშვების მამა ავტოკატასტროფის შედეგად დაიღუპა, დედამ მიატოვა, ბებია კი სუიციდის მსხვერპლი გახდა.
ოჯახი უკიდურესი გაჭირვების ზღვარზეა. დროებით ცხოვრობენ ბინაში, სადაც ხელშეკრულების თანახმად, კიდევ 2 წელი შეუძლიათ დარჩენა.
თეონა ბავშვებს 8 წელია მარტო ზრდის. ოჯახი სოციალური დახმარების სახით, სახელმწიფოსგან თვეში 270 ლარს იღებს, რაც მათი შემოსავლის ერთადერთი წყაროა.
როგორც თეონამ გვითხრა, ბუნებრივი აირის დავალიანება იმ სკოლამ გადაუხადა, რომელშიც ბავშვები სწავლობენ. ზამთარში მხოლოდ გაზქურით თბებიან. არ აქვთ არანაირი ტექნიკა.
ალუდა-17 წლის, ნათია-16 წლის, თეონა-15 წლის, მარიამი-13 წლის, ჯარჯი-10 წლის.
ამ ოჯახს ჩვენი დახმარება სჭირდება, თუ გაქვთ სურვილი, დაეხმაროთ მათ, დაგვიკავშირდით:
News.ge საკონტაქტო ნომერი: 555-23-83-88 (საკონტაქტო პირი ქეთევან კაკაბაძე)
ელექტრონული მისამართი: info@news.ge
მისამართი: თბილისი, აბულაძის N34
TBC bank: GE08TB7089145061100067 მიმღები ქეთევან კაკაბაძე, თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ 24 დეკემბრის ჩათვლით.
ვაგროვებთ ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, წიგნებს, საყოფაცხოვრებო ტექნიკას, ჭურჭელს, სათამაშოებს, საკვებ პროდუქტებსა და ტკბილეულს.
„ახალი წელი ყველასთვის“, შეუერთდით News.ge-ს და ვაჩუქოთ დღესასწაული სხვებს.
კომენტარები