NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„აჭარის ქუჩა N10-ში მცხოვრებ 38 ოჯახს საცხოვრებელი ფართები დაუკანონდება“

„აჭარის ქუჩა N10-ში მცხოვრებ 38 ოჯახს საცხოვრებელი ფართები დაუკანონდება“

13 დეკ 2017 ახალი ამბები, პოლიტიკა 705 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ჩუღურეთის რაიონში, აჭარის ქუჩა N10-ში მცხოვრებ 38 ოჯახს საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად გადაეცემათ. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, იმ მოქალაქეებს, რომლებიც წლების განმავლობაში დაუკანონებელ ფართებში ცხოვრობდნენ, დედაქალაქის მთავრობა საცხოვრებლებს სიმბოლურ ფასად გადასცემს.

„იმ საცხოვრებელი ფართების დაკანონება დავიწყეთ, სადაც წლების განმავლობაში ცხოვრობენ ადამიანები, თაობები გაზარდეს და ფართების დაკანონებას ვერ ახერხებდნენ. რამდენიმე მთავრობის სხდომაზე, გვქონდა გამოტანილი კონკრეტული ოჯახებისთვის ფართების დაკანონების საკითხი. შესაბამისად, ამ პროცესს განვაგრძობთ, რადგან დაუკანონებელ  ფართებში ბევრი ადამიანი ცხოვრობს. დღეს გვინდა ჩუღურეთის რაიონში, აჭარის ქუჩა N10-ში მცხოვრებ 38 ოჯახს საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად გადაეცეთ. ეს ადამიანები 15-20 წელია ცხოვრობენ აქ და დაკანონებას დღემდე ვერ ახერხებდნენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფართების დაკანონების საკითხი უკანონო მშენებლობებს უნდა გაემიჯნოს.

კახა კალაძემ ზედამხედველობის სამსახურის უფროსს, გიორგი ბაგრატიონს კიდევ ერთხელ დაავალა, ამ მიმართულებით მუშაობა აქტიურად განაგრძოს.

„მინდა გავმიჯნო ის ფაქტები, რაც ბოლო დღეების განმავლობაში უკანონო მშენებლობების თვალსაზრისით ხდება. ზედამხედველობის სამსახურმა არაერთი ფაქტი გამოავლინა. მინდა გთხოვოთ ბატონო გიორგი, რომ ამ მიმართულებით მუშაობა განაგრძოთ. იმიტომ, რომ ყოვლად მიუღებელია,  ადამიანმა მიიხედ-მოიხედოს და კონკრეტული მიწა მიითვისოს. არ აქვს მნიშვნელობა, ეს რომელ რაიონში იქნება. ჩვენ თუ გვინდა ქალაქის სწორი განაშენიანება და განვითარება, კანონს ყველა უნდა დავემორჩილოთ. შესაბამისად, უკანონო მშენებლობებზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

კომენტარები

თბილისის მერი კახა კალაძე 2017-12-13
Tags თბილისის მერი კახა კალაძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„მტკვარზე უკანონო მშენებლობებთან დაკავშირებით, კანონით გათვალისწინებული ზომები გატარდება“

შემდეგი სტატია

დედაქალაქს ორი ახალი – N54 და N64 მარშრუტი ემატება

მსგავსი სტატიები

NASA-ს კოსმოსური აპარატი მარსზე დაეშვა

27 ნოე 2018

თემირლან მაჩალიკაშვილის საცხოვრებელ სახლში ექსპერტ-კრიმინალისტები მიშაობენ

26 დეკ 2017
იგეგმება გაკოტრების საქმის დაწყება… როგორც არ უნდა დასრულდეს არხის ყიდვა-გაყიდვა, ხელისუფლება მაინც შარშია “- სალაძე “რუსთავი2”-ზე

იგეგმება გაკოტრების საქმის დაწყება… როგორც არ უნდა დასრულდეს არხის ყიდვა-გაყიდვა, ხელისუფლება მაინც შარშია “- სალაძე “რუსთავი2”-ზე

ირაკლი შალიკაშვილი 12 აგვ 2019

უახლესი ამბები

  • თენგიზ ცერცვაძე: შემიძლია მთავრობას მივცე რეკომენდაცია, რომ …

    თენგიზ ცერცვაძე: შემიძლია მთავრობას მივცე რეკომენდაცია, რომ …

  • გეითსი: ამისგან გაკვეთილი უნდა ვისწავლოთ. შემდეგი პანდემია შეიძლება ათჯერ უარესი იყოს, მაგრამ ჩვენ ამისთვის მზად არ ვართ

    გეითსი: ამისგან გაკვეთილი უნდა ვისწავლოთ. შემდეგი პანდემია შეიძლება ათჯერ უარესი იყოს, მაგრამ ჩვენ ამისთვის მზად არ ვართ

  • მსახიობი მამუკა ლორია 65 წლის ასაკში გარდაიცვალა

    მსახიობი მამუკა ლორია 65 წლის ასაკში გარდაიცვალა

  • ოპოზიციამაც უნდა გავიაზროთ რეალობა, არ შეიძლება ისეთი მოთხოვნის დაყენება რაც არარეალურია

    ოპოზიციამაც უნდა გავიაზროთ რეალობა, არ შეიძლება ისეთი მოთხოვნის დაყენება რაც არარეალურია

  • მნიშვნელოვანია, რომ აჭარა სრულად გავხსნათ, დავაკვირდეთ პროცესებს და დადებითობის მაჩვენებელი შევინარჩუნოთ ისეთი დაბალი, როგორიც დღეს გვაქვს, 3%-ზე ნაკლები

    მნიშვნელოვანია, რომ აჭარა სრულად გავხსნათ, დავაკვირდეთ პროცესებს და დადებითობის მაჩვენებელი შევინარჩუნოთ ისეთი დაბალი, როგორიც დღეს გვაქვს, 3%-ზე ნაკლები

  • ბიზნესს სურს, ყველაფერი ერთბაშად გაიხსნას, მაგრამ ამის გაკეთების შესაძლებლობას მოკლებულები ვართ – ფრთხილი ნაბიჯებია გარანტია, რომ 1 თვის თავზე არ მოგვიწევს ისევ რომელიმე სფეროს დაკეტვა

    ბიზნესს სურს, ყველაფერი ერთბაშად გაიხსნას, მაგრამ ამის გაკეთების შესაძლებლობას მოკლებულები ვართ – ფრთხილი ნაბიჯებია გარანტია, რომ 1 თვის თავზე არ მოგვიწევს ისევ რომელიმე სფეროს დაკეტვა

  • სასურველია, ოპოზიციამ გადახედოს თავის გადაწყვეტილებას და ჩვენ ამის შემდეგ უკვე ნამდვილად ვუყრით კენჭს მათ განცხადებებს და პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას

    სასურველია, ოპოზიციამ გადახედოს თავის გადაწყვეტილებას და ჩვენ ამის შემდეგ უკვე ნამდვილად ვუყრით კენჭს მათ განცხადებებს და პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას

  • მოლაპარაკების გაგრძელებას სადეპუტატო მანდატები არ სჭირდება

    მოლაპარაკების გაგრძელებას სადეპუტატო მანდატები არ სჭირდება

  • რაც უფრო სწრაფად დააკმაყოფილებს “ოცნება” ამ განცხადებებს, მით უფრო სწრაფად მოაწერს ხელს ერთპარტიულ და ერთფრაქციულ პარლამენტს

    რაც უფრო სწრაფად დააკმაყოფილებს “ოცნება” ამ განცხადებებს, მით უფრო სწრაფად მოაწერს ხელს ერთპარტიულ და ერთფრაქციულ პარლამენტს

  • გავაკონტროლოთ თითოეული თანამშრომელი, კორუფციაში ჩართვის შემთხვევაში ყველას კანონის სიმკაცრით მოვთხოვთ პასუხს

    გავაკონტროლოთ თითოეული თანამშრომელი, კორუფციაში ჩართვის შემთხვევაში ყველას კანონის სიმკაცრით მოვთხოვთ პასუხს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge