რუსეთში, სკანდალური ტელეპროექტის «Дом-2» ყოფილი მონაწილე მარია პოლიტოვა აგარაკზე, მოსკოვთან ახლოს, გარდაცვლილი იპოვეს. ჯერ-ჯერობით გარდაცვალების მიზეზი უცნობია.
ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.
30 წლის მარია პოლიტოვა, რომელმაც ტელეპროექტში სამჯერ მიიღო მონაწილეობა, დეკემბრის დასაწყისში გაუჩინარდა.
განგაში მეუღლემ ატეხა. მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მარია სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა, ხოლო მობილური ტელეფონი სახლში დატოვა.
კომენტარები