ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, სამომხმარებლო ტარიფთან დაკავშირებით მარეგულირებელი კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას წლის ბოლოს მიიღებს, როდესაც სემეკი ჩაატარებს სატარიფო კომიტეტებსა და სხდომებს და კომპლექსურად განიხილავს კომპანიების განაცხადებს.
ირინა მილორავას თქმით, დღეს შეუძლებელია იმაზე საუბარი, თუ რა მოუვა სამომხმარებლო ტარიფს. მისი თქმით, დღეს არსებულ მოქმედ ტარიფში არის ჩადებული კურსი 2.50 ლარი, ამდენად, არსებითი გავლენა კურსის გამო ჯერჯერობით არ იგეგმება.
„დღეს არის შეუძლებელი იმაზე საუბარი, თუ რა მოუვა სამომხმარებლო ტარიფს, იმიტომ, რომ მართალია, ინვესტიციები არის ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი ტარიფში, მაგრამ არა ერთადერთი. მომავალი კვირიდან ჩვენ დავიწყებთ სატარიფო სხდომებს თითოეული კომპანიის მიხედვით და შესაბამისად, უკვე თვის ბოლოსთვის გამოიკვეთება კონტურები სამომხმარებლო ტარიფთან მიმართებით.
დღევანდელ არსებულ მოქმედ ტარიფში არის ჩადებული კურსი 2.50 ლარი, ამდენად, არსებითი გავლენა კურსის გამო ჯერჯერობით არ იგეგმება“,-განაცხადა მილორავამ.
სემეკი ენერგეტიკის სექტორისა და წყალმომარაგების ლიცენზიათა საინვესტიციო გეგმებს განიხილავს. ენერგერტიკის სექტორში, ჯამში მილიარდ ლარამდე ინვესტიციის განხორციელებაა დაგეგმილი.
კომენტარები