საფრანგეთში წარმოებულ ბავშვთა კვების პროდუქტებში სალმონელას შესაძლო არსებობის შესახებ მოკვლევა მიმდინარეობს, – ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
“სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციიდან მიიღო შეტყობინება საფრანგეთში წარმოებულ ბავშვთა კვების პროდუქტებში სალმონელას შესაძლო არსებობის შესახებ.
სურსათის ეროვნული სააგენტო ატარებს მოკვლევას, მიმდინარეობს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები და სურსათის ბაზრიდან გამოთხოვის პროცესი”- უწყების ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, იმ ქვეყნებს შორის, სადაც სალმონელას ბაქტერიით ინფიცირებული ფრანგული რძის პროდუქტების ექსპორტირება ხდებოდა, საქართველოც სახელდება. ინფორმაციას “ამერიკის ხმა” ავრცელებს.
საფრანგეთმა ვაჭრობიდან ჩვილი ბავშვებისთვის განკუთვნილი პროდუქციის ამოღება მთელი მსოფლიოს მასშტაბით გამოაცხადა. საუბარია კომპანია “ლაქტაილის” (Lactail) მიერ წარმოებულ რძეზე და რძის პროდუქტებზე.
კომენტარები