სახელმწიფო აუდიტის სამსახური დედაქალაქის მერიის რამდენიმე სამსახურს ამოწმებს, თბილისის მერის კახი კალაძის განცხადებით, წლის ბოლოს შემოწმებები უნდა დასრულდეს, თუმცა მას სურს, რომ აუდიტმა სხვა სამსახურებიც შეამოწმოს.
„წლის ბოლოს უნდა დასრულდეს შემოწმებები, თუმცა ჩვენ მომდევნო დღეების განმავლობაში გავაკეთებთ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ გვინდა, კიდევ დამატებით სამსახურებში შევიდეს და მოხდეს აუდიტის მხრიდან შემოწმება, შესაბამისად, თუ რომელი სამსახურები იქნება ესენი, ცნობილი იქნება“,-განაცხადა კალაძემ.
კომენტარები