NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია „საერთაშორისო გამჭვირვალობას“ პაუსუხობს

კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია „საერთაშორისო გამჭვირვალობას“ პაუსუხობს

12 დეკ 2017 ახალი ამბები, სამართალი 1126 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მიერ გამოქვეყნებულ დასკვნას არაკვალიფიციურს უწოდებს და აცხადებს, რომ საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის განათლება და დიპლომი სრულად აკმაყოფილებს მაუწყებლობის შესახებ კანონის მოთხოვნებს. ამასთან დაკავშირებით კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის გავრცელებულ განცხადებაში წერია.

„კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურმა 1986-1992 წლებში დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი კიბერნეტიკისა და გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტი, რომლის დიპლომიც გათანაბრებულია მაგისტრის ხარისხთან და ის სრულად შეესაბამება მაუწყებლობის შესახებ კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნებს.

ცნობისთვის, კიბერნეტიკა არის მეცნიერება ელექტრონული კომუნიკაციის შესახებ და იგი შეისწავლის ელექტრონულ მოწყობილობებს შორის ინფორმაციის გადაცემას, მიღებას, დამუშავებას, შენახვა და ამ ინფორმაციის გამოყენებას მართვისთვის, შესაბამისად კიბერნეტიკა ელექტრონულ კომუნიკაციებს მოიცავს.

შეგახსენებთ, რომ კომისიის წევრების არჩევასა და დაკომპლექტებაში ჩართულია როგორც აღმასრულებელი ისე საკანონდებლო ხელისუფლება. კომისიის წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსზე საბუთების მიღების ვადის ამოწურვის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია აქვეყნებს კონკურსანტთა სიას, შემდეგ მთავრობასთან შეთანხმებით საქართველოს პრეზიდენტი თითოეულ ვაკანტურ თანამდებობაზე სამ კანდიდატურას არჩევს , რომელიც ასევე ღია წესით ქვეყნდება. შემდეგ კანდიდატურები წარედგინება პრემიერმინისტრს კონტრასიგანციის მისაღებად, მას შემდეგ რაც პრემიერმინისტრი კონტრასიგანაციას გასცემს, პრეზიდენტი შერჩეულ წევრებს წარუდგენს საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად. სწორედ აღნიშნული პროცედურების გავლითა და დაცვით იქნა 2013 წელს კახა ბექაური მარეგულირებელი კომისიის წევრად 83 ხმით 6 წლის ვადით არჩეული.

2013 წელს სწორედ კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში გამოცხადებული კონკურსის პარალელურად გარკვეული ჯგუფების მიერ კახა ბექაურის დიპლომი და განათლება იყო განხილვის საგანი, თუმცა როგორც აღმასრულებელმა ასევე საკანონდებლო ხელისუფლებამ აღნიშნული საკითხი შეისწავლა და მას შემდეგ რაც დარწმუნდა რომ თემის მიმართ ხელოვნური აჟიოტაჟი იყო შექმნილი და კახა ბექაურის განათლება და დიპლომი სრულად აკმაყოფილებდა მაუწყებლობის შესახებ კანონის მოთხოვნებს, ის კომისიის წევრად აირჩიეს.

საკითხის ამოწურვიდან 4 წლის შემდეგ საერთაშირისო გამჭვირვალობის მიერ არაკვალიფიციური და ცრუ ინფორმაციის შემცველი დასკვნის გამოქვეყნება არის მცდელობა შელახოს მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის საქმიანი რეპუტაცია და შეიყვანოს საზოგადოება შეცდომაში“, – წერია განცხადებაში.

კომენტარები

კახა ბექაური კომუნიკაციების ეროვნული კომისია საერთაშორისო გამჭვირვალობა 2017-12-12
Tags კახა ბექაური კომუნიკაციების ეროვნული კომისია საერთაშორისო გამჭვირვალობა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

სეთ როგენი ცნობილი ამერიკელი ჟურნალისტის როლს შეასრულებს

შემდეგი სტატია

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით განიხილავენ

მსგავსი სტატიები

„მოხდება უნივერსიტეტების არაგეგმიური შემოწმება და სტანდარტებთან შეუსაბამობა სტუდენტთა მიღების შეჩერების საბაბი გახდება“

20 დეკ 2017

პერუში ცვილის ფიგურების მუზეუმში წარმოდგენა არ აქვთ როგორ გამოიყურება ლედი გაგა

25 ოქტ 2017
„ვანო მერაბიშვილის სამოქალაქო კლინიკებში გადაყვანის შემდეგ ვნახეთ, რომ არცერთ ორგანოზე არ ფიქსირდება სიმსივნე“

„ვანო მერაბიშვილის სამოქალაქო კლინიკებში გადაყვანის შემდეგ ვნახეთ, რომ არცერთ ორგანოზე არ ფიქსირდება სიმსივნე“

სოსო ელისაშვილი 02 ოქტ 2018

უახლესი ამბები

  • ბორის ნემცოვი უკრაინასთან ომის შესახებ (2014წლის ჩანაწერი)

    ბორის ნემცოვი უკრაინასთან ომის შესახებ (2014წლის ჩანაწერი)

  • დიზაინერი პაკო რაბანი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა

    დიზაინერი პაკო რაბანი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა

  • ეკა ხერხეულიძე: სააკაშვილის სახელით სპეკულირება მიუღებელია

    ეკა ხერხეულიძე: სააკაშვილის სახელით სპეკულირება მიუღებელია

  • არას­რულ­წლო­ვა­ნის დედას არ სჯერა, რომ ბიძამ მისი 7 წლის შვილი გააუპატიურა

    არას­რულ­წლო­ვა­ნის დედას არ სჯერა, რომ ბიძამ მისი 7 წლის შვილი გააუპატიურა

  • ჯემალ ღაღანიძე 89 წლის ასაკში გარდაიცვალა

    ჯემალ ღაღანიძე 89 წლის ასაკში გარდაიცვალა

  • კალაძე: მოგვიწოდებენ, რომ თვალი უნდა დავხუჭოთ ჩვენს კონსტიტუციასა და კანონმდებლობაზე, შეურაცხყოფა მივაყენოთ მოსახლეობას და სამშობლოს – მიხეილ სააკაშვილი უნდა გავათავისუფლოთ და ვიქნებით დემოკრატიის შუქურა

    კალაძე: მოგვიწოდებენ, რომ თვალი უნდა დავხუჭოთ ჩვენს კონსტიტუციასა და კანონმდებლობაზე, შეურაცხყოფა მივაყენოთ მოსახლეობას და სამშობლოს – მიხეილ სააკაშვილი უნდა გავათავისუფლოთ და ვიქნებით დემოკრატიის შუქურა

  • კახა კალაძე: ვუყურებთ უნიჭოდ დადგმულ თეატრალურ სპექტაკლს

    კახა კალაძე: ვუყურებთ უნიჭოდ დადგმულ თეატრალურ სპექტაკლს

  • შოთა გულბანი: თუკი საქართველო აკრძალავდა სავაჭრო და ფულადი გზავნილების არხებს რუსეთთან, 2022 წლის ეკონომიკისთვის ფატალური შედეგების მომტანი იქნებოდა

    შოთა გულბანი: თუკი საქართველო აკრძალავდა სავაჭრო და ფულადი გზავნილების არხებს რუსეთთან, 2022 წლის ეკონომიკისთვის ფატალური შედეგების მომტანი იქნებოდა

  • რადგან…  სამშობლო აირჩია!

    რადგან… სამშობლო აირჩია!

  • ნინო ნადირაძე: ახალ წელს პერსონალს გაუმასპინძლდა საჭმლით, ვიცი, რომ სოფო ნიჟარაძის დედამ გაუკეთა საცივი, გამახარა ჩემმა პერსონალმა, გემრიელად მიირთვა და ჩვენც გაგვიმასპინძლდაო

    ნინო ნადირაძე: ახალ წელს პერსონალს გაუმასპინძლდა საჭმლით, ვიცი, რომ სოფო ნიჟარაძის დედამ გაუკეთა საცივი, გამახარა ჩემმა პერსონალმა, გემრიელად მიირთვა და ჩვენც გაგვიმასპინძლდაო

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge