NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»კობახიძე: აუდიტის სამსახურის ფუნქციონირება მნიშვნელოვანია მთლიანად კონსტიტუციური სისტემის გამართული ფუნქციონირებისთვის

კობახიძე: აუდიტის სამსახურის ფუნქციონირება მნიშვნელოვანია მთლიანად კონსტიტუციური სისტემის გამართული ფუნქციონირებისთვის

12 დეკ 2017 ახალი ამბები, პოლიტიკა 143 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„აუდიტის სამსახურის ფუნქციონირება მნიშვნელოვანია მთლიანად კონსტიტუციური სისტემის გამართული ფუნქციონირებისთვის”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2018-2022 წლების განვითარების სტრატეგიის პრეზენტაციაზე  განაცხადა. სიტყვით გამოსვლისას ირაკლი კობახიძემ აუდიტის სამსახურის განვითარების სტრატეგიული ხედვის ჩამოყალიბების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყალიბდება აუდიტის სამსახურის განვითარების სტრატეგიული ხედვა, რაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს, არა მხოლოდ თვითონ, უშუალოდ, სამსახურის რესურსების გაძლიერებაში, არამედ, მთლიანად, კონსტიტუციური სისტემის ფუნქციონირების პრაქტიკის დახვეწაში”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე შეფასებით, საქართველოს პარლამენტი და აუდიტის სამსახური წარმატებულად თანამშრომლობენ. ირაკლი კობახიძის თქმით, ასევე, მნიშვნელოვანია, რომ სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ირაკლი მექვაბიშვილის დამტკიცებას როგორც პოლიტიკური სპექტრის, ასევე, სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან დადებითი შეფასება მოჰყვა.

„მოხარული ვარ, რომ  გვაქვს ინსტიტუციური კავშირი პარლამენტსა და აუდიტის სამსახურს შორის.   ვთანამშრომლობთ ძალიან დიდი წარმატებით. ასეთივე წარმატებით გავაგრძელებთ, რა თქმა უნდა, თანამშრომლობას. მოხარულნი ვართ, რომ აუდიტის სამსახურს ჰყავს ახალი ხელმძღვანელი და ამ თანამდებობაზე წარდგენილ იქნა ისეთი კანდიდატი, რომელთან დაკავშირებითაც როგორც საპარლამენტო უმრავლესობის, ასევე, საპარლამენტო უმცირესობის მხრიდან ერთნაირი პოზიციები იყო. ბატონი ირაკლის წარდგენას და მის თანამდებობაზე დამტკიცებას პოლიტიკური სპექტრის და სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან საყოველთაო დადებითი შეფასება მოჰყვა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა”,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, გასული ხუთი წლის განმავლობაში, დამოუკიდებლობის განმტკიცების თვალსაზრისით, აუდიტის სამსახურმა მნიშვნელოვანი წინსვლა განიცადა და ახლა დროა, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს სამსახურის რესურსების განვითარებას.

„ ამ კუთხით, მნიშვნელოვანია სტრატეგიული ხედვის არსებობა, საშუალო ვადიანი ხედვის არსებობა და დარწმუნებული ვარ, რომ ეს საშუალო ვადიანი ხედვა მიგვიყვანს  სასურველ შედეგამდე, რასაც ჰქვია აუდიტის სამსახურის რესურსების თვისებრივი გაძლიერება ჩვენს ქვეყანაში. აუდიტის სამსახურის ფუნქციონირება მნიშვნელოვანია მთლიანად კონსტიტუციური სისტემის გამართული ფუნქციონირებისთვის, მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ თითოეულმა უწყებამ, თითოეულმა სამსახურმა, თითოეულმა სამინისტრომ, პარლამენტმა ჯეროვნად და კანონმდებლობის შესაბამისად განახორციელონ თავიანთი უფლებამოსილებები”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სახელმწიფო აუდიტორის სამსახურისადმი მხარდაჭერა და თანამშრომლობისთვის მზადყოფნა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

კომენტარები

აუდიტის სამსახური ირაკლი კობახიძე 2017-12-12
Tags აუდიტის სამსახური ირაკლი კობახიძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

მერია: ისნის რაიონში 25-ზე მეტი უნებართვო მშენებლობა გამოვლინდა

შემდეგი სტატია

ლუცენკო: ჩემზე კოლოსალური ზეწოლაა

მსგავსი სტატიები

გიორგი კვირიკაშვილი: საქართველოსა და ჰონგ კონგს შორის თავისუფალი ვაჭრობის ამოქმედება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პროდუქციის ექსპორტისთვის და კიდევ ერთხელ წარმოაჩენს საქართველოს ღია ეკონომიკას

გიორგი კვირიკაშვილი: საქართველოსა და ჰონგ კონგს შორის თავისუფალი ვაჭრობის ამოქმედება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პროდუქციის ექსპორტისთვის და კიდევ ერთხელ წარმოაჩენს საქართველოს ღია ეკონომიკას

08 ივნ 2018
გიორგი გახარია მარაბდა-კარწახის მონაკვეთის ინსპექტირებას ახორციელებს

გიორგი გახარია მარაბდა-კარწახის მონაკვეთის ინსპექტირებას ახორციელებს

27 სექ 2017
ვაკის პარკთან მომხდარი დაპირისპირების დროს ვალერი კვარაცხელია დააკავეს

ვაკის პარკთან მომხდარი დაპირისპირების დროს ვალერი კვარაცხელია დააკავეს

09 მაი 2018

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

უახლესი ამბები

  • სამწუხაროდ, დღეს ბევრი ვაიპატრიოტი ეწინააღმდეგება ყველანაირ მშენებლობას, განსაკუთრებული ძალისხმევით ებრძვიან ჰესების განვითარებას

    სამწუხაროდ, დღეს ბევრი ვაიპატრიოტი ეწინააღმდეგება ყველანაირ მშენებლობას, განსაკუთრებული ძალისხმევით ებრძვიან ჰესების განვითარებას

  • ყველაზე გვიან, პარასკევს ვაჟა გაფრინდაშვილი სახლში იქნება

    ყველაზე გვიან, პარასკევს ვაჟა გაფრინდაშვილი სახლში იქნება

  • რამდენმა ადამიანმა და უწყებამ უნდა თქვას, რომ „ჩაინიკები“ არიან, რომ ბოლი გამოუშვან? – ასე დგას საკითხი

    რამდენმა ადამიანმა და უწყებამ უნდა თქვას, რომ „ჩაინიკები“ არიან, რომ ბოლი გამოუშვან? – ასე დგას საკითხი

  • ფინანსთა სამინისტროს გაუმჯობესებული მუშაობა ეკონომიკაზეც უნდა აისახოს

    ფინანსთა სამინისტროს გაუმჯობესებული მუშაობა ეკონომიკაზეც უნდა აისახოს

  • სალომე ზურაბიშვილი კითხვაზე, „ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ არიან?” – არა, გითხარით უკვე!

    სალომე ზურაბიშვილი კითხვაზე, „ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ არიან?” – არა, გითხარით უკვე!

  • ომბუდსმენის შეფასებით, ის, რომ 20 ივნისის აქციის შემდეგ მხოლოდ აქტივისტები არიან დაკავებული და არც ერთი სამართალდამცავი პასუხისგებაში მიცემული არაა, ამ პროცესს ჩრდილს აყენებს

    ომბუდსმენის შეფასებით, ის, რომ 20 ივნისის აქციის შემდეგ მხოლოდ აქტივისტები არიან დაკავებული და არც ერთი სამართალდამცავი პასუხისგებაში მიცემული არაა, ამ პროცესს ჩრდილს აყენებს

  • იმედია კომპრომისამდე მივალთ – მდინარაძის კაბინეტში საარჩევნო სისტემის საკითხზე შეხვედრა გაიმართა

    იმედია კომპრომისამდე მივალთ – მდინარაძის კაბინეტში საარჩევნო სისტემის საკითხზე შეხვედრა გაიმართა

  • ადამიანები მიდიან და მოდიან, ერთ პროფესიონალს მეორე შეცვლის, მაგრამ საპენსიო რეფორმა ცალკეულ საკადრო გადაწყვეტილებაზე არაა დამოკიდებული

    ადამიანები მიდიან და მოდიან, ერთ პროფესიონალს მეორე შეცვლის, მაგრამ საპენსიო რეფორმა ცალკეულ საკადრო გადაწყვეტილებაზე არაა დამოკიდებული

  • გუშინდელმა შეხვედრამ გააჩინა შანსი, რომ ივანიშვილი კომპრომისზე წამოვიდეს – ივანიშვილის სიტყვას ბოლომდე ვერ ენდობი, ვიდრე არ გაფორმდება

    გუშინდელმა შეხვედრამ გააჩინა შანსი, რომ ივანიშვილი კომპრომისზე წამოვიდეს – ივანიშვილის სიტყვას ბოლომდე ვერ ენდობი, ვიდრე არ გაფორმდება

  • ოპოზიციასთან შემდეგ შეხვედრაზე საუბარი იქნება, როგორ მოვემზადოთ 2020-ის არჩევნებისთვის ისე, რომ 2024 წელს პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ გადაწყვეტილება შევინარჩუნოთ

    ოპოზიციასთან შემდეგ შეხვედრაზე საუბარი იქნება, როგორ მოვემზადოთ 2020-ის არჩევნებისთვის ისე, რომ 2024 წელს პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ გადაწყვეტილება შევინარჩუნოთ

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by News.ge