ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ მოითხოვა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღონ იმ პარტიებმა, რომლებმაც ადგილობრივ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს. როგორც BBC წერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ქვეყნის ძირითადმა ოპოზიციურმა კანდიდატებმა გამოუცხადეს ბოიკოტი.
„პარტიებმა, რომლებსაც არ მიუღიათ მონაწილეობა დღევანდელ კენჭისყრაში და მოუწოდებდნენ ბოიკოტისკენ, ვერ შეძლებენ სხვა არჩევნებში მონაწილეობას. ამ ინიციატივას, მე როგორც სახელმწიფოს მეთაური, მხარს ვუჭერ“ – აცხადებს მადურო.
კომენტარები