NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»თბილისის 2018 წლის ახალი ბიუჯეტის პროექტი საკრებულოში უკვე შევიდა

თბილისის 2018 წლის ახალი ბიუჯეტის პროექტი საკრებულოში უკვე შევიდა

11 დეკ 2017 ახალი ამბები, პოლიტიკა 710 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

,,თბილისის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი,  861 მილიონ 609 ათას ლარს შეადგენს და  იმ პროგრამულ დაპირებებს ასახავს, რომელიც “ქართულმა ოცნებამ”  წინასაარჩევნოდ გასცა “- აღნიშნული განცხადება თბილისის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბექა დავითულიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

დეპუტატმა დედაქალაქის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში გათვალისწინებულ პრიორიტეტებზე დეტალურად ისაუბრა  და აღნიშნა, რომ თბილისის მერიისა და ცენტრალური მთავრობის თანამშრომლობის შედეგად, თბილისისთვის დამატებით 60 მლნ ლარის მობილიზება განხორციელდა.  მისივე თქმით, აღნიშნული თანხის ძირითადი ნაწილი, 43 მლნ ლარი, ძველი თბილისის რეაბილიტაციას კერძოდ, გუდიაშვილის მოედნის პროექტს; მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგებას; ორბელიანის მოედანს, ასევე კალაუბნის, კოტე აფხაზის და ფიროსმანი ქუჩების რეაბილიტაციის პროექტების მომზადებას მოხმარდება.

როგორც დავითულიანმა აღნიშნა, ქალაქის  ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის ბიუჯეტში 326 მლნ. ლარამდეა გამოყოფილი, რომლის ფარგლებშიც არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტია გათვალისწინებული, მათ შორის საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიმართულებით.

„სატრანსპორტო კოლაფსის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებისა და ქალაქის საცობებისგან განტვირთვის მიზნით, 2018 წელს თბილისის სატრანსპორტო სისტემის განვითარების გეგმაზე  მუშაობა დაიწყება. საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების მიმართულებით კი მეტროსადგურების რეაბილიტაცია და ავტობუსების სამარშრუტო ქსელის დახვეწა-გაფართოვებაა დაგეგმილი“ – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

დეპუტატის განმარტებით, 2018 წლის ბიუჯეტის პროექტში  ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის  გაუმჯობესებისთვის გამოყოფილი თანხები 88 მლნ ლარამდეა გაზრდილი. დავითულიანის თქმით, ამ სახსრებით იგეგმება საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამუშავების სრულყოფა და მასშტაბური გამწვანებითი სამუშაოები.

ბექა დავითულიანმა კულტურის, განათლებისა და სპორტის, მულტიფუნქციურ,  ახალგაზრდულ ცენტრებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ  2018 წელს 2 ასეთი ცენტრის მშენებლობა და 3-ის პროექტირებაა გათვალისწინებული.

დეპუტატი ჯანდაცვის თემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ბიუჯეტის პროექტში, წარმოდგენილია 2 ახალი მუნიციპალური პროგრამა, რომლებიც   ღვიძლის ტრანსპლანტაციისა და ფარისებრი ჯირკვლის კიბოს სკრინინგს მოიცავს.

რაც შეეხება სხვა პროგრამებს ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით, ბექა დავითულიანის განცხადებით, ამ პროგრამების დახვეწასა და ეფექტიანობის გაზრდაზე თბილისი მერია აქტიურად მუშაობს.

2018 წლის ბიუჯეტის პროექტი, რომელიც წარმომადგენლობით ორგანოში 8 დეკემბერს შევიდა,  საკრებულოს კომისიებსა და ფრაქციებში განიხილება. წარმოდგენილი იქნება დასკვნები რომლის საფუძველზეც, საკრებულო მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას.

 

 

კომენტარები

ბიუჯეტის პროექტი დავითულიანი საკრებულო 2017-12-11
Tags ბიუჯეტის პროექტი დავითულიანი საკრებულო
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„კვირის პალიტრა“: ქართული ჯარი მომავალი წლიდან ფრანგულ „მისტრალებს“ მიიღებს

შემდეგი სტატია

ფარული კამერით გადაღებული შეშინებული ადამიანები

მსგავსი სტატიები

შავნაბადას მამათა მონასტრის ტერიტორიაზე ხანძარი ლოკალიზებულია

14 სექ 2017
ირაკლი კობახიძე: ყველამ იცის, რომ არჩევნებამდე ერთი თვით ადრე პლენარული სხდომები არ ტარდება, როცა ეს იცი და მაინც გამოდიხარ ასეთი ინიციატივით, ეს არის სპეკულაცია

ირაკლი კობახიძე: ყველამ იცის, რომ არჩევნებამდე ერთი თვით ადრე პლენარული სხდომები არ ტარდება, როცა ეს იცი და მაინც გამოდიხარ ასეთი ინიციატივით, ეს არის სპეკულაცია

ირაკლი შალიკაშვილი 21 სექ 2021

გიორგი მღებრიშვილმა სპეციალური ბრძანება გამოსცა

22 სექ 2017

უახლესი ამბები

  • BBC: ბორის ჯონსონმა პარლამენტის წევრებს დაუდასტურა რუს ოლიგარქთან შეხვედრები

    BBC: ბორის ჯონსონმა პარლამენტის წევრებს დაუდასტურა რუს ოლიგარქთან შეხვედრები

  • გია ხუხაშვილი: ერთადერთი, რაც ამ თემის აქტუალიზაციამ გამოიწვია, არის ის, რომ ხელისუფლებას მიეცა მიზეზი, დეპოლარიზაცია ექცია მთავარ საკითხად

    გია ხუხაშვილი: ერთადერთი, რაც ამ თემის აქტუალიზაციამ გამოიწვია, არის ის, რომ ხელისუფლებას მიეცა მიზეზი, დეპოლარიზაცია ექცია მთავარ საკითხად

  • დემნა გვასალია: მიყვარხარ. მიყვარხარ 30 წელია. გელოდები მას შემდეგ, რაც 10 წელი შემისრულდა

    დემნა გვასალია: მიყვარხარ. მიყვარხარ 30 წელია. გელოდები მას შემდეგ, რაც 10 წელი შემისრულდა

  • ამირან გამყრელიძე: ჩვენი ძირითადი მოწოდებაა იმუნიზაცია

    ამირან გამყრელიძე: ჩვენი ძირითადი მოწოდებაა იმუნიზაცია

  • ზელენსკი: ჩვენ არ დავთმობთ ჩვენს მიწას

    ზელენსკი: ჩვენ არ დავთმობთ ჩვენს მიწას

  • მედვედევი: აშშ-მა და მისმა მარიონეტებმა უნდა დაიმახსოვრონ ბიბლიის სიტყვები: “ნუ განიკითხავთ და არ განიკითხებით”, რათა ერთ დღეს არ დაატყდეთ უფლის რისხვის დიდი დღე

    მედვედევი: აშშ-მა და მისმა მარიონეტებმა უნდა დაიმახსოვრონ ბიბლიის სიტყვები: “ნუ განიკითხავთ და არ განიკითხებით”, რათა ერთ დღეს არ დაატყდეთ უფლის რისხვის დიდი დღე

  • “ევროკავშირის გზავნილი ნათელია – ახლა დროა, საქართველოს მთავრობა, თავის მართლების ნაცვლად, საქმეს შეუდგეს”

    “ევროკავშირის გზავნილი ნათელია – ახლა დროა, საქართველოს მთავრობა, თავის მართლების ნაცვლად, საქმეს შეუდგეს”

  • ზურაბ ჯაფარიძე: როცა ბევრი ხალხი იყო აქციაზე, ყველას უნდოდა ამ წარმატების ნაწილი ყოფილიყო, მაგრამ როგორც კი პატარა წარუმატებლობა დაიდო…

    ზურაბ ჯაფარიძე: როცა ბევრი ხალხი იყო აქციაზე, ყველას უნდოდა ამ წარმატების ნაწილი ყოფილიყო, მაგრამ როგორც კი პატარა წარუმატებლობა დაიდო…

  • პარიზი. დემნა გვასალიას შოუ (ვიდეო)

    პარიზი. დემნა გვასალიას შოუ (ვიდეო)

  • მდინარაძე: როცა უკრაინის ხელისუფლება პირდაპირ მოგვიწოდებდა ომისკენ, აქაური რადიკალური ოპოზიცია და ენჯეოები პირდაპირ ტესტავდნენ ომის ნარატივს

    მდინარაძე: როცა უკრაინის ხელისუფლება პირდაპირ მოგვიწოდებდა ომისკენ, აქაური რადიკალური ოპოზიცია და ენჯეოები პირდაპირ ტესტავდნენ ომის ნარატივს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge