NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება ყოველთვის იყო და არის ევროკავშირთან დაახლოების პროცესის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა“

„საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება ყოველთვის იყო და არის ევროკავშირთან დაახლოების პროცესის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა“

11 დეკ 2017 ახალი ამბები, პოლიტიკა 899 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„საქართველოს ხელისუფლების ამოცანაა, რომ ჩვენი ურთიერთობების მზარდი ინტენსივობა ევროკავშირთან სრულფასოვანი წევრობით დაგვირგვინდეს”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ კონფერენციაზე – „საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ამოცანები” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ საქართველოს პარლამენტს, მთავრობასა და სამოქალაქო სექტორს ევროკავშირის „აღმოსავლეთ პარტნიორობის” სამიტზე საქართველოს მიერ მიღწეული წარმატებების აღიარება მიულოცა. მისი განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებისა და ხალხის ენერგია ევროატლანტიკურ ალიანსსა და ევროკავშირში გაწევრიანების მიზნისკენ უნდა იყოს მიმართული.

„საქართველო უკვე უპირობოდაა აღიარებული „აღმოსავლეთის პარტნიორობის” ყველაზე წარმატებულ ქვეყნად, თუმცა, ეს ჩვენი თვითმიზანი არასოდეს ყოფილა. საქართველოს ხელისუფლების ამოცანაა, რომ ჩვენი ურთიერთობების მზარდი ინტენსივობა ევროკავშირთან სრულფასოვანი წევრობით დაგვირგვინდეს.

ევროატლანტიკურ ალიანსსა და ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისა და დემოკრატიული განვითარების გარანტია იქნება, ამიტომაც, ჩვენი ხელისუფლებისა და ხალხის ინტერესები და ენერგია ამ მიზნის შესრულებისკენ უნდა იყოს მიმართული”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის მომავლის თაობაზე გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა თავად მის წევრ ქვეყნებს შორის არსებობს, ქართული საზოგადოება ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ არჩევანს სულ უფრო მეტად იზიარებს. ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა კი, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ყოველთვის იყო და არის საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება.

„ჩვენი საზოგადოება სულ უფრო მეტად იზიარებს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ არჩევანს, რაც ნიშნავს, რომ დასავლური თანამეგობრობის წევრობა ხელისუფლების სურვილი კი არა, ხალხის თავისუფალი ნების გამოვლინებაა.  სასიხარულოა, რომ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება არ არის მხოლოდ ხელისუფლების მიზანი და საზრუნავი. საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება ყოველთვის იყო და არის ამ პროცესის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა. ხელისუფლებასა და სამოქალაქო სექტორს შორის აზრების გაცვლა და ძალისხმევის კოორდინირება მისასალმებელია და აუცილებლად უნდა გაგრძელდეს”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. სიტყვით გამოსვლისას ირაკლი კობახიძემ  ევროკავშირს და ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელ იანოშ ჰერმანს სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

პარლამენტის თავმჯდომარემ კონფერენციის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღევანდელი ღონისძიება კოორდინაციისა და მჭიდრო თანამშრომლობის მაგალითია. მისივე თქმით, სიმბოლურია, რომ ევროკავშირთან ურთიერთობების განსახილველად ხელისუფლება და სამოქალაქო საზოგადოება საქართველოს პარლამენტში შეიკრიბა, რადგან, პარლამენტი იყო თანამედროვე ქართული დემოკრატიის აკვანი და რჩება საქართველოში დემოკრატიის მთავარ საყრდენად.

ირაკლი კობახიძემ ევროკავშირთან ასოცირების საკითხების განხილვაში სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობაზეც ისაუბრა და  განაცხადა, აღნიშნული ზრდის  ევროკავშირთან დაახლოების პროცესისა და მისი შედეგების ლეგიტიმურობის ხარისხს.

„თქვენი მონაწილეობა ევროკავშირთან ასოცირების საკითხების განხილვაში რამდენიმე თვალსაზრისითაა მნიშვნელოვანი. უპირველეს ყოვლისა, თქვენი ენერგია და ენთუზიაზმი, მართვის უნარი და კომპეტენცია საქართველოს მოსახლეობისთვის და ევროკავშირის ქვეყნებისთვის იმის ნათელი დადასტურებაა, რომ საქართველო სწრაფად ვითარდება და მალე შეძლებს მიაღწიოს ევროკავშირის წევრობისათვის საჭირო სტანდარტებს.

თქვენი მოსაზრებები და რეკომენდაციები დიდ სამსახურს უწევს საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას საჭირო საკანონმდებლო ბაზისა და პოლიტიკის შემუშავებაში, რითაც იზრდება ხელისუფლების წარმატებისა და ეფექტურობის დონე.

თქვენი მონაწილეობა ევროკავშირთან დაახლოების პროცესში ზრდის ამ პროცესისა და მისი შედეგების ლეგიტიმურობის ხარისხს და ბევრად მეტ ადამიანს აძლევს ამ ისტორიულ საქმეში ჩართვის საშუალებას.

სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების პროცესში ჩვენს საერთო მიზნებს ემსახურება – მოქალაქეების ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას და ყველა ადამიანისა და სოციალური ჯგუფის შესაძლებლობების გამოვლენისათვის უკეთესი ვითარების შექმნას.

ასე, რომ ჩვენ ევროკავშირთან დაახლოების პროცესში პარტნიორები ვართ და პარტნიორები უნდა ვიყოთ”,- მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.

ირაკლი კობახიძემ, საქართველოს პარლამენტის სახელით, შემდგომი თანამშრომლობისთვის მზადყოფნა დაადასტურა. „ველით თქვენს აქტიურ ჩართულობას და მონაწილეობას, რომლის გარეშეც პარლამენტსაც და მთავრობასაც ძალიან გაუჭირდებოდა საქართველოს მოსახლეობის არჩევანის წარმატებით შესრულება”,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

საქართველოს მთავრობისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის ერთობლივ კონფერენციაში მონაწილეობას  საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იღებენ

კომენტარები

ირაკლი კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარე 2017-12-11
Tags ირაკლი კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ჯასტინ ბიბერი კალიფორნიის შტატში ტყის ხანძრის შედეგად დაზარალებულებს დაეხმარება

შემდეგი სტატია

ლინას ლიკნევიჩუსი: რაც შეეხება სააკაშვილს, ეს უკრაინის შიდა საქმეა

მსგავსი სტატიები

შსს-ს კომენტარი კლუბ “ბასიანზე” სპეცრაზმის შესვლასთან დაკავშირებით

შსს-ს კომენტარი კლუბ “ბასიანზე” სპეცრაზმის შესვლასთან დაკავშირებით

12 მაი 2018
ოპოზიციამ 25 თებერვალს დაანონსებული აქცია გადადო

ოპოზიციამ 25 თებერვალს დაანონსებული აქცია გადადო

ნინო ჩხეიძე 21 თებ 2021

ქუთაისის ცენტრში სავაჭრო ობიექტები დაიტბორა

24 სექ 2017

უახლესი ამბები

  • ნინო ბურჯანაძე: ყველას ბრალია ყველაფერი, გარდა სალომე ზურაბიშვილისა? მე რა შუაში ვარო, შუაში კი არა, თავშია: ხელისუფლება ვერ გათამამდებოდა, პრეზიდენტი თავის ადგილზე რომ ყოფილიყო

    ნინო ბურჯანაძე: ყველას ბრალია ყველაფერი, გარდა სალომე ზურაბიშვილისა? მე რა შუაში ვარო, შუაში კი არა, თავშია: ხელისუფლება ვერ გათამამდებოდა, პრეზიდენტი თავის ადგილზე რომ ყოფილიყო

  • ჩეჩნეთის ლიდერის, რამ­ზან კა­დი­როვის კერძო თვითმფრინავი მალდივებზე დააფიქსირეს

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამ­ზან კა­დი­როვის კერძო თვითმფრინავი მალდივებზე დააფიქსირეს

  • ანა წითლიძე „ნაცმოძრაობის“ წევრებზე: მარაზმია მეგობრებო, ერთი პარტიის წევრები ერთმანეთთან დებატებში რომ სხდებით

    ანა წითლიძე „ნაცმოძრაობის“ წევრებზე: მარაზმია მეგობრებო, ერთი პარტიის წევრები ერთმანეთთან დებატებში რომ სხდებით

  • ცნობილი თურქი მსახიობი ერკან პეტეკაია სოციალურ ქსელში დახმარებას ითხოვს – გთხოვთ, დაგვეხმაროთ. ღმერთმა ყველას გვიშველოს

    ცნობილი თურქი მსახიობი ერკან პეტეკაია სოციალურ ქსელში დახმარებას ითხოვს – გთხოვთ, დაგვეხმაროთ. ღმერთმა ყველას გვიშველოს

  • თურქეთის საელჩოს განცხადება

    თურქეთის საელჩოს განცხადება

  • ირაკლი კობახიძე ნონა წოწორიაზე: ჩვენი საერთო სირცხვილია ის, რომ ასეთი ადამიანი 9 წლის განმავლობაში საქართველოს წარმოადგენდა სტრასბურგის სასამართლოში

    ირაკლი კობახიძე ნონა წოწორიაზე: ჩვენი საერთო სირცხვილია ის, რომ ასეთი ადამიანი 9 წლის განმავლობაში საქართველოს წარმოადგენდა სტრასბურგის სასამართლოში

  • ნიკა გვარამია: სააკაშვილის სასჯელის გადავადების თაობაზე გადაწყვეტილებით საქართველოში სიკვდილით დასჯა ეფექტურად აღდგა

    ნიკა გვარამია: სააკაშვილის სასჯელის გადავადების თაობაზე გადაწყვეტილებით საქართველოში სიკვდილით დასჯა ეფექტურად აღდგა

  • თეა წულუკიანი: რაც შეეხება რევოლუციების დაპირებას, მუქარებს, ესეც უკვე ნანახია, მრავალჯერ იყო მცდელობა და ვერ განხორციელდა

    თეა წულუკიანი: რაც შეეხება რევოლუციების დაპირებას, მუქარებს, ესეც უკვე ნანახია, მრავალჯერ იყო მცდელობა და ვერ განხორციელდა

  • სალომე ზურაბიშვილი: ქვეყნის რეპუტაცია შეილახა, ნდობა შეირყა, ჩვენი ადგილი ახალ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში გაურკვეველი გახდა

    სალომე ზურაბიშვილი: ქვეყნის რეპუტაცია შეილახა, ნდობა შეირყა, ჩვენი ადგილი ახალ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში გაურკვეველი გახდა

  • მთავრობის ადმინისტრაციასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია იმართება

    მთავრობის ადმინისტრაციასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია იმართება

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge