საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება კონსესუსის საფუძველზე იქნება მიღებული. ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ კონსტიტუციის ახალირედაქციით, ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტი გაზრდილია.
„ჩვენ გავზარდეთ ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტი, კერძოდ, ცალკე არის დაცული საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ძირითადი უფლება, რაც აქამდე არ იყო კონსტიტუციით დაცული და საერთოდ არ იყო კონსტიტუციაში მოხსენიებული. იყოინიციატივა იუსტიციის სამინისტროს მხრიდან, რომ შეიცვალოს ჩანაწერი ჩარევის საფუძვლების თაობაზე. ამასთან დაკავშირებით იყო მსჯელობა. საბოლოო ჯამში, კონენსუსის საფუძველზე მიიღება გადაწყვეტილება იმის თაობაზე, შეიძლება თუ არა დაემატოსრაიმე ჩანაწერი მე-18 მუხლს“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. მისივე თქმით. კონსულტაციების გამართვამდე, ამ საკითხთან დაკავშირებით, საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას მოერიდება.
„ჩვენ დავპირდით როგორც იუსტიციის სამინისტროს, ასევე, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, რომ კიდევ ერთხელ შედგება კონსულტაციები ამასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, ამ კონსულტაციებამდე მე მოვერიდები ჩემი პოზიციისდაფიქსირებას“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
კომენტარები