იულია ტიმოშენკოს განცხადებით, ის სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად მივიდა.
„მე მოვედი მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად, რადგან იგივე ხდებოდა ჩემ თავს“, – აცხადებს ტიმოშენკოს. მისივე თქმით, სასამართლო დღეს იქცევა ისე, როგორც იანუკოვიჩის პერიოდში იქცეოდა.
სააკაშვილის განცხადებით ის გაკვირვებულია თუ რამდენი ადამიანი მივიდა მის მხარდასაჭერად.
„მე მხოლოდ სამდღიანი სტაჟი მაქვს. იულიას – სამ წლიანი. შესანიშნავად გამოიყურება. იქნებ ეს კარგიც არის?“, – იხუმრა სააკაშვილმა.
კომენტარები