NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»პრემიერი: თითოეული ჩუქურთმა, თითოეული შენობა, რომელიც არის ერთი ქალაქის ფასი, უნდა შემოვინახოთ, აღვადგინოთ, მოვეფეროთ

პრემიერი: თითოეული ჩუქურთმა, თითოეული შენობა, რომელიც არის ერთი ქალაქის ფასი, უნდა შემოვინახოთ, აღვადგინოთ, მოვეფეროთ

11 დეკ 2017 ახალი ამბები, პოლიტიკა 965 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ორბელიანის მოედნის რეაბილიტაცია იწყება. პროექტის პრეზენტაციას, რომელიც დღეს თბილისის მერიამ გამართა, საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.

ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.

პრემიერმა ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის დასაწყისი ყველას მიულოცა და ორბელიანის მოედნის განსაკუთრებულობას გაუსვა ხაზი.

„ამ ადგილას განსაკუთრებულად იგრძნობოდა ის ჰარმონია, რომელიც თბილისს გამოარჩევს ყველა სხვა ქალაქისგან, აქ სიძველე და პროგრესი ერთმანეთს ერწყმის. “ახალი ტფილისი“ არის სწორედ ამ სიძველის და სიახლის გამაერთიანებელი, შემაერთებელი უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელიც დავით ნარმანიამ დაიწყო. განხორციელდა ძველი აღმაშენებლის რეაბილიტაცია და ის დღეს ყველასთვის ერთერთი ყველაზე საყვარელი ადგილია.

დღეს კახი იწყებს თბილისის განვითარების სრულიად ახალ ეტაპს, რომელშიც მე მას მინდა, დიდი წარმატება ვუსურვო. ეს ადგილი მდიდარია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით, მწვანე სივრცეებით. ჩვენ ამ ადგილისგან მივიღებთ თბილისის ერთერთ ყველაზე ლამაზ უბანს, რომელიც იქნება გამორჩეული და უსაყვარლესი პირველ რიგში ჩვენი ქვეყნის მოქალაქეთათვის და რა თქმა უნდა, ასევე ძალიან მიმზიდველი გახდება ჩვენს ქვეყანაში ჩამოსული ტურისტებისათვის, სტუმრებისათვის.

ჩვენი ვალია, დღეს, როდესაც განვითარების ახალი მოთხოვნებია, როდესაც განვითარების სისწრაფე სრულიად ახალ ტემპებს იღებს, რომ თითოეული ჩუქურთმა, რომელიც თბილისს აქვს, თითოეული შენობა, რომელიც არის ერთი ქალაქის ფასი, შემოვინახოთ, აღვადგინოთ, მოვეფეროთ და განვაახლოთ, რა თქმა უნდა.

ეს პროექტი თბილისში შექმნის ინვესტიციებისთვის ახალ პლატფორმას და სახელმწიფოს მიერ ჩადებული რესურსი იქნება დამხმარე იმისათვის, რომ აქ გაჩნდეს ახალი სიცოცხლე. ახალი სიცოცხლე, რა თქმა უნდა, გულისხმობს იმას, რომ ის ადამიანები, რომლებიც ამ ადგილის კოლორიტს ქმნიდნენ დღემდე, ეს არიან პირველ რიგში ამ მიდამოებში მცხოვრებლები და რა თქმა უნდა, ის ხელოსნებიც, რომლებიც „პირიმზეში“ მუშაობდნენ და დღეს გადანაცვლებულნი არიან აქ სხვადასხვა შენობაში, ყველა უნდა დარჩეს აქ. ყველასთვის უნდა მოიძებნოს ადგილი იმ განახლებულ თბილისში, რომელიც ჩვენთვის იქნება მართლაც ულამაზესი და უსაყვარლესი ადგილი. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის დასაწყისს. ახალი წელი გვიახლოვდება, საახალწლოდ ახალი განწყობა და ახალი სიხარული გვჭირდება და დღევანდელი დღე არის სწორედ ერთი ძალიან დიდი ახალი სიხარული, რომელიც ჩვენს თბილისელებს ექნებათ“, – განაცხადა პრემიერმინისტრმა.

ორბელიანის მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც რამდენიმე ეტაპს მოიცავს, 2018 წელს დასრულდება.

კომენტარები

გიორგი კვირიკაშვილი ორბელიანის მოედანი რეაბილიტაცია 2017-12-11
Tags გიორგი კვირიკაშვილი ორბელიანის მოედანი რეაბილიტაცია
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

გორში დედა-შვილი გარდაცვლილი იპოვეს

შემდეგი სტატია

“კულტურის სამინისტროსთან სამშენებლო ტექნიკა არქეოლოგიურ ნაშთებს აზიანებს”

მსგავსი სტატიები

თემირლან მაჩალიკაშვილისა და ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმეები – ომბუდსმენი ანგარიშში არასრულ გამოძიებაზე საუბრობს

02 აპრ 2019
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით გვიან ღამი რამდენიმე რეისი ვერ განხორციელდა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით გვიან ღამი რამდენიმე რეისი ვერ განხორციელდა

22 ნოე 2017
„ქართული მარშის“ წევრები სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

„ქართული მარშის“ წევრები სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

04 მაი 2018

უახლესი ამბები

  • ნინო ნადირაძის სკანდალური განცხადება: დამაბრალეს, რომ 19 წლის ასაკში მამამთილის საყვარელი ვიყავი და შემდეგ გავიცანი გუგა… ავუვარდი ამის შემდეგ ადვოკატ საძაგლიშვილს

    ნინო ნადირაძის სკანდალური განცხადება: დამაბრალეს, რომ 19 წლის ასაკში მამამთილის საყვარელი ვიყავი და შემდეგ გავიცანი გუგა… ავუვარდი ამის შემდეგ ადვოკატ საძაგლიშვილს

  • თორნიკე ბარათაშვილი: ეკლესიებში გადაღებულ ფოტოებს აფრიალებენ და მეორე ხელით გელათის ჩამოქცევაში არიან ჩართული

    თორნიკე ბარათაშვილი: ეკლესიებში გადაღებულ ფოტოებს აფრიალებენ და მეორე ხელით გელათის ჩამოქცევაში არიან ჩართული

  • წყვილი დაშორებიდან 42 წლის შემდეგ დაქორწინდა – იძულებით შეწყვეტილი ურთიერთობის რომანტიკული დასასრული

    წყვილი დაშორებიდან 42 წლის შემდეგ დაქორწინდა – იძულებით შეწყვეტილი ურთიერთობის რომანტიკული დასასრული

  • “ვერ ვიფიქრებდი, თუ 30 წელს მივაღწევდი”, – ჯეინ ფონდა საიდუმლო დაავადების შესახებ

    “ვერ ვიფიქრებდი, თუ 30 წელს მივაღწევდი”, – ჯეინ ფონდა საიდუმლო დაავადების შესახებ

  • 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

    4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

  • პაატა ზაქარეიშვილი: ხელისუფლება თავისი პოლიტიკით საქართველოსა და კავკასიაში  რუსეთის პოზიციებს აძლიერებს

    პაატა ზაქარეიშვილი: ხელისუფლება თავისი პოლიტიკით საქართველოსა და კავკასიაში რუსეთის პოზიციებს აძლიერებს

  • რობერტ სტურუა: მხოლოდ მე კი არა, რუსთაველის ეროვნულმა თეატრმა და საერთოდ ქართულმა თეატრმა დაკარგა ძვირფასი თილისმა!

    რობერტ სტურუა: მხოლოდ მე კი არა, რუსთაველის ეროვნულმა თეატრმა და საერთოდ ქართულმა თეატრმა დაკარგა ძვირფასი თილისმა!

  • გაყალბდა თუ არა “The Voice of Georgia “- ს სეზონი?

    გაყალბდა თუ არა “The Voice of Georgia “- ს სეზონი?

  • ირაკლი ვაჩიბერაძე გელათის ტაძრის წინამძღვარზე: იშვიათად სუფთა სულის სასულიერო პირი იყო. არ უყვარდა ფული, არ უყვარდა დოვლათი

    ირაკლი ვაჩიბერაძე გელათის ტაძრის წინამძღვარზე: იშვიათად სუფთა სულის სასულიერო პირი იყო. არ უყვარდა ფული, არ უყვარდა დოვლათი

  • ზურაბ ჯაფარიძე: მოცემულობა ასეთია, რომ ახლა იმის პირობები, რომ რაღაც დიდი ერთობა შეიკრას, ჯერჯერობით არ ჩანს

    ზურაბ ჯაფარიძე: მოცემულობა ასეთია, რომ ახლა იმის პირობები, რომ რაღაც დიდი ერთობა შეიკრას, ჯერჯერობით არ ჩანს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge