NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»თბილისის მერია ორბელიანის მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციას იწყებს

თბილისის მერია ორბელიანის მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციას იწყებს

11 დეკ 2017 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 473 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

თბილისის მერია ორბელიანის მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციას იწყებს. პროექტის პრეზენტაცია დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს, ორბელიანის მოედანზე გამართა.

კახა კალაძემ თბილისის განვითარების ფონდს, დედაქალაქის მერიასა და ცენტრალურ ხელისუფლებას ორბელიანის მოედნის რეაბილიტაციის პროექტის განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა.

როგორც თბილისის მერმა პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა, აღნიშნულ ტერიტორიაზე მიწისქვეშა, საკანალიზაციო, საინჟინრო-საკომუნიკაციო სამუშაოები უკვე განხორციელდა.

„პროექტი, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, ამ კონკრეტულ უბანში ისტორიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციას ითვალისწინებს. შესაბამისად, აქ აშენდება ავტოსადგომი, მოეწყობა საფეხმავლო ქუჩები და დაიწყება უნიკალური შენობა-ნაგებობების რესტავრაცია-გამაგრება. აღნიშნული პროექტი იმ დიდი კონცეფციის შემადგენელი ნაწილია, რომელიც მთლიანად ძველი, ისტორიული თბილისის  რეაბილიტაციას  მოიცავს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ტურიზმის განვითარებაში თბილისის ისტორიული ნაწილის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით არსებული პოტენციალი კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს.

„ჩვენი ვალდებულებაა, რომ ძველი თბილისის მოსახლეობისთვის ცხოვრება კომფორტული და რაც მთავარია, უსაფრთხო გავხადოთ. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ყველა იმ ოჯახს, რომლებმაც ამ სახლებში თაობები იცხოვრეს და ძველ თბილისს უნიკალური იერსახე შეძლებისდაგვარად შეუნარჩუნეს, დიდი მადლობა გადავუხადო. ჩემთვის ყველა ის ადამიანი, ვინც ამ შენობებს მოერგო, არ დააზიანა ფასადები, სადარბაზოები და  მთლიანობაში ეს უნიკალური არქიტექტურა დღემდე მოიტანა, არის  ნამდვილი, საპატიო თბილისელი“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის განცხადებით, მომდევნო წლების განმავლობაში, ქალაქის განვითარებისთვის შესაბამისი პროექტები იგეგმება, რომელთა განხორციელებაშიც თითოეული თბილისელის როლი მნიშვნელოვანი იქნება.

პროექტის პრეზენტაციაზე შეკრებილ მოსახლეობას სიტყვით თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა გიორგი ბაიდარაშვილმაც მიმართა და განაცხადა, რომ აღნიშნული პროექტის ფარგლებში,  დაახლოებით, 150 ავტომანქანაზე გათვლილი მიწისქვეშა ავტოსადგომის მშენებლობა იგეგმება.

„ვფიქრობთ, რომ ამ კონკრეტულ არეალში, 9 აპრილისა და ორბელიანის სკვერების რეაბილიტაციით, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას მნიშვნელოვნად შევუწყობთ ხელს. ასევე, მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა სარეკრეაციო ზონაში მწვანე კომპონენტის მოცულობის მატებას. რეაბილიტირებული არეალი სრულიდ იქნება ადაპტირებული არამხოლოდ შშმ პირებისთვის, არამედ ყველა მომხმარებლისთვის“, – განაცხადა გიორგი ბაიდარაშვილმა.

მისივე თქმით, პროექტის დასრულების შემდეგ, კონკრეტულ არეალსა და მომიჯნავე ქუჩებზე მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება უძრავი ქონების ღირებულება, რომელიც  ეკონომიკის სტიმულირებას შეუწყობს ხელს.

ორბელიანის მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციის პროექტი ქალაქის ისტორიულ ნაწილში დიდი ტურისტული მარშრუტის შექმნას, ძველი და ახალი რეაბილიტირებული ზონების ერთმანეთთან  დაკავშირებას ისახავს მიზნად. სარეაბილიტაციო სამუშაოების საერთო ღირებულება 52 მლნ ლარს შეადგენს, რომელიც  თბილისის მერიის ბიუჯეტიდან დაფინანსდება.

სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე ეტაპს მოიცავს. კერძოდ, საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელების რეაბილიტაციას, ისტორიული და რიგითი შენობების რესტავრაცია-რეაბილიტაციას, მიწისქვეშა პარკინგის მშენებლობას, რეაბილიტირებული არეალის კეთილმოწყობა-რედიზაინს, მწვანე კომპონენტის განახლებასა და ახალი სივრცეების მოწყობას.

ორბელიანის მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციას თბილისის განვითარების ფონდი პროექტ „ახალი ტფილისის“  ფარგლებში განახორციელებს. პროექტის მიმდინარეობისას 2000-მდე ადამიანი დასაქმდება.

ორბელიანის მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია 2018 წლის ბოლოს დასრულდება.

 

 

 

კომენტარები

თბილისის მერია ორბელიანის მოედანი 2017-12-11
Tags თბილისის მერია ორბელიანის მოედანი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

სააკაშვილის სასამართლო სხდომაზე ტიმოშენკო მივიდა

შემდეგი სტატია

დიდ თეატრში სკანდალური ბალეტის “ნურეევის” პრემიერა გაიმართა (ფოტოები)

მსგავსი სტატიები

მამუკა მდინარაძე – ჩემი და ჩვენი ფრაქციის სახელით სამძიმარს ვუცხადებ მინდელის შახტაში გარდაცვლილთა ოჯახებს

მამუკა მდინარაძე – ჩემი და ჩვენი ფრაქციის სახელით სამძიმარს ვუცხადებ მინდელის შახტაში გარდაცვლილთა ოჯახებს

05 აპრ 2018
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 9 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 9 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სოსო ელისაშვილი 07 მარ 2018
„დაიცავით კბილებით უმწიფარი პარლამენტის თავმჯდომარე, ძალიან ადრეა მისთვის პარლამენტის თავმჯდომარეობა“

„დაიცავით კბილებით უმწიფარი პარლამენტის თავმჯდომარე, ძალიან ადრეა მისთვის პარლამენტის თავმჯდომარეობა“

სოსო ელისაშვილი 23 მარ 2018

უახლესი ამბები

  • სალომე ზურაბიშვილმა ლევან თაქთაქიშვილს ღირსების ორდენი გადასცა

    სალომე ზურაბიშვილმა ლევან თაქთაქიშვილს ღირსების ორდენი გადასცა

  • საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

    საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

  • ჯო ბაიდენი: ეს ამაღელვებელი და იმედისმომცემი ამბავია

    ჯო ბაიდენი: ეს ამაღელვებელი და იმედისმომცემი ამბავია

  • ბებო

    ბებო

  • გლდანის რაიონში სროლის ხმა ისმოდა

    გლდანის რაიონში სროლის ხმა ისმოდა

  • “… და ამ დროს, სიტყვა არ დაუძრავს კაცს, რომელთანაც პირადი მეგობრობა მქონდა, რომელიც ჩემი პარტიის ლიდერი იყო წლების განმავლობაში – გრიგოლ ვაშაძეს ვგულისხმობ”

    “… და ამ დროს, სიტყვა არ დაუძრავს კაცს, რომელთანაც პირადი მეგობრობა მქონდა, რომელიც ჩემი პარტიის ლიდერი იყო წლების განმავლობაში – გრიგოლ ვაშაძეს ვგულისხმობ”

  • თინა ხი­და­შე­ლი:  ჟანგბა­დი უბ­რა­ლოდ არ არის. არ ვიცი სა­ი­დან მოვა

    თინა ხი­და­შე­ლი: ჟანგბა­დი უბ­რა­ლოდ არ არის. არ ვიცი სა­ი­დან მოვა

  • “მე არავის ვუპირისპირდები ვიდრე არჩევნებს არ მოვიპოვებ. ვისაც არ აქვს იმის უნარი, რომ თავი შეიკავოს, ის მგონი საერთოდ არ უნდა იყოს პოლიტიკაში”

    “მე არავის ვუპირისპირდები ვიდრე არჩევნებს არ მოვიპოვებ. ვისაც არ აქვს იმის უნარი, რომ თავი შეიკავოს, ის მგონი საერთოდ არ უნდა იყოს პოლიტიკაში”

  • ამირან გამყრელიძე: თუ მარტი და აპრილი ასეთი სიფრთხილით გავიარეთ, როგორც ახლა მივდივართ, მესამე ტალღის ალბათობა ნაკლებია

    ამირან გამყრელიძე: თუ მარტი და აპრილი ასეთი სიფრთხილით გავიარეთ, როგორც ახლა მივდივართ, მესამე ტალღის ალბათობა ნაკლებია

  • ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს 28 თებერვალს ეწვევა

    ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს 28 თებერვალს ეწვევა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge